კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოამარაგეთ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით 

ყველა ადამიანი ცდილობს, რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოს, რომლებიც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით. სამწუხაროდ, ბევრს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ არასწორი შეხედულება აქვს. მაგალითად:

საღამოს კვება ასუქებს – ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან წონაში მომატებაზე მოქმედებს არა ის, თუ დღის რომელ მონაკვეთში იკვებებით, არამედ ის, თუ რას მიირთმევთ და რა რაოდენობით.

ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის კარგია – დიდი რაოდენობით ახალი ხილისა და ბოსტნეულის ჭამით კუჭს ძალიან ტვირთავთ, რასაც შედეგად მოსდევს მუცლის შებერვა და კუჭის აშლა. ბოსტნეულის დიდი ნაწილი ცოცხალი სახით უნდა ჭამოთ, ნაწილი კი – მოშუშული. მოშუშულ სტაფილოსა და პომიდორში არსებული ბეტა-კაროტინი ორგანიზმის მიერ უკეთ შეითვისება.

ცხიმი ცხიმად გარდაიქმნება – ცხიმი საკმაოდ მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნაერთია და ამიტომ ის დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს – გრამ ცხიმში 9 კილოკალორიაა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ უნდა ამოიღოთ რაციონიდან. ყველა ცხიმი ერთნაირად საზიანო არ არის. მაგალითად, ზეითუნის ზეთი არის ცხიმი, რომელსაც ზღვისა და მდინარის თევზი შეიცავს – საჭიროა და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად მიიღებთ ზეითუნის ზეთს, სისხლში ქოლესტერინის შემცველობა მკვეთრად შემცირდება.

ახალგამომცხვარი პური მავნებელია – ეს არ შეეფერება სინამდვილეს. მისი ერთადერთი უარყოფითი თვისება ის არის, რომ ახალი პურის დიდი რაოდენობით ჭამას მოჰყვება გაზების დაგროვება ნაწლავებში. ასევე, მატულობს სხეულის მასა. ამიტომ, ის მცირე რაოდენობით უნდა ჭამოთ.

კარტოფილი გასუქებას იწვევს – ეს მცდარი ინფორმაციაა. ერთი ულუფა კარტოფილი, როგორც მოხარშული, ისე შემწვარი, მხოლოდ 12 კილოკალორიას შეიცავს, ხოლო, ამავე რაოდენობის კარტოფილის ჩიპსი – 368 კილოკალორიას. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის მომზადებული ეს ბოსტნეული.

გაყინული ბოსტნეული არ არის სასარგებლო – ეს არ შეეფერება სიმართლეს. კარგად და სწორად გაყინული პროდუქტები ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალი. გაყინული ბოსტნეული ვიტამინებსაც ინარჩუნებს.

ასევე, წონაში ვერ მოიკლებთ საკვებზე უარის თქმით. თუ ორგანიზმს საკვები მოაკელით, ის ეკონომიურ რეჟიმზე გადავა. იმისთვის, რომ ორგანიზმმა ერთი კილოგრამი ცხიმი დაწვას, საშუალოდ ათი ათასი კალორიის ეკონომია უნდა მოახერხოს. ამიტომ, შიმშილის ნაცვლად, ჯობია, გადახედოთ საკვებ რაციონს და შესაბამისად დააბალანსოთ ის. გადაანაწილეთ ყოველდღიური რაციონი ისე, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს და არა ზიანის მომტანი.

 

რატომ გროვდება თირკმელებში ქვები 

საკმაოდ გახშირებული ნაღველკენჭოვანი და თირკმელკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა მხოლოდ ოპერაციული მეთოდით ხდება. არადა, ნაღვლის ბუშტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის  ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, ჯობია, საქმე ოპერაციამდე არ მიიყვანოთ. ქვები და ქვიშა ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში ორგანიზმის მიერ არაორგანული კალციუმის გამოძევების უუნარობის ბუნებრივი შედეგია. ამ არაორგანული კალციუმის ორგანიზმში დაგროვებას კი, განაპირობებს კონცენტრირებული შაქრისა და სახამებლის საკვებად გამოყენება.

ნაღვლის ბუშტი უშუალოდაა დაკავშირებული ღვიძლთან, ნაღვლისა და ღვიძლის სადინარების საშუალებით კი – სისხლის მიმოქცევასთან. მიღებული საკვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იშლება. მისი შემადგენელი ელემენტები, სისხლის მეშვეობით გადადის ღვიძლში გადასამუშავებლად. კონცენტრირებული მარცვლეული და ფქვილეული პროდუქტები, განსაკუთრებით კი სითბურად დამუშავებული, ბოლომდე არ გადამუშავდება. სახამებლის მოლეკულები წყალში არ იხსნება, მათ შემადგენლობაში კი შედის არაორგანული კალციუმი. ცოცხალი ორგანული კალციუმი წყალში იხსნება და ის აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ასეთ კალციუმს შეიცავს ცოცხალი ხილი, ბოსტნეული და მათი ახალგამოწურული წვენი. ის გადადის ღვიძლში და ორგანიზმი მას მთლიანად ითვისებს.

სითბურად დამუშავებულ სახამებელსა და შაქრებში არის არაორგანული კალციუმი, კერძოდ, ორგანიზმისთვის უცხო ელემენტი. მას ორგანიზმიდან აძევებს სისხლი და ლიმფა. ასე რომ, არა მარტო სხეულის ფორმის, არამედ, ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისითაც, არ არის სასურველი ფქვილეულის, ტკბილეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მიღება. ამ დროს იმატებს, ასევე, არაორგანული კალციუმის რაოდენობა და ზემოთ აღნიშნულ ორგანოებში წარმოიქმნება ქვიშა და ქვები.

სხვათა შორის, კენჭოვანი დაავადების მკურნალობა წვენებითაც შეიძლება. მაგალითად, გაწურეთ ერთი ცალი ლიმონი, წვენი ჩაასხით ჩაის ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ჭიქა მთლიანად არ აივსოს და დალიეთ უზმოზე მთლიანად. საღამოსაც იგივე გააკეთეთ.

მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ 10 წილი სტაფილოს, 3 წილი კიტრისა და 3 წილი ხახვის წვენი. ქვების დაშლასა და მის გამოდევნას დასჭირდება ერთი კვირა. თუმცა, გააჩნია ქვის ზომასა და ქვიშის რაოდენობასაც.

თუ მკურნალობის დროს ტკივილი იგრძენით, ესე იგი, ქვები იშლება და ქვიშის გამოდევნის პროცესი დაიწყო. ამ დროს მიიღეთ სპაზმის მოსახსნელი და ტკივილგამაყუჩებელი აბები.

 

რა დაავადებაა მონონუკლეოზი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ტემპერატურის მომატება, პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სახის შეშუპება. ის, თითქოს ჩვეულებრივ პათოლოგიას ჰგავს. ერთი შეხედვით, საოცრად ჰგავს ციტომეგალოვირუსულ, ადენოვირუსულ ინფექციებს, ჰეპატიტს, წითურას, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება მათგან.

დაავადების გამომწვევია ჰერპესვირუსთა ერთ-ერთი ვირუსი. ინფექციის წყაროა მონონუკლეოზით დაავადებული ყველა ადამიანი და ასევე,  ვირუსის მატარებელი. დაავადება გადაეცემა კონტაქტური გზით, დაინფიცირებული საკვებითა და წყლით, სათამაშოებით, ვირუსით დაბინძურებული საგნების გამოყენებით და სხვა. ინფექციის გადატანის შემდეგ, ორგანიზმი იძენს მდგრად იმუნიტეტს, ანუ დაავადება აღარ მეორდება.

მისი ინკუბაციის პერიოდი ხუთი დღიდან ორმოცდაათ დღემდე გრძელდება. დაავადება მწვავედ იწყება. ავადმყოფს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ყლაპვის დროს ყელის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება. ასევე, დაავადებიდან დაახლოებით მეოთხე დღეს, კვანძები დიდდება იღლიის ქვეშ, იდაყვის, საზარდულის არეში და სხვა მიდამოებში. 

ინფექციური მონონუკლეოზის დროს ავადმყოფს აღენიშნება პირ-ხახის დაზიანება ტონზილოფარინგიტის სახით. ანთებითი ცვლილებები ვითარდება ნუშურა ჯირკვლებზე ანუ გლანდებზე. ზოგჯერ კი ძლიერი ანთებითი ცვლილებების გამო, ისინი მკვეთრად დიდდება და სუნთქვა ძნელდება. ამ დროს, ხახის უკანა ნაწილი წითელი და ნადებიანია. ასევე, ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებულ ადამიანს გადიდებული აქვს ელენთა და ღვიძლი. ღვიძლის დაზიანების გამო, შესაძლებელია, სიყვითლეც განვითარდეს. ავადმყოფს შეშუპებული აქვს ქუთუთოები, ტანზე უჩნდება სხვადასხვა სახის გამონაყარი. ინფექციური მონონუკლეოზი საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე. პათოლოგია იშვიათად რთულდება, რასაც თან სდევს ელენთის გასკდომა, ზემო სასუნთქი გზების შევიწროება, მენინგიტი, ენცეფალიტი. ამის გამო აუცილებელია, მკურნალობის კურსის დროულად დაწყება, რათა სავალალო შედეგამდე არ მივიდეს ადამიანი.

 

იკურნება თუ არა მენინგოკოკური ინფექცია

მენინგოკოკური ინფექცია საკმაოდ საშიში დაავადებაა. ინფექციის წყაროა ბაქტერიის მქონე დაავადებული ადამიანი. ბაქტერია ორგანიზმში ხვდება ცხვირ-ხახის გზით. ადამიანი ამას თავად ვერ გრძნობს. დაავადების შედარებით მარტივი გამოვლენაა ცხვირ-ხახის ფორმა, რომელიც ჩივილებით გრიპს წააგავს, ამასთანავე, შეინიშნება ჩირქოვანი ნადები საყლაპავზე, ცხვირის, ხახის, ნუშურა ჯირკვლების შეშუპება და შეწითლება. ხშირად დაავადება ამით მთავრდება, ზოგჯერ კი ვითარდება გართულება, კერძოდ, სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. არტერიული წნევა კი ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად ეცემა. აღინიშნება ძლიერი თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კუნთების ტკივილი, კიდურებზე შეინიშნება წითელი შეფერილობის, ამობურცული გამონაყარი. ხანდახან დაავადებას ერთვის ფილტვების, სახსრების, გულის კუნთის ანთებაც.

მენინგიტი ზოგჯერ ვითარდება ძლიერი თავის ტკივილით, მომატებული მგრძნობელობით სინათლის შუქზე, ხმაურზე, შეხებაზე და ასე შემდეგ. ეს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რადგან, თუ ავადმყოფს დროულად არ აღმოუჩინეთ დახმარება, შესაძლოა, დაავადება გართულდეს და განვითარდეს შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან ტვინის შეშუპება. დროული და ინტენსიური მკურნალობის შედეგად კი, ადამიანი დაახლოებით ორ-სამ კვირაში შეიძლება გამოჯანმრთელდეს.

ეს დაავადება განსაკუთრებით ბავშვებშია საშიში. თუ ბავშვს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაუტარდება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და დადასტურდება, რომ ის არ არის ბაქტერიამატარებელი, გამოჯანმრთელებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, მასთან სხვა ბავშვის კონტაქტი აღარ არის საშიში. თუმცა, მასზე ფსიქონევროლოგიური მეთვალყურეობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ერთი-ორი წლის განმავლობაში.

 

გამოდევნეთ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები 

ორგანიზმი აუცილებლად ითხოვს გაწმენდას. თუ ის არ არის გაწმენდილი ტოქსინებისა და ნალექებისგან, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნით. დაგროვილი ტოქსინებისა და ნალექებისგან ორგანიზმის გაწმენდის ბევრი ხალხური რეცეპტი არსებობს.

ერთი თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ერთ სუფრის კოვზ მოხარშულ და გატარებულ ხორბალს დაასხით ერთი ჭიქა კეფირი ან მაწონი და მიირთვით ძილის წინ.

ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით დიეტა – მიირთვით მხოლოდ წყალზე დამზადებული უცხიმო და მსუბუქი ბოსტნეულის სუპები, ხილი, წვენები, ბალახეული ჩაი და მინერალური წყალი.

მოიწყვეთ კვირაში ორჯერ განტვირთვის დღე. მიირთვით მხოლოდ ბოსტნეულის წვენები.

აფთიაქში იყიდეთ მინდვრის შვიტა და ორი კვირის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მისი ჩაი დალიეთ.

ყოველ დილით, დალიეთ ცივი წყალი, რომელშიც ლიმონის წვენს, ორ კოვზ ვაშლის ძმარსა და ერთ კოვზ თაფლს აურევთ.

скачать dle 11.3