კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

წმიდა მამები და მტაცებელი ცხოველები

წმიდა მამები და მტაცებელი ცხოველები
წმიდანები, უფალთან სიახლოვესთან ერთად, ბუნებისა და შემოქმედის ყველა ქმნილებას უახლოვდებოდნენ და მათთან სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდნენ. სწორედ ამიტომ ემორჩილებოდნენ ამ ადამიანებს მტაცებელი ცხოველებიც კი. წმიდანთა ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ამგვარი სასწაულები.
ღირს იოანე ზედაზნელს ხელმწიფება მტაცებელ ცხოველებზე ჰქონდა. ერთხელ მისი მოწაფე, დიაკონი ილია, წყაროზე წავიდა წყლის მოსატანად და დათვს გადაეყარა, რომელიც დასარწყულებლად წყაროსთან მისულიყო. დიაკონი დაფრთხა, წყლის ჭურჭელი იქვე დააგდო და წმიდა იოანესკენ გაიქცა. როცა შეშინებული მოწაფის ნაამბობი მოისმინა, ღირსი იოანე ზედაზნელი წყაროსთან მივიდა და უზარმაზარი დათვი ნახა, რომელიც წყალს დასწაფებოდა. ღირსმა მამამ მორჩილად უთხრა დათვს: „დალიე, რაკი გწყურია და წადი აქედან; გიბრძანებ, ამიერიდან არც შენ და არც სხვამ შენი მოდგმიდან ადამიანებისთვის ზიანის მიყენება არ გაბედოს“. როდესაც დათვმა წმიდანის სიტყვები მოისმინა, თავი მორჩილად დახარა და წყაროს უმალ გაეცალა. იმ დღიდან ზედაზნის მთაზე არა მარტო დათვები, არამედ, სხვა მტაცებლებიც, ადამიანს არ ერჩიან და მის დანახვაზე გარბიან.
***
ღირსი სერაფიმე საროველის გვერდით ბევრს უნახავს უზარმაზარი დათვი, რომელსაც იგი თავისი ხელიდან აჭმევდა. ღამით მის სენაკთან ტყის მხეცები (დათვები, მგლები, მელიები, კურდღლები, ქვეწარმავლებიც კი – ხვლიკები და გველები) მიდიოდნენ. წმიდა მამა გადიოდა მათთან თავისი კალათით, რომელშიც ერთი კვირის სამყოფ პურის მარაგს ინახავდა ხოლმე და ცხოველებს უწილადებდა, მაგრამ, რამდენიც არ უნდა ამოეღო იმ კალათიდან პური, მაინც ყველას ჰყოფნიდა – უფალი სასწაულებრივად ამრავლებდა მას.
***
განდეგილი ბერი წმიდა ანდრია ტყეში ცხოვრობდა. მას ერთი ხარი ჰყავდა, რომელიც მიწის დამუშავებაში ეხმარებოდა. ხარი დათვმა დაუგლიჯა. მაშინ წმიდა მამამ ის დათვი ხარის ნაცვლად შეაბა უღელში და მიწას ამუშავებინებდა. წმიდა ანდრიას ბევრი სხვა გარეული მხეციც მოუშინაურებია.
***
ირლანდიელი ბერი წმიდა გალუსი მეშვიდე საუკუნეში ბოდენის ტბასთან მოსაგრეობდა. განდეგილ ბერთან ტყიდან დათვი გამოდიოდა, რომელსაც ის პურით უმასპინძლდებოდა. მადლობის ნიშნად დათვი ბერს ხის მორებით ქოხის აშენებაში დაეხმარა. ამ ქოხის ადგილას შემდეგ გაშენდა შვეიცარიის ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსი – სანტ-გალენის მონასტერი; ქალაქ სანტ-გალენის გერბზე კი დღემდე დათვია გამოსახული.
скачать dle 11.3