კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ძვირფას ნივთებს ანიჭებენ უპირატესობას მილიარდერები და მილიონერები

მილიარდერები და მილიონერები, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური ან პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, მაინც განაგრძობენ უზარმაზარი თანხების ხარჯვას ძვირფასი ნივთების, რარიტეტული ავტომობილებისა და ხელოვნების შედევრების შესაძენად. გთავაზობთ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული „შოპინგის” შედეგებს.

დონალდ ტრამპი

„მაიკროსოფტის” მეწილისგან, პოლ ალენისგან, დონალდ ტრამპმა 100 მილიონ დოლარად შეიძინა კერძო თვითმფრინავი – „ბოინგ-757“ და „ტიუნინგი” გაუკეთა. სავარძლის ქამრები ტრამპმა ოქროში ამოავლო და, სანტექნიკაც ოქროში ამოვლებული მოწყობილობებით გაალამაზა. თვითმფრინავი, ასევე, აღიჭურვა სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე ელექტონული მოწყობილობებით.

რიჩარდ ბრენსონი

ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა წყალქვეშა ნავი „ნეკერ ნიმფი” შეიძინა და მისი გაქირავება დაიწყო კვირაში 25 ათას დოლარად. ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია, რადგან, მსურველები ცოცხალ რიგში ეწერებიან, რომ დატკბენ 360-გრადუსიანი პანორამული ხედით წყლის ქვეშ.

ლარი ელისონი

„ორაკლის” მფლობელმა ლარი ელისონმა მალიბუში 20 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა შეიძინა, რომელიც აღჭურვილია აუზებით, ჩოგბურთის კორტებითა და ფუნიკულიორით, რომელიც ვილას ქვედა ეზოსთან აკავშირებს.

დევიდ კოხი

გლობალური დათბობის თემით გატაცებულმა ამერიკელმა მილიარდერმა დევიდ კოხმა შეიძინა საჰაერო ბურთი, რომელიც კურსირებს ამერიკის ტერიტორიაზე და კლიმატის ცვლილების შესახებ აწვდის ინფორმაციას მილიარდერის პრეს-სამსახურს.

პოლ ალენი

„მაიკროსოფტის” ერთ-ერთი მფლობელი, პოლ ალენი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავების კოლექციონერია. მის კოლექციაში უკვე 20-მდე ბომბდამშენი და ავიაგამანადგურებელია, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.

მაიკლ ვერეტი

ამერიკელი მილიონერი და კოლექციონერი მაიკლ ვერეტი შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების პირადი ნივთების კოლექციონერობით არის გატაცებული. მისი ერთ-ერთი ბოლო შენაძენია პოპ-მეფის – მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული წითელი ქურთუკი კლიპიდან „თრილერი”, რომელშიც ვერეტიმ 1,8 მილიონი დოლარი გადაიხადა აუქციონზე.

скачать dle 11.3