კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „აღმოაჩინა“ ტყუპისცალი ძმა ონისე ონიანმა და რატომ ემუქრებოდა მას ლევან წულაძე სახლის გადაწვით

მსახიობი ონისე ონიანის გვერდით ადამიანს დარდი და ტკივილი გავიწყდება. მისი აქტიური და იუმორით სავსე ნატურა, არ გაძლევს უფლებას, იფიქრო ცუდზე და მასთან ურთიერთობისას პოზიტივით ივსები. ერთი სიტყვით, მას არც დალხენილი ცხოვრება ჰქონია და არც გასაჭირი მოჰკლებია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი ყველაზე დიდი სიმდიდრე მეგობრებია, რაშიც ნამდვილად გაუმართლა და, ასევე, ხასიათი, რომელიც მას დაბადებიდან დაჰყვა.

 

ონისე ონიანი: ბავშვობაში კოსმონავტობაზე არასდროს მიოცნებია, თუმცა, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მსახიობი გავხდებოდი. ჩემს ოჯახში, არავინ ყოფილა ამ სფეროს წარმომადგენელი. მერვე კლასში ვიყავი, როცა მომინდა მსახიობობა და ამაში დიდი წვლილი ჩემმა მეზობელმა ითამაშა. მე, როგორც იცით, ქუთაისში გავიზარდე. იქ დავამთავრე სკოლა და ვცხოვრობდი მსახიობების კორპუსში. ჩემი მეზობელი გახლდათ ქუთაისის თეატრის წამყვანი მსახიობი, უნიჭიერესი კაცი, ბატონი ანზორ ხერხაძე. მის ალბომებს ხშირად ვათვალიერებდი და ძალიან მომწონდა სპექტაკლებზე გადაღებული ფოტოები. ვფიქრობდი, მსახიობს როგორი მრავალფეროვანი და სხვანაირი სამყარო აქვს-მეთქი. სხვათა შორის, მე სულ ვამბობ, ზოგ ადამიანს ერთი ცხოვრება აქვს, ზოგს – ორი, ხოლო მსახიობს ბევრი-მეთქი. მე როგორც ჩემი ოჯახი მიყვარს, ისე მიყვარს თეატრი. როგორც წყალი და ჰაერი მჭირდება, ისე მჭირდება სცენა. ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ამიტომ, მე ვამბობ, რომ ბევრი ცხოვრება მაქვს, რომელიც მაინც არ მყოფნის (იცინის). სცენა ის ადგილია, სადაც სულიერად ვმშვიდდები და მიყვარს ყოფნა.

– თუმცა, სცენამდე, საკმაოდ რთული გზა გამოიარე და თუ არ ვცდები, გარეგნობის გამო, სამსახურში აყვანაზეც უარს გეუბნებოდნენ. ასეა?

– ზუსტად ასეა. ძალიან ადრე, 19 წლისას გამითეთრდა თმა. ეს იყო ოთხმოცდაათიანი წლები, როცა ისეთი გაჭირვება იყო, რომ მოყოლაც არ ღირს. ჩემს ოჯახსაც ისევე უჭირდა, როგორც ყველა დანარჩენს. ვიფიქრე, 24 წლის ვარ, პასუხიმგებლობის გრძნობა მაქვს, გამოსავალს ვიპოვი, არ ვითაკილებ სამსახურს, ოღონდ სისუფთავე იყოს-მეთქი. მართალია, მაშინ უკვე ვიყავი მსახიობი, მაგრამ ისეთი მცირე ანაზღაურება მქონდა, რაში მეყოფოდა ის ფული? თან, უკვე საკუთარი ოჯახი მქონდა. მოკლედ, მივედი ერთ-ერთ რესტორანში და ვთხოვე, ბარმენად მამუშავეთ-მეთქი. ამათვალიერ-ჩამათვალიერეს და უარი მტკიცეს. მივხვდი, ამის მიზეზი ჭაღარა იყო (იცინის). სიმპათიური, ლამაზი და ახალგაზრდა ბიჭები უნდოდათ და მე იქ ვინ მიმიღებდა? (იცინის) თქვენ წარმოიდგინეთ, ამას მივხვდი, მაგრამ არ მწყენია. უბრალოდ, გული დამწყვდა იმაზე, რომ დამატებით ფულს ვერ ვიშოვიდი. მეგობრები რომ მხვდებოდნენ, იცინოდნენ, შენ რომ გიყურებთ თავი ბებერი გვგონიაო (იცინის). მერე, ელიავას ბაზრობაზე მივედი და იქ დავიწყე მუშაობა, საბურავებს ვყიდდი. არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა არ მეთაკილება. ის დრო რომ მახსენდება, ახლაც მბურძგლავს. ეს იყო ჩემი გაწელილი და რთული ცხოვრება, რომელიც, მადლობა ღმერთს, დასრულდა და ახლა მხოლოდ მოგონებაა. დილის შვიდ საათზე მივდიოდი ბაზრობაზე, ვყიდდი საბურავებს, მერე თეატრში მოვდიოდი, რეპეტიციაზე. შემდეგ ისევ უკან ვბუნდებოდი ბაზრობაზე და საღამოს სპექტაკლს ვთამაშობდი. აი, ეს იყო ჩემი ყოველდღიური რეჟიმი. დღესაც, ელიავას ბაზრობაზე რომ მივდივარ, დიდი ოვაციებით მხვდებიან ჩემი ძველი თანამშრომლები. გეტყვით იმასაც, რომ მე გზა უცხოეთისკენ ხსნილი მაქვს, მაგრამ არც არასდროს მიფიქრია იქ წასვლა. მე აქ მინდა ყოფნა, მუშაობა და დახარჯვა. მიყვარს ჩემი მშობლიური ჰაერი, მთა და ბარი და ამას არაფერში გავცვლი. სხვათა შორის, მე იღბლიანი ვარ, რადგან გამიმართლა ადამიანებში და ზოგადად, მეგობრებში. რომ არა ისინი, ალბათ, დავიკარგებოდი. 

– ვიცი, რომ ძალიან ბევრი მეგობარი გყავს, რომლებიც უსიტყვოდ გენდობიან და ხშირად ატარებენ დროს შენს გვერდით. ყოველ წელს, დაბადების დღეს, მართლა ლევან წულაძე და მანანა კოზაკოვა გიხდიან?

– მეგობრებში გამიმართლა და ყველა ჩემი მეგობარი, დედმამიშვილივით მიყვარს. ვგიჟდები მათზე. უფრო სწორად, ასე ვიტყვი: მანანა კოზაკოვა და ჭოლა ჩემი დედ-მამა არიან, დანარჩენი მეგობრები კი – და-ძმა (იცინის). ექვსი თვე მეუღლესთან, შვილებთან და ძაღლთან ერთად, ჭოლას და მანანას სახლში ვცხოვრობდი. მერე ჩემს გარემონტებულ სახლში რომ გადავედი, ჭოლა მოვარდა და მითხრა, ათი დღე დაგაცლი, ისიამოვნე, დატკბი შენი ახალი რემონტით, მერე ნავთს მივასხამ, ცეცხლს მივცემ, გადავწვავ აქაურობას და ისევ ჩემთან წაგიყვანო (იცინის). მანანა კი მეუბნებოდა, შენი ცოლი ჩვენი ქალიშვილია, შენ კი სიძე ხარ, ოღონდ კარგი სიძეო (იცინის). რაც შეეხება დაბადების დღეს, მართლა მანანა და ჭოლა მიხდიან ყოველ წელს. გაშლიან სუფრას და რამდენი სტუმარიც არ უნდა მივაყენო, წარბს არ შეიხრიან. საოცრად კეთილი და თბილი ხალხია. მართლა კარგ დედმამობას მიწევენ (იცინის). თან, 27 აგვისტოს ვარ დაბადებული და სულ ხუმრობენ ჩემი მეგობრები, ერთი დღეც დაგეცადა და მარიამი გერქმეოდაო (იცინის). მინდა, ჩემს მეგობრებს ყველა ოცნება ავუსრულო. ნეტავ, ამის შესრულება შემეძლოს. აი, მე და ზურა ბერიკაშვილი, ისეთი მეგობრები ვართ, რომ ამას უკვე დედმამიშვილობაც აღარ ჰქვია. 27 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი და ვამბობ ხოლმე, ის ჩემი ტყუპისცალია-მეთქი. მაგრამ, ერთხელ ისე გამაბრაზა გერმანიაში, რომ შუაგული ევროპიდან „გამოვაბარგე”. სასტუმროში დააგვიანა და გამოვასახლე ნომრიდან. ჯერ ტანსაცმელი გამოვულაგე გარეთ და მერე სასტუმროს ავეჯიც მივაყოლე. ასე გამოვისტუმრე ნომრიდან, ჩემი ტყუპისცალი ძმა, ბატონი ზურიკო. ასე რომ, ხანდახან გაბრაზებაც ვიცი, მაგრამ ეს დროებითია და შემდეგ სასაცილოდ გასახსენებელი.

 

скачать dle 11.3