კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეგუება შეყვარებულის პარიზში რამდენიმეთვიან გამგზავრებებს ბაჩო კოლელიშვილი და როდის ნერვიულობს მის გამო სააგენტო „ფორდის“ მოდელი ეთუნა ვაშაკიძე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეთუნა ვაშაკიძე საქართველოში ერთ-ერთი ძალიან წარმატებული და პროფესიონალი მოდელია, რომლის პოდიუმზე გამოსვლა, არავის ტოვებს გულგრილს. მისი სამოდელო კარიერა უკვე პარიზში, სამოდელო სააგენტო „ფორდში“ გაგრძელდა. ცოტა ხნის წინ კი, ეთუნას ფოტოები ცნობილ გამოცემა „მარიე ჩლაირეში” დაიბეჭდა. 

 

ეთუნა ვაშაკიძე: მოდელობა ჩემთვის ნამდვილად არ არის ჰობი. ეს ჩემი საყვარელი საქმეა. ძალიან მიყვარს – ეს არის ერთგვარი რელაქსაცია, განტვირთვა, რომ მერე, სიამოვნება მივიღო. ძალიან მიყვარს გადაღების პროცესი, პოდიუმზე გამოსვლაც, მაგრამ ჩვენებას ფოტოს გადაღება მირჩევნია – ხანგრძლივი და საინტერესოა. 15 წლის ასაკში სერიოზულად დავიწყე მოდელობა, თუმცა მაინცდამაინც არ მინდოდა. ერთ დღესაც თურქეთში, შემთხვევით გავიცანი ჯიჯი, რომელმაც შემომთავაზა, ჩემთან მოდი სააგენტოშიო. დედამ მირჩია: მიდი, სიარულს ისწავლი, მაკიაჟის გაკეთებასო.  მივედი, მერე შევრჩი და შევრჩი. 

– მაშინ ალბათ, არც ფიქრობდი, რომ ამ სფეროში ასეთ წარმატებას მიაღწევდი. 

– ცხოვრებაში ასეთი რაღაცეებზე არ ვფიქრობ და არც ვიბრძვი. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ სულ მიმართლებს. ამის გამო კი გავზარმაცდი და არაფერს ვაკეთებ. თუმცა, ეს ხელს მიშლის. 

– როგორ აღმოჩნდი პარიზში, ერთ-ერთ ცნობილ სააგენტო, „ფორდიში“? 

– ჩვეულებრივ, შევედი ინტერნეტში და რამდენიმე სააგენტოში გავაგზავნე ჩემი ფოტოებო. ესეც დედაჩემის დამსახურება იყო, რამდენჯერმე მითხრა: გააგზავნე, იქნებ გაგიმართლოსო. თუმცა, არ მჯეროდა, ვფიქრობდი, არავინ ნახავდა და წაიკითხავდა. მაგრამ, ყველაფერი სხვანაირად მოხდა, სააგენტო „ფორდიდან” დამეკონტაქტნენ. ისე აქტიურობდნენ, რომ ცოტა ეჭვი შემეპარა, ამიტომ პარიზში ყველაფერი გადავამოწმეთ. დავრწმუნდით, რომ მართლაც „ფორდიდან” მოდიოდა მოწვევა, თუმცა დაახლოებით 6 თვე მიმდინარეოდა მოლაპარაკება. არ მაქვს ისეთი მკაცრი კონტრაქტი, რომ მეკრძალებოდეს რაღაცეები. ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, უბრალოდ, უნდა შევათანხმო. უვადო კონტრაქტი მაქვს და ავტომატურად გრძელდება, ჩვეულებრივ „ფორდის” მოდელი ვარ და მათ საიტზეც დევს ჩემი ფოტოები. 12 აგენტი მყავს, მაგრამ ჩემი პირადი აგენტი რუსია. სააგენტოში მეგობრულია სიტუაციაა, თუმცა  ეს ურთიერთობა სამუშაო საათების დამთავრებისთანავე მთავრდება. პარიზში ამ სფეროში დიდი კონკურენციაა, ბევრი ლამაზი გოგონაა. რომ მიდიხარ ქასთინგზე, ფიქრობ: ამირჩევენ თუ არა. ვიყავი სტელა მაკარტნისთან, კომ დე გარსონთან,  მაღაზიებში დავდიოდი და სულ ვფიქრობდი: ნეტავ, როგორი გოგონები იქნებიან. სასწაული სიგამხდრის მოდელები არიან პარიზში. ასეთი გამხდრები მე სხვაგან არ მინახავს. ამიტომ ვფიქრობდი: ამათ ფონზე, მე როგორ უნდა ამირჩიონ-მეთქი. მახსოვს, თბილისში ვიყავი ჩამოსული, როცა დამირეკეს და ყოველგვარი ქასთინგის გარეშე უნდა მემუშავა ჟურნალ „მარიე ჩლაირესთვის”. გადავფრინდი პარიზში, გადაღებაზე სამი გოგონა ვიყავით. ვიცოდი, რომ ერთი კაბა უნდა ჩამეცვა. ამიტომ, ძალიან მალე გამომიშვებდნენ. იტალიელი, ძალიან ცნობილი ფოტოგრაფია აკეთებდა ფოტოსესიას. იმდენად მოვეწონე, მითხრა: მინდა, მხოლოდ შენ გადაგიღო მთელ კოლექციაშიო. უფრო სწორად, ეს კოლექცია კი არ იყო, არამედ თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის: „შანელის“, „ჟივანშის“, „ვალენტინოს“, „ელი სააბის“, „დიორის“, „ვერსაჩეს“, „არმანის“ კოსტიუმს წარმოადგენდნენ. მოკლედ, ის ორი გოგო გაუშვა, მხოლოდ მე დამტოვა. ეს ჩემთვის ცოტა რთული მომენტი იყო, მაგრამ მითხრა: ასეთი რამ ჩვენს სფეროში სულ ხდება, ამიტომ სანერვიულო არაფერიაო. ძალიან საინტერესო გადაღება იყო, თან ჩემს სკამზე დამხვდა წარწერა: ეთუნა, „სელებრითებს” რომ აქვთ ხოლმე. 

– ალბათ, ყველაზე მეტად შენი განსხვავებული, სახასიათო გარეგნობა მოსწონთ. 

– უყვართ სლავური ტიპის გოგონები, მაგრამ ისინი უფრო ჩვენებისთვის სჭირდებათ. ფოტოგადაღებისთვის კი საინტერესო გარეგნობის, განსხვავებული, სახასიათო ტიპაჟები მოსწონთ და ამას სულ ეძებენ. ჩემი მენეჯერი მეუბნება, ძალიან განსხვავებული სახე გაქვსო. იქ არავის სჯერა, რომ საქართველოდან ვარ. ბევრს ბრაზილიელი ვგონივარ, ალბათ, უფრო ფორმების გამო. 

– რამე შეცვალეს შენს გარეგნობაში, თუნდაც თმის ფერი? 

– წარბზე მითხრეს, ხელი არ მოკიდო, არ დაიწვრილოო. იმდენად მიყვარს ჩემი თმა, შეჭრა, შეღებვა ჩემთვის ყველანაირად მიუღებელია. რომ ჩავედი, ძალიან გრძელი თმა მქონდა, იქ კი ყველას კარეს ჭრიდნენ. მითხრეს: თმა უნდა შეგჭრათო, მე კი ვუთხარი: ბილეთი ამიღეთ, უკან მივდივარ, თმას არ შევიჭრი-მეთქი. ერთი კვირა მეხვეწებოდნენ, ოდნავ მაინც შეიჭერიო. ბოლოს მთხოვეს: ოდნავ შეითხელე, რადგან ძალიან სქელი თმა გაქვს და გადაღებების დროს შენს ვარცხნილობაზე დროს არავინ დახარჯავსო. მარტო წავედი საპარიკმახარეოში და სტილისტს იმდენი ველაპარაკე, გადაიფიქრა, მხოლოდ ბოლოჭამიები მომაჭრა, დამვარცხნა და ასე მივედი სააგენტოში. ისინიც მიხვდნენ, რომ ხვეწნა-მუდარას აზრი არ ჰქონდა და თავი დამანებეს. ახლა, რომ ჩავალ, ისევ მექნება გადაღებები და უკვე სერიოზულად ვემზადები მარტის პარიზის „ფეშენ-ვიქისთვის“. წინა კვირასაც ვიარე ქასთინგებზე. იქ ასეთი წესია: ჯერ უნდა გაგიცნონ და მომავალ წელს არის შანსი, რომ აგიყვანონ. მაგალითად „სელინის” ქასთინგზე ბოლომდე გავედი და ბოლოს მითხრეს: უკვე გაგიცანით და მომავალ წელს რომ მოხვალ, უკვე გვეცოდინება შენს შესახებო. ის, რომ ასეთ ბრენდებთან გაქვს ურთიერთობა, სააგენტო „ფორდის” მოდელად მიიჩნევი, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ, მე ასეთ რაღაცეებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. მახსოვს, მოდელობა რომ დავიწყე, მაშინვე მოვხდი ცნობილი ქართული გამოცემების გარეკანზე და ეს უკვე დიდი წარმატება იყო. ერთ-ერთი გადაღებისთვის მე და ჯიჯი რამდენიმე დღე სააგენტოში ვცხოვრობდით, სულ საღებავებში ვიყავით ამოსვრილები. ჯიჯის და მიკეთებს ხოლმე მაკიაჟს და „რკინის მოდელს” მეძახის, რადგან არასდროს ვიღებ ხმას – არ ვწუწუნებ, ბოლომდე ვითმენ. 

– შენ და ბაჩო კოლელიშვილი თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული, სასიამოვნო წყვილი ხართ. როგორ ეგუება ბაჩო პარიზში შენს რამდენიმეთვიან გამგზავრებებს?

– არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ახლაც ცოტა დიდი პაუზა გამომივიდა და სულ მეუბნება, უნდა წახვიდე, ივარჯიშო, ფორმაში იყო, წარმატებას უნდა მიაღწიოო. შეზღუდვები, აკრძალვები არ იცის: ეს არ ჩაიცვა, აქ არ წახვიდე, ჩვენებაში არ გამოხვიდე და ასე შემდეგ.

– მახსოვს, ბაჩო ერთხელ ბიჭოლას ჩვენებაზე გამოვიდა. 

– ერთხელ იყო ბიჭოლას ჩვენებაზე და ამას მეგობრული ჩვენება დავარქვით. ჩემი ძმაც გამოდიოდა, სახალისო იყო. მაშინ გავიცანით მე და ბაჩომ ერთმანეთი და იმის მერე ერთად ვართ. ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე განვითარდა – ისე, რომ პრანჭვისა და პაემნების ეტაპიც არ გვქონია, უკვე 5 წელია, ერთად ვართ. რაგბი ადრეც მიყვარდა, მაგრამ ახლა ძალიან შემიყვარდა. „ლელოს“ არც ერთი თამაში არ გამიცდენია, თუ გასვლები არ აქვთ. თამაშზე წასასვლელად ისე ვემზადები, თითქოს თეატრში მივდივარ. ოღონდ ძალიან ვნერვიულობ, მეშინია, არაფერი მოუვიდეს. თუ დავინახავ, დაღლილი სახე აქვს, ისე ვნერვიულობ, შეიძლება, სტადიონზე ჩავიდე. ბაჩოს ოჯახსაც ვიცნობ, ძალიან უშუალო ადამიანები არიან. ნათიასთან და ზაზასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც ბაჩოს და-ძმასთან. ვმეგობრობ მათთან. ყველა მეკითხება: როდის ვაპირებთ ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანას. ჯერჯერობით არაფერი გადაგვიწყვეტია. მე ჩემი გეგმები მაქვს, იმას – თავისი. როცა ჩვენს გეგმებს ამოვწურავთ, მერე ვნახოთ. 

 

скачать dle 11.3