კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

წინ, დასახული მიზნისკენ!

 

არსებობენ ქალები, რომლებიც ცხოვრობენ პრინციპით: „ვთქვი და გავაკეთე!“ ამას ხმამაღლა კი არ ამბობენ, უბრალოდ, იციან, რომ სხვანაირად ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევენ. ნუ გგონიათ, რომ ამ ტიპის ქალები რამე ჯადოსნურ ძალას ან უნარს ფლობენ. უბრალოდ, შეუძლიათ, დაისახონ კონკრეტული მიზანი და სწორად შეარჩიონ მისკენ მისასვლელი გზა. ასევე, მზად არიან შეცდომებისთვისაც – არ აშინებთ ისინი და, სჯერათ, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. თუკი მოინდომებთ, თქვენც ისწავლით ამ ყველაფერს. მთავარია, გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, გააანალიზოთ ის და გაარკვიოთ, რა გაკლიათ. იქნებ, სულ ტყუილად ნერვიულობთ და პანიკობთ?! იქნებ, თქვენ სულ რამდენიმე ნაბიჯი გაქვთ გადასადგმელი და წარმატებაც აღარ დააყოვნებს?!

დაიწყეთ იმით, რომ კარგად გააცნობიერეთ, ყველა თქვენი წამოწყება წარმატებული ვერ იქნება. ანუ, სწორად განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები და პრიორიტეტები. თუ მღერით და სმენა გაქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოპერის მომღერლის კარიერას გაიკეთებთ. გაცილებით რეალური  ვარიანტია, დაიკლოთ წონაში – თუ ეს გჭირდებათ, ან გახდეთ უფრო მოდური და თანამედროვე; გათხოვდეთ, თუკი ამისი სურვილი გაქვთ, ან იშოვოთ უკეთესი სამსახური – ერთი სიტყვით, არ დაიკრიფოთ გულხელი, არ ინერვიულოთ სხვების წარმატებებზე და იმოქმედეთ...

 

ბრძენი არ ხმაურობს

 

ბრძენი ცოლი ყოველთვის მოგებულიაო, – ამბობენ. თუ ქალი სკანდალებს არ აწყობს, ან, ძალიან იშვიათად აწყობს, ქმრისთვის სასურველ პარტნიორად დარჩება. მაგრამ, სათქმელად ადვილია – სკანდალი არ მოაწყოთ, მით უფრო მაშინ, როცა ემოციური, მგრძნობიარე და გადაღლილი ხართ – შეიძლება, ნებისმიერ მომენტში „აფეთქდეთ“.

თუმცა, ამერიკელი ფსიქოლოგები მაინც გვირჩევენ, რომ ყველაფერი მხოლოდ სუსტ სქესზეა დამოკიდებული და მხოლოდ ქალს შეუძლია, ჩააქროს კონფლიქტი, სანამ ის ძალიან გამწვავდება.

ყველაფერს აქვს მნიშვნელობა – მიმიკას, ჟესტებს, საუბრის, ჩხუბის მანერასა და ტონს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ, ის წყვილები, სადაც ქალი ჩხუბის დროსაც კი ახერხებს, იყოს დიპლომატიური, არ ამცირებს ქმარს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არ დასცინის მას, არ ეხება მის თავმოყვარეობას გაცილებით სწრაფად ახერხებენ კონფლიქტის ლიკვიდაციას. ქალს აქვს ნიჭი, სკანდალი პატარა წვრილმანიდანაც მოაწყოს. მაგრამ, თუ გამოიჩენს გონიერებას და შეძლებს საკუთარი თავის, ემოციების მოთოკვას, მხოლოდ მოგებული დარჩება.

სხვათა შორის, ჩხუბში ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცევა ამ დროს ქმარი. კაცის რბილი, დამთმობი ხასიათი ოჯახში სტაბილურობის გარანტი ვერასოდეს იქნება.

 

რწმენა ყველაფერია!

 

წელიწადი იწურება. შეიძლება, თქვენ მასზე უფრო დიდ იმედებს ამყარებდით და ისე არ გაგიმართლათ, მაგრამ, არასოდეს დაკარგოთ რწმენა იმისა, რომ ხვალ ყველაფერი უკეთ იქნება. დაიწყეთ იმით, რომ იყავით გულახდილები საკუთარ თავთან. მაგალითად, რა უფრო გინდათ – გახდეთ ჭეშმარიტად წარმატებული თუ, ვიღაცას დაუმტკიცოთ, რომ ძალიან მაგარი ხართ? პრინციპში, არც ეს სურვილია დანაშაული – რატომაც არა?! მაგრამ, რომ გამოგივიდეთ, უნდა გაითვალისწინოთ ერთი პატარა დეტალი – ფსიქოლოგიური განწყობა, რწმენა საკუთარი ეფექტურობისა. იმისთვის, რომ ეს რწმენა გაამყაროთ, დროდადრო დაუბრუნდით საქმეს, რომელიც კარგად გამოგდიოდათ. სულერთია, რა იქნება ეს, თუნდაც კულინარია იყოს. მთავარია, შექება დაიმსახუროთ და საკუთარი თავი თავადვე მოგეწონოთ, მერე უკვე აღარც ახალი წამოწყებისთვის გაგიჭირდებათ ხელის მოკიდება.

არავითარი ილუზიები – თუ ოცნებებში ძალიან მაღლა გაფრინდებით, შედეგად იმას მიიღებთ, რომ რეალობას დიდი ხნით მოსწყდებით, ეს კი საქმეს არ გამოადგება. სასწრაფოდ მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და, კი არ შეინახოთ, გადააგდეთ. მერე კი ნელ-ნელა ყველაფერი აეწყობა, მთავარია, გახსოვდეთ – რწმენა ყველაფერია!

 

ფანატიზმის გარეშე

 

დევიზი – „არ დანებდე არასოდეს“ – ლამაზად და ღირსეულად ჟღერს. კეითლშობილებაა, როცა უკან არ იხევ, მაგრამ, ჭკვიანი ადამიანი არასდროს შეეჯახება ერთსა და იმავე ბარიერს. მეტისმეტმა სიჯიუტემ – და ეს სწორედ რომ სიჯიუტეა – შეიძლება, სერიოზული ზიანიც მოგაყენოთ.

თუკი მიზანი, რომელიც დაისახეთ, თქვენგან ბევრ მსხვერპლს მოითხოვს, ნუ მოებღაუჭებით მას გააფთრებით. საღი აზრი აუცილებლად გიკარნახებთ: „საკმარისია, უნდა გავჩერდე!“ – და დაუჯერეთ მას.

იცით ჭეშმარიტება – ვინც გონიერია, ის თმობსო? ეს სიმართლეზე მეტია. კაპიტულაციას ზოგჯერ გაცილებით მეტი ვაჟკაცობა სჭირდება, ვიდრე მიზნისკენ სწრაფვას. მიზანი აკვიატებულ იდეად არ უნდა გექცეთ. დაფიქრდით, განა ასეთი მნიშვნელოვანია ის თქვენთვის?!

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ, ის, ვისაც აქვს უნარი, დროულად თქვას უარი მიზანზე, რომელიც მის ინტერესებში არ შედის, მოითხოვს აბსოლუტურ თავგანწირვას და ფუჭ შრომას, მალე ხდება წარმატებული; ნაკლებად აწუხებს სტრესები და დეპრესია; გამოირჩევა ხალასი ბუნებით, კარგი ჯანმრთელობით, შესანიშნავი კომუნიკაციითა და ადამიანების მოხიბვლის ნიჭით. ხოლო, თუ ასეთი ადამიანი ქალია, ვერც ერთი მამაკაცი მას გულგრილად ვერ ჩაუვლის...

კონკრეტული ნაბიჯები

 

მარტო იმის თქმა, რომ „მე მინდა“ – საქმეს წინ ვერ წაწევს და ვერც ვერაფერ ღირებულს შეგაქმნევინებთ. წინსვლას აქვს ეტაპები, რომლებიც ზუსტად უნდა განსაზღვროთ.

იფიქრეთ წინასწარ, რა სიძნელეები შეიძლება შეგექმნათ ცხოვრებაში და საიდან შეიძლება ელოდეთ „დარტყმას“, რომელიც ხელს შეგიშლით დასახული მიზნების განხორციელებაში. ყოველთვის გქონდეთ სათადარიგო ვერსია. უნდა იცოდეთ, როგორი რეაქცია გექნებათ პრობლემებზე, შეფერხებებზე, ვინმეს აგრესიაზე, შურზე... ანუ, საკუთარ თავს უნდა იცნობდეთ.

გახსოვდეთ, ძალიან იღბლიანები მხოლოდ ერთგულები არიან, რომლებსაც ყოველთვის ყველაფერში უმართლებთ. ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანებისთვის მარცხი გარდაუვალია. ნუ შეეცდებით, ყველა საქმეში იბრწყინოთ და ყველაფერი ხელის ერთი აქნევით გამოგივიდეთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ისაუბრეთ საკუთარ თავთან და უთხარით მას: თუკი დაიღლები, აუცილებლად გავჩერდები და დავისვენებ. პატარა, ხანმოკლე ტაიმ-აუტები, უბრალოდ, აუცილებელია! ამით გაუფრხილდებით ნერვებს და ახლებურად შეაფასებთ სიტუაციას, რომელიც, შესაძლოა, სულაც აღარ აღმოჩნდეს ისეთი უიმედო, როგორიც ერთი შეხედვით გეჩვენებოდათ!

გონივრულად გათვალეთ თქვენი ძალები და აღიჭურვეთ მოთმინებით – ეს უკვე კონკრეტული ნაბიჯებია ბედნიერებისკენ!

скачать dle 11.3