კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რა შეიძლება, გამოვიყენო სახის კანის მატონიზებელ საშუალებად და როდის უნდა წავისვა?

პასუხი: მატონიზებელ საშუალებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ედელვაისის, ვარდის ან გვირილის ექსტრაქტის შემცველი ტონიკი ან ლოსიონი. მასში დასველებული ბამბის ტამპონით სახე კარგად გაიწმინდეთ. დილით – მაკიაჟის წასმის წინ და საღამოს – მაკიაჟის მოხსნის პროცედურის შემდეგ. მატონიზებელ საშუალებას რომ წაისვამთ, სახე არ ჩამოიბანოთ, აცადეთ, კანზე შეგაშრეთ და მხოლოდ ამის მერე გაიკეთეთ მაკიაჟი (დილით), ან წაისვით მკვებავი კრემი (საღამოს).

კითხვა: გამიგია, რომ კანისთვის კარგია საფუარის ნიღაბი. თუ შეიძლება, მასწავლეთ, როგორ დავამზადო სახლში და, საერთოდ, როგორი ტიპის კანს უხდება ის?

პასუხი: საფუარის ნიღაბი რეკომენდებულია ნორმალური ტიპის კანისთვის. 50 გრამ საფუარს დაასხით 2 სადილის კოვზი მდუღარე წყალი, ცოტა ხანს გააჩერეთ და მერე კარგად ასრისეთ. შეურიეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ისევ კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენი მკვებავი.

კითხვა: შეიძლება თუ არა სახის მასაჟი თვითონ გავიკეთო და, საერთოდ, რა წესების დაცვაა აუცილებელი მასაჟის დროს?

პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება, თვითონ გაიკეთოთ მასაჟი, მაგრამ, ეს არ იქნება სრულყოფილი პროცედურა.

სახის მასაჟის გაკეთების დროს უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

1. არ შეეხოთ ქუთუთოებს.

2. ქუთუთოების შეშუპების შემთხვევაში, მასაჟის დროს, დახუჭულ თვალებზე დაიდეთ გვირილის ან ცაცხვის ნახარშში დასველებული და ოდნავ გაწურული ბამბის ტამპონები.

3. არ შეჭმუხნოთ სახე, განსაკუთრებით კი მასაჟის კეთების პროცესში და მის შემდეგაც.

4. მასაჟის გაკეთების შემდეგ 15-20 წუთი წამოწექით ან სავარძელში ჩაჯექით და თავი საზურგეზე გადაწიეთ.

კითხვა: რა შემცველობის უნდა იყოს თვალის გელი?

პასუხი: სასურველია, თვალის გელში შედიოდეს: გლუკოზა, A და E ვიტამინები, ოხრახუშის ექსტრაქტი. არ გამოიყენოთ კრემები, რომლებშიც შედის ლანოლინი, რადგან, შესაძლოა, კანი შეგიშუპდეთ და გაგიწითლდეთ.

 

 

скачать dle 11.3