კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასწაული, რომელსაც ჰემატოლოგები ვერ ხსნიან

აი, უკვე რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ნეაპოლში ყოველწლიურად დიდებული სასწაული აღესრულება – წმიდა მღვდელმოწამე იანუარიუსის სისხლი ცოცხლდება და თხევად მდგომარეობაში გადადის. ეს 13 სექტემბერს, წმიდანის მოწამეობრივი აღსასრულის წლისთავზე ხდება; ასევე მეორდება მაისის პირველ კვირა დღეს, ზოგჯერ 16 დეკემბერს და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში.

ეს სასწაული თანამედროვე მეცნიერებასა და ფიზიკის ძირითად კანონებს ეწინააღმდეგება: მეოთხე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის გამშრალი სისხლი მოულოდნელად თხევადი ხდება, ყველას თვალწინ ეცვლება ფერი, წონა და მოცულობა. ეს საოცარი მოვლენა ტემპერატურისგან დამოუკიდებლად (ის ტაძარში 5-6-დან 30-32 გრადუსამდე მერყეობს) მიმდინარეობს. ყოფილა შემთხვევები, რომ რელიქვარიუმის გახსნისას სისხლი უკვე თხევად მდგომარეობაში აღმოუჩენიათ. მაგრამ, ისიც მომხდარა, რომ სისხლი, მიუხედავად მისდამი აღვლენილი უდიდესი ლოცვა-ვედრებისა, გაყინულ მდგომარეობაში დარჩენილა. მაგალითად, ასე მოხდა 1976 წელს, როდესაც სიწმიდე 8 დღის განმავლობაში იყო გამობრძანებული და სასწაულს ამაოდ ელოდნენ.

მეცნიერებისთვის აუხსნელია სისხლის მოცულობის ცვლილება, რომელიც განთხევადებისას ხან მთელ ჭურჭელს ავსებს, ხან კი, პირიქით, ძალიან მცირდება. იცვლება სისხლის ფერი, ასევე, ცვლილებას განიცდის წონაც. ფიზიკის კანონებს სრულებით ეწინააღმდეგება სისხლის თხევად მდგომარეობაში გადასვლის დროის ხანგრძლივობა. ზოგჯერ ეს მყისიერად ხდება, ზოგჯერ რამდენიმე წუთი, ხან კი მთელი დღე გრძელდება. ანალოგიურად მიმდინარეობს ხელახალი გაყინვის პროცესი.

ფიზიკოსები და ჰემატოლოგები აღიარებენ, რომ, შეუძლებელია, მეცნიერულად აიხსნას ჩვიდმეტი საუკუნის მანძილზე სისხლის მორფოლოგიური ცვლილების გარეშე შენარჩუნება, მოცულობისა და წონის მოულოდნელი ცვლა, თხევად მდგომარეობაში გადასვლა და საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. თანამდეროვე მეცნიერებას არ შეუძლია, მოგვცეს განმარტება ამ იდუმალი მოვლენის შესახებ. ყველა მცდელობამ, რომ იგივე პროცესი ლაბორატორიულად, ხელოვნურად ეწარმოებინათ, კრახი განიცადა. სპექტოგრაფიულმა ანალიზმა დაამტკიცა, რომ უეჭველად საქმე გვაქვს ადამიანის ჩვეულებრივ არტერიულ სისხლთან რაიმე ქიმიური ნივთიერებების დამატების გარეშე. ის ჰიპოთეზა, რომ შუა საუკუნეებში სისხლს რაიმე ნივთიერება შეურიეს, სრულიად გაქარწყლდა, ვინაიდან არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ ჭურჭელი მეოთხე საუკუნეშია დაბეჭდილი და გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ მას დავამტვრევთ. იტალიელი მეცნიერი გასტონე ლამბერტინი მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად მივიდა დასკვნამდე: „ენერგიის შენახვის კანონი, პრინციპები, რომლებიც ჰელირებასა და კოლოიდების ხსნადობას მართავს; ორგანული კოლოიდების დაბერების თეორია, პლაზმის გამყარების ბიოლოგიური ექსპერიმენტები –  ეს ყოველივე ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება უპირისპირდება ბუნების ყოველ კანონსა და ყოველგვარ ახსნას, რომელიც ზებუნებრივ მოვლენებს არ აღიარებს. წმიდა იანუარიუსის სისხლი – ესაა ცოცხალი და პულსირებული სითხე... მარადიული სიცოცხლისა და აღდგომის ნიშანი“. წმიდა იანუარიუსის სისხლი არ ემორჩილება ბუნების ჩვეულებრივ კანონებს, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, ის უკვე დიდი ხნის წინ გაშრებოდა და ნაცარტუტად იქცეოდა.

რელიკვია განისვენებს კაპელაში, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში აშენდა წმიდანისადმი მადლიერების ნიშნად, ვინაიდან, მან 1526 წელს ქალაქი შავი ჭირისგან იხსნა. რელიკვარიუმის დაჯავშნილ კარადაში ინახება ორი ჭურჭელი: ერთი მათგანი უფრო დიდი ზომისაა და ორი მესამედი ნაწილი სისხლით არის სავსე. უფრო მომცრო ზომის ჭურჭელში სისხლიც ცოტაა. ორივე ჭურჭელი მჭიდროდ არის დაბეჭდილი მყარი მასტიკით, რომელიც აგერ უკვე 16 საკუნეს ითვლის. ჭურჭელი ვერ იხსნება, ამიტომ, ყველა მეცნიერული გამოკვლევის წარმოება მხოლოდ სპექტრული ანალიზის მეთოდით იქნა შესაძლებელი.

წმიდა იანუარიუსი პოცუოლიში 305 წელს მოწამეობრივად აღესრულა. იგი ბენვენტის ეპისკოპოსი იყო. დაიბადა დაახლოებით 275 წელს. ქრისტიანთა დევნის დროს, იმპერატორ დიოკლეტიანეს პერიოდში (234-313 წლები), დიაკონი სესიუსი დააპატიმრეს. ეპისკოპოსი იანუარიუსი შეეწინააღმდეგა ამ უსამართლობას, რის გამოც ნაცვალმა დრაკონციუსმა მას სიკვდილი მიუსაჯა. 305 წლის 13 სექტემბერს წმიდანს თავი მოჰკვეთეს. მოწამეობრივი აღსასრულის ჟამს ერთმა ქრისტიანმა მისი სისხლი იმ ჭურჭელში შეაგროვა, რომელიც დღეს ნეაპოლის საკათედრო ტაძარში ინახება.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იანუარიუსის ხსენებას ძველი სტილით 21 აპრილს (ახალი სტილით 4 მაისს) აღნიშნავს.

скачать dle 11.3