კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით მოხიბლეს ქართველმა ქალებმა რეპერი ქულიო და რატომ მოითხოვა მან თბილისში ჩამოსვლამდე თაფლი და ქართული ყველის ასორტი

არტის ლეონ აივი უმცროსი – ეს სახელი, შეიძლება, ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ, მისი დანახვისთანავე მიხვდებით, რომ საუბარია ცნობილ ამერიკელ რეპერზე – ქულიოზე. ის 1963 წლის 1 აგვისტოს კომპტონში (კალიფორნიაში) დაიბადა. ჩვენი რესპონდენტი ცნობილი 1994 წლიდან გახდა. დღესდღეობით ქულიო ერთ-ერთ წარმატებულ რეპ-შემსრულებლად ითვლება და, მიუხედავად ასაკისა, ის კვლავ პოპულარული შემსრულებელია. ამიტომაც, ხშირად აქვს დაგეგმილი საკონცერტო ტურები. ამჯერად ის საქართველოს ეწვია, სადაც კონცერტი ბოლოს 10 წლის წინ გამართა. კლუბ „მოსკოვში” მისულმა მსმენელმა მოისმინა ქულიოს როგორც ძველი, ასევე, მათთვის უცნობი სიმღერები. რეპის მოყვარულები ქულიოსთან ერთად გვიანობამდე ერთობოდნენ – მისი მოსმენის საშუალება ღამის 4 საათამდე ჰქონდათ. დილის 6 საათზე კი ჩვენმა რესპონდენტმა საქართველო დატოვა და კეთილი სურვილებითა და დიდი შთაბეჭდილებებით დაგვემშვიდობა მომავალ შეხვედრამდე.    

 

– საქართველოში უკვე მესამედ ჩამოხვედით. ბოლოს, 10 წლის წინ გამართეთ თბილისში კონცერტი.

– მართალია, ძალიან დაკავებული ვარ და გადატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ, მაგრამ, დიდი სიამოვნებით მივიღე წინადადება და ჩამოვედი საქართველოში. დიახ, კონცერტი თბილისში 10 წლის წინ გავმართე და ქართველ მსმენელთან შესახვედრად კვლავ ჩამოვედი. მომწონს თბილისი, უფრო გაფერადებული და გალამაზებული დამხვდა. თქვენთან უკვე ნამდვილი საშობაო განწყობა იგრძნობა. წინა ჩამოსვლაზე ძალიან ცოტა დრო მქონდა და, სამწუხაროდ, ქალაქი, ფაქტობრივად, ვერ დავათვალიერე, მაგრამ, ახლა შევეცდები, ვისარგებლო ჩემი ვიზიტით და თბილისში გავისეირნო კიდეც. ისე, ერთის თქმა ახლავე შემიძლია: მართალია, თბილისი გაფერადებულია, მაგრამ, თვალში მომხვდა, რომ თქვენთან თითქმის ყველა შავ, ყავისფერ ან სხვა მუქი ფერის სამოსს ატარებს, რატომ – არ ვიცი. 

– ჩამოხვედით და თოვლიც ჩამოგვიტანეთ ქართველებს.

– ძალიან მიყვარს თოვლი, რადგან, სნოუბორდის დიდი მოყვარული ვარ. 

– ქართულ მუსიკას თუ იცნობთ და როგორია თქვენი შეფასება?

– როგორ არ ვიცნობ, ქართული მუსიკა ძალიან გემოვნებიანია. ქართველები კარგად გრძნობთ მას და კარგადაც გადმოსცემთ. ასევე, ძალიან კარგად უკრავთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე.

– კიდევ რა მოგწონთ ქართული?

–  ძალიან მომწონს ქართული ღვინო, რომელიც დაგემოვნებული მაქვს. ასევე, მომწონს, რა თქმა უნდა, ქართველი ქალები, რომლებიც ძალიან ლამაზები და ეფექტურები არიან. აქ იმდენი ლამაზი ქალი ვნახე, რომ სერიოზულად დავფიქრდი ცოლად ქართველი ქალის მოყვანაზე. მოკლედ, ქართველები ძალიან ლამაზები არიან და მიყვარს ისინი. ქართველებს ძალიან ლამაზი „გულები” გაქვთ.

– ანუ, ისევ არის შესაძლებელი, ამ ვიზიტის შემდეგ ქულიო კვლავ ვიხილოთ საქართველოში?

– შეუძლებელი არაფერია, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ. 

– ქართულ ტრადიციებზე თუ გსმენიათ რამე?

– ვიცი, რომ ტრადიციული ქვეყანაა საქართველო. გაქვთ ოჯახის კარგი შეგრძნება და ოჯახზე ხართ ფოკუსირებული. ქართველებისთვის, როგორც ვიცი, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ოჯახი – ამერიკელებისთვის. გაქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა ერთმანეთთან და სიამოვნებით ზრუნავთ ერთმანეთზე – ეს თქვენი კულტურის დამახასიათებელი ნიშანია.  

– სანამ ჩამოხვიდოდით, თქვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ თქვენთვის ყველის ასორტი და თაფლი დაეხვედრებინათ. ეს ყველაფერი კი კონცერტის მსვლელობის დროს გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად გინდოდათ.

– დიახ, მართალია. მე ძალიან მიყვარს ყველი და თაფლი და, ამიტომაც მქონდა ეს მოთხოვნა. 

– იმასაც ამბობენ, რომ ქულიოს თეთრი ქალები მოსწონსო.

– სიმართლე გითხრათ, მე ყველანაირი ქალი მომწონს და ამაში გასაკვირი, ალბათ, არც არაფერია.

– მრავალშვილიანი მამა ხართ, თუმცა, თქვენს შვილებს მხოლოდ მამა ჰყავთ საერთო. თქვენი შვილებიდან რომელიმე თუ მღერის?

– 7 შვილის მამა ვარ. მიყვარს ჩემი შვილები და მიხარია, რომ მყავს ისინი. რაც შეეხება მათ მუსიკალურ მონაცემებს, ბიჭებიდან სამი მღერის და, ასევე, კარგად უკრავენ გიტარაზე. მყავს გოგონაც, რომელიც მოდის სფეროში მოღვაწეობს და კარგად იცის თავისი საქმე. 

– ამჯერად ვისთან ერთად ხართ ჩამოსული?

– ჩემს მეგობართან, გუატსთან ერთად ჩამოვედი, რომელიც ძალიან ნიჭიერი ბიჭია და მასთან დუეტს ვმღერი. მჯერა, გუატსი ბევრს მიაღწევს და, მინდა, ამ ყველაფერში ჩემი წვლილიც შევიტანო. მასთან ერთად ტურნეში ხშირად დავდივარ. მას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. 

– ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ?

– ჩემი ბიძაშვილი არის ჩემი პარტნიორი და ჩვენ ერთად ვაკეთებთ ახალ პროექტს – ვწერთ ძველ საშობაო სიმღერას, რომელსაც მსმენელი მალე მოისმენს. 

– მსმენელი დიდი ინტერესით ელის დღევანდელ კონცერტს, ამიტომ, აღარ მოგაცდენთ (ინტერვიუ ჩაწერილია 12 დეკემბერს, – ავტორი), წარმატებას გისურვებთ!

– მადლობა. იმედი მაქვს, ქართველი მსმენელი კმაყოფილი დარჩება. 

 

скачать dle 11.3