კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნელსონ მანდელა – „აპარტეიდთან” მებრძოლი აფრიკელი რაინდი

ლეგენდარული ნელსონ მანდელა 2013 წლის 5 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, თანამედროვეობის უდიდესი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იყო. ადამიანმა, რომელმაც 27 წელი გაატარა ციხეში სიმართლის გამო, სამუდამოდ შევიდა მსოფლიო ისტორიაში, როგორც „აპარტეიდთან” მებრძოლი რაინდი.

* ნელსონ მანდელა დინასტია ტემბუს წარმომადგენელია. იგი 1918 წლის 18 ივლისს დაიბადა სოფელ მვეზოში, ქალაქ უმტატისთან ახლოს. მისი დიდი ბაბუა (მამის მხრიდან) ტემბუს დინასტიის უფროსი იყო. მანდელას მამას ოთხი ცოლისგან 12 შვილი ჰყავდა. ნელსონი მესამე ცოლისგან დაიბადა და თავდაპირველად მამამ მას ჰოლილალი უწოდა, თუმცა, მოგვიანებით, სკოლაში მისულ მანდელას ინგლისური ენის  მასწავლებელმა ნელსონი დაარქვა. ბავშვობაში ნელსონი გატაცებული იყო სირბილითა და კრივით. ის ფორტ-ჰერის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ნელსონის თქმით, მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მაჰათმა განდიმ, რომელსაც ის თავის მასწავლებლად მიიჩნევს. ნელსონ მანდელას ჰქონდა მესამე სახელიც – მადიბა, რომლითაც მას მხოლოდ სამშობლოში იცნობდნენ. ეს სახელი აფრიკული ტომის – კოსას წევრებმა შეარქვეს.

* ნელსონ მანდელამ 27 წელი გაატარა ციხეში. ის 1964 წელს დააპატიმრეს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით და 27 წლიდან 17 წელი იგი ერთკაციან საკანში იჯდა. თავისი პატიმრობის დიდი პერიოდი მანდელამ კუნძულ რობენზე მდებარე ციხეში გაატარა, ხოლო უკანასკნელი წლები – პოლსმურის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და კეიპტაუნის „ვიქტორ ვერსტერის” ციხეში. მანდელას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. პატიმრობის პერიოდში მან დაუსწრებლად დაამთავრა სწავლა ლონდონის უნივერსიტეტში და მიიღო იურისტის ბაკალავრის დიპლომი. სამხრეთ აფრიკის მთავრობამ მანდელა 1990 წელს გაათავისუფლა.

* ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტია. ის 1994 წელს აირჩიეს პრეზიდენტად და თანამდებობას 1999 წლამდე იკავებდა, რის შემდეგაც საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან. პრეზიდენტობის პერიოდში მანდელამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმა გაატარა: მან შემოიღო უფასო სამედიცინო დახმარება 6 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის და გაატარა განათლების რეფორმა. 

* 2009 წლის 18 ივლისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე „ნელსონ მანდელას მსოფლიო დღედ“ გამოაცხადა. თარიღი სპეციალურად დაამთხვიეს მანდელას დაბადების დღეს. გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ნელსონ მანდელა გაეროს იდეალების სიმბოლო და კერპია.

* 1993 წელს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ნელსონ მანდელა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დარგში. იგი, ასევე, ფლობს აკადემიკოს ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიას – „თავისუფალი აზროვნებისთვის“. გარდა ამისა, ჟურნალ „ქრიეიტორ საინტესის” ვერსიით, ნელსონ მანდელა ყველა დროის მსოფლიოს 100 გენიოსის რიგებში ფიგურირებს. 

 

скачать dle 11.3