კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ შეიძლება, მიპასუხეთ, როგორ ვილოცოთ მათზე, ვინც, არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი?

პასუხი: ასეთ ადამიანზე, როგორც წმიდა მამები გადმოგვცემენ, უნდა ილოცოთ, როგორც ცოცხალზე, რადგან, უფლისთვის ყველა ცოცხალია.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ლოცვის დროს კეთილ საქმეებზე და ღვთივსულიერ აზრებზე შევაჩეროთ ფიქრი?

პასუხი: როდესაც ვლოცულობთ, უნდა შევეწინააღმდეგოთ არა მხოლოდ ამაო გულისთქმას, არამედ, ყოველგვარ აზრებს სულიერი და სასარგებლო საქმეების შესახებაც, რომლებიც უდროოდ გვესტუმრებიან. ამ დროს მხოლოდ ლოცვას უნდა ჩავუღრმავდეთ და ღვთივსულიერად განვაწყოთ თავი ლოცვის დასრულებამდე.

კითხვა: როდესაც გვსურს განსაკუთრებული მღვიძარების უნარის შეძენა, არსებობს თუ არა ამ დროს წასაკითხი ლოცვა ძილის წინააღმდეგ?

პასუხი: ასეთი ლოცვის საჭიროება არ არსებობს. ძილი ადამიანს ეძლევა სასიცოცხლო ძალების აღსადგენად, ხოლო, ორგანიზმის გადაძაბვას მივყავართ ჯანმრთელობის შერყევამდე, ნერვული სისტემის გამოფიტვამდე და თვით ფსიქიკურ დარღვევებამდე. ასე რომ, იყავით ზომიერი ყველაფერში.

კითხვა: მითხრეს, რომ, იმ დღეს, როდესაც ვეზიარებით, არ შეიძლება მუშაობა. მართალია თუ არა ეს?

პასუხი: შრომა და კეთილი საქმე არასდროს იკრძალება, მათ შორის, არც ზიარების დღეს. მაგრამ, იმ საქმიანობას, რომელიც შეიძლება გადადოთ, მაინცდამაინც დიდ დღესასწაულს ნუ დაამთხვევთ, ეს არასწორი იქნება. ეცადეთ, ასეთ დღეებში სასიცოცხლოდ აუცილებელი და გადაუდებელი საქმე გააკეთოთ.

скачать dle 11.3