კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  როგორ მკურნალობენ პაპილომა-ვირუსს, რომ მომავალში კიბო არ განვითარდეს?

პასუხი: დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, მკურნალობა არ არის საჭირო. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია: ფონური დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და კომპლექსური მკურნალობა (პაპ-ტესტი და კოლპოსკოპია); ჰორმონულ-მეტაბოლური სტატუსის აღდგენა; ეთიოტროპიული (ინფექციების) თერაპია; უკვე განვითარებული დაზიანებების მკურნალობა (კრიოდესტრუქცია, კონიზაცია, ექსციზიო).

კითხვა: 78 წლის ქალბატონს აქვს საშვილოსნოს გამოვარდნა. თუ შეიძლება მდგომარეობის შემსუბუქება ოპერაციის გარეშე და რითია ეს შესაძლებელი? აქვს შარდვის პრობლემები და აწუხებს წელის ტკივილი. 

პასუხი: საშვილოსნოს დაწევისა და გამოვარდნის მკურნალობის რადიკალური და ეფექტური მეთოდია ქირურგიული ოპერაცია. ასაკოვან პაციენტებს ზოგჯერ ორგანოს კვეთენ. დღეს ფართოდ არის დანერგილი ნაკლებინვაზიური (ლაპარასკოპიული, ვაგინალური ანუ საშოსმხრივი) მეთოდები. საშოს გამოვარდნისას ამ უკანასკნელის კედლები მენჯის ფუძეზე ქვემოთ მდებარეობს. საშოს წინა კედელთან ერთად დაწევას განიცდის შარდის ბუშტი; უკანა კედლის დაწევას კი, ჩვეულებრივ, სწორი ნაწლავის წინა კედლის დაწევა ახლავს თან.

კითხვა: მაინტერესებს ჩასახვიდან რამდენ დგეში აჩვენებს ტესტი პასუხს?

პასუხი: ტესტი დაახლოებით 2 კვირის ორსულობას აჩვენებს და მისი ჩატარება სასურველია რიგითი მენსტრუალური ციკლის გადაცდენის მეორე-მესამე დღეს. 

კითხვა: რას ნიშნავს საშვილოსნოს ჰიპერტონუსი?

პასუხი: საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, ანუ, საშვილოსნოს ტონუსის მომატება, ნიშნავს ამ ორგანოს ნაადრევ შეკუმშვებს, რომლებიც იწყება მშობიარობის მოსალოდნელ ვადაზე გაცილებით ადრე, ორსულობის ადრეულ პერიოდში. საშვილოსნოს ჰიპერტონუსი დამოუკიდებელი დაავადება არ არის, ის მიუთითებს ქალის ორგანიზმში არსებულ პათოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის იგნორირება არ შეიძლება, რადგან, შესაძლოა, ორსულობის შეწყვეტის მიზეზიც გახდეს. 

კითხვა: არსებობს თუ არა მამაკაცებში ძუძუს კიბო? თუ არსებობს, რა სიმპტომები აქვს და რამდენად ხშირია? 

პასუხი: მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების კარცინომა ძალიან იშვიათად გვხვდება. ძირითადი სიმპტომი არის წარმონაქმნის გაჩენა ჯირკვალში. სიმსივნე, უმთავრესად, ლოკალიზებულია დვრილის არეში, არეოლის ქვეშ ან მიმდებარედ. ხშირად აღინიშნება სისხლიანი გამონადენი დვრილიდან. შორს წასულ შემთხვევაში აღინიშნება კანის დაწყლულება. იღლიისქვეშა მიდამოში სიმსივნის გავრცელებისას აღინიშნება იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება და გამკვრივება.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

скачать dle 11.3