კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

ლევანდოვსკის

კარატისტი ცოლი

დორტმუნდის „ბორუსიისა” და პოლონეთის ნაკრების ლიდერის, რობერტ ლევანდოვსკის  მეუღლე, ანა აღმოსავლური ორთაბრძოლებით ყოფილა გატაცებული და რამდენიმე დღის წინ პრაღაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე, რობერტმა პოლონეთის ქალ კარატისთა ნაკრების  ფოტო გამოაქვეყნა და დაურთო კომენტარი, რომ ამაყია თავისი მეუღლის მიღწევით.

 

შვედეთის ნაკრების

სექს-სიმბოლო

ცეცხლოვანმა შვედმა მოდელმა ვერონიკა ტორსელმა შვედეთის ნაკრების ფეხბურთელებს გულახდილი ფოტოსესია მიუძღვნა და ამ გზით გადაწყვიტა, მხარდაჭერა გამოუცხადოს თავისი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს პორტუგალიის ნაკრების დამარცხება მუნდიალის შესარჩევის პლეი-ოფში და 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. შვედი სექს-სიმბოლო პერიოდულად ახარებს ფეხბურთის ქომაგებს ფოტოსესიებით. ის განსაკუთრებით „პარი სენ-ჟერმენის” შვედ გოლეადორს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ქომაგობს და სწორედ პარიზული კლუბისთვის პოზირებს შიშველი.

 

სპორტსმენები ყველაზე სასურველი მამაკაცების

რეიტინგში

ბრიტანულმა ჟურნალმა „გლამურმა” 2013 წლის 100 ყველაზე სექსუალური მამაკაცის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად, სპორტსმენებიც მოხვდნენ: ვეტერანი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, მოცურავე რაიან ლოჰტე; ასევე, ჩოგბურთელები: ესპანელი რაფაელ ნადალი და ბრიტანელი ენდი მარეი. ცნობისთვის რაფაელ ნადალმა რეიტინგში ისეთ ცნობილ სექს-სიმბოლოებს გაუსწრო, როგორებიც არიან: ჰიუ ჯეკმანი, რობერტ დაუნი-უმცროსი და ორლანდო ბლუმი.

скачать dle 11.3