პოლ უოკერი: „ფორსაჟის” ვარსკვლავის ტრაგიკული სიკვდილი და ფაქტები მისი ცხოვრებიდან
2013 წლის 30 ნოემბერს კალიფორნიაში, სანტა-კლარიტასთან ახლოს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ჰოლივუდის ვარსკვლავი პოლ უოკერი – მსახიობი, რომელმაც სახელი გაითქვა მრბოლელებზე გადაღებულ ბლოკბასტერებში, საერთო სახელით – „ფორსაჟი”. პოლ უოკერის ტრაგიკული სიკვდილის გამო დროებით გაჩერდა „ფორსაჟის” მეშვიდე ნაწილის გადაღება, ხოლო მისი თაყვანისმცემლების არმიას გლოვა აქვს გამოცხადებული.
* პოლ უილიამ უოკერი 1973 წლის 12 სექტემბერს დაიბადა ქალაქ გლენდეილში (კალიფორნია). ის ბიზნესმენ პოლ უოკერ-უფროსის და ყოფილი მოდელის, შერილ უოკერის უფროსი შვილი იყო. უოკერები მორმონები არიან. მსახიობს ირლანდიური, გერმანული და ინგლისური ფესვები აქვს.
* პოლ უოკერის სამსახიობო კარიერა 1975 წელს დაიწყო საბავშვო პამპერსების მწარმოებელი კომპანიის – „პამპერს დაიპერსის” სარეკლამო რგოლში.
* პირველი სერიოზული როლი პოლ უოკერმა 13 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „მონსტრები საპირფარეშოში“.
* 1980-იან წლების ბოლოდან პოლი სხვადასხვა ტელესერიალში თამაშობდა, რათა თავისი სწავლის გადასახადი კოლეჯში თავად გადაეხადა. მის ოჯახში მიღებული იყო, რომ შვილები თვითონ იხდიდნენ სწავლის გადასახადს.
* პოლ უოკერის კერპი იყო ფრანგი საზღვაო მკვლევარი ჟაკ-ივ კუსტო. სწორედ მის გამო, პოლმა არა სამსახიობო ფაკულტეტზე, არამედ, საზღვაო ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა კალიფორნიის უნივერსიტეტში. ის იმდენად იყო გატაცებული ზღვით, რომ ხმალთევზას დაცვის ფონდის წევრიც კი გახდა. პოლ უოკერის ყველაზე დიდი ოცნება იყო, მონაწილეობა მიეღო მარინის ღრმულის კვლევაში, თუმცა, ეს ოცნება მას აუხდენელი დარჩა.
* პოლ უოკერის სიმაღლე 191 სმ იყო.
* პოლ უოკერის საუკეთესო მეგობარი იყო მისი დუბლიორი, კასკადიორი ოკლი ლემანი, რომელთანაც ის 7 წლის ასაკიდან მეგობრობდა.
* ფილმებს პოლ უოკერის მონაწილეობით საერთო ჯამში კინოგაქირავებაში 1,2 მილიარდამდე დოლარი აქვს მიღებული.
* პოლ უოკერს მეწამული ფერის ქამარი ჰქონდა მიღებული ბრაზილიურ ორთაბრძოლაში – ჯიუ-ჯიცუში.
* პოლს დარჩა 14 წლის ქალიშვილი – მიდოუ რეინი, რომელიც ამჟამად დედასთან ერთად ცხოვრობს ჰავაის კუნძულებზე.
* პოლ უოკერს სარბოლო ავტომობილების კოლექცია ჰქონდა – სულ 18 ცალი „ბოლიდი“.
* სხვადასხვა დროს პოლ უოკერს რომანები ჰქონდა ჰოლივუდელ ლამაზმანებთან: დენიზ რიჩარდსთან, ჯესიკა ალბასთან და ჯეიმი კინგთან.