კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება მსოფლიოში ნომერ პირველი ფრანგული „ალფას” ლეგიონერების „გესტაპოში” დეტალური დაკითხვა და რატომ აჭმევენ მათ სისხლიან ხორცს

თბილისში 90-იანი წლების დასაწყისში ტერორიზმსა და სამშობლოს ღალატში ბრალდებულ იგორ გიორგაძის სახელთან დაკავშირებული, სპეცდანიშნულების რაზმი, სახელწოდებით „ალფა”,  როგორც რუსული „ალფას” ანალოგი იმ პერიოდში გაჩნდა, როცა გიორგაძე თავდაცვის სამინისტროს კონტრდაზვერვის მთავარ სამმართველოს ედგა სათავეში. ქართულ „ალფას” რუსი გამოცდილი მებრძოლები და ინსტრუქტორები წვრთნიდნენ. ისინი ძალიან მკაცრი ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ, რომლებმაც პროფესიული მომზადება რუსეთში „კაგებეს“ აკადემიაში გაიარეს. გამოცდები  უმაღლეს დონეზე ჩააბარეს და უნივერსალური მებრძოლების სტატუსიც მიიღეს, რის შემდეგაც რუსებმა სერიოზული სამხედრო ტექნიკით უზრუნველყვეს. ყველა მნიშვნელოვანი და საიდუმლო ოპერაციის ჩატარებას, სწორედ ალფელებს ანდობდნენ, მაგრამ შემდეგ, როდესაც გიორგაძემ  მოსკოვს შეაფარა თავი, „ალფას” წევრები დააპატიმრეს. რუსულ სუკში გაწვრთნილი გიორგაძის გუნდი სამხედრო-საინჟინრო საქმის, დანაღმვა-განაღმვა-აფეთქების საუკეთესო სპეციალისტები, საუკეთესო მოიერიშეები და სნაიპერები იყვნენ. თუმცა, დღეს ჩვენ არც ქართულ და არც რუსულ „ალფაზე” არ ვისაუბრებთ, გაგაცნობთ მსოფლიოში ნომერ პირველ სამხედრო ლეგიონ „ალფას”. ჩვენი რესპონდენტი მხედრიონელი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილია. 

 

–  ქალბატონო დოდო, უპირველესად, გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველასთვის საინტერესო თემაზე, სხვა კომპეტენტური პირები ასე ღიად და საჯაროდ საუბარს ერიდებიან. გვიამბეთ როგორია ფრანგული ლეგიონი „ალფა”, რა პირობით იღებენ იქ და როგორია მათი მომზადების წესები, კვების რაციონი, მენიუ და ასე შემდეგ? 

– დავიწყოთ იქიდან, თუ რას წარმოადგენს ის. საფრანგეთის ლეგიონი „ალფა“ სამხედრო დანაყოფია, რომელიც საფრანგეთის სახმელეთო  არმიის ნაწილს წარმოადგენს. ლეგიონი შედგება სატანკო, ქვეითი, საგამნაღმველო  და სამეთაურო ერთეულებისგან. დღესდღეობით, ლეგიონის შემადგენლობაში შვიდი პოლკია.  უცხოური ლეგიონი შედგება 7 699 წევრისგან, აქედან – 413 ოფიცერი, 1 741 უნტერ-ოფიცერი და 5 545 რიგითია გაერთიანებული 11 პოლკში 136 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდანაც. ლეგიონერები  დისლოცირებული არიან ავღანეთში, კოტ–დივუარში, გაიანაში, ახალ კალედონიაში, მაიოტეში, რეიუნიონში, ანტილის კუნძულებზე... 

– რამდენადაც ვიცი, იქ მოხვედრა ყველა ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია, ვისაც სურვილი ექნება, მაგრამ ბუნებრივია, ლეგიონს თავისი სპეც-კრიტერიუმები აქვს, რის მიხედვითაც იღებენ სამსახურში. ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია, მჭიდრო კონტაქტებს არც კონტრაქტის შემდეგ წყვეტენ. მათ წვრთნიან ისე, რომ ერთმანეთს ყოველთვის მხარში ედგნენ და ენდობოდნენ. 

– კანდიდატებს არჩევენ მხოლოდ საფრანგეთში (განსახლება და კვება უფასოა). ჩასვლისთანავე შეკრების პუნქტში ახალწვეულებს ართმევენ ყველა დოკუმენტს და გასცემენ  კითხვარებს. კითხვარები დეტალურია და მათ შორის ისეთ ინფორმაციას მოიცავს, რომელიც თვალის ფერისა  და კბილების მდგომარეობას შეეხება. გარდა ამისა,  ყურადღებით მოწმდება, არ იყოს ინფექციის ნიშნები. პირადი ნივთები, ფული თავსდება ტომრებში, უკეთდება წარწერა და ილუქება. უფლება აქვთ, იქონიონ  მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთები და საპარსი, ვისაც არ აქვს, ურიგებენ ერთჯერადებს. დღის წესრიგი შეკრების პუნქტზე ისეთივეა როგორც ლეგიონის დანარჩენ ქვედანაყოფებში: ადგომა – 05:00, საუზმე – 05:15, სადილი – 11:00 და ვახშამი – 17:00. ძილის წინ სავალდებულოა, შხაპის მიღება. დღე გაწერილია ისე, რომ მოიცავს მცირე საყოფაცხოვრებო სამუშაოებით, სამედიცინო გამოკვლევებს. პერიოდულად ხდება  შემეცნებითი ფილმების დემონსტრირება სხვადასხვა ენაზე, რომელიც მათი  სამსახურის გავლას ეხება. მხოლოდ, ამის შემდეგ, შემოწმებაგავლილ და შესაფერისი სამედიცინო მონაცემების მქონე კანდიდატებთან იდება წინასწარი კონტრაქტი. კონტრაქტის  დადების  შემდეგ, წვევამდელები იგზავნებიან ობანში მარსელის ახლოს. ობანში განლაგებულია უცხოური ლეგიონის  ერთი პოლკი. პოლკი არ არის საბრძოლო ნაწილი. ის ლეგიონის არაადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოა. ვარჯიშის დროს ცხადდება დღის წესრიგი. ვინც თავისუფალია ტესტებისგან, მიდის სამუშაოდ ოფიცრების სასადილოში, მაღაზიაში და ასე შემდეგ. კვების პრობლემა არ არსებობს. რაციონი საკმაოდ  მრავალფეროვანი და კალორიულია. საუზმე: კაკაო, ყავა რძით ან უბრალოდ რძე, ჩაი, ყველი, კარაქი, ჯემი, კრუასანი. სადილი: დაბეგვილი ღორის ხორცი (ნახევრად მოხარშული ან შემწვარი, ისე რომ სისხლიანი იყოს), გარნირად: ხამანწკები ან სხვა ზღვის პროდუქტი. დესერტი: პუდინგი, ბანანი, ფორთოხალი. სასმელები: მსუბუქი ღვინო ან უალკოჰოლო ლუდი, „პეპსი“ და მინერალური წყალი შეუზღუდავად. სანელებლები – მდოგვი, კეტჩუპი და სხვადასხვა წიწაკა, ასევე  შეუზღუდავად. ვახშამი შედგება იგივე პროდუქტებისგან. ტარდება სამწყობრო მომზადება  და  მეცადინეობა ფრანგულ ენაში. ამავე დროს  ხდება ვითარების გამკაცრება: არასწორი შებრუნებისთვის, თუ ბრძანება ვერ გაიგე და ასე შემდეგ. შეიძლება, მიიღო სასჯელი – ხანგრძლივი აზიდვები, ხშირ შემთხვევაში, ტალახში, სერჟანტის ფეხსაცმლის კეფაზე შემოწყობა ან სილა სახეში.

– და როგორია მათი კონტრაქტი? 

– პირველი კონტრაქტი ფორმდება 5 წლის ვადით. ლეგიონიდან გასვლის შემთხვევაში, „საკუთარი სურვილით” უკანვე დაბრუნდები. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულება მთლიანად უქმდება.  3 წლის უნაკლო სამსახურის შემდეგ, უცხოელ ლეგიონერს უფლება აქვს,  მოითხოვოს საფრანგეთის მოქალაქეობა. მაგრამ, ლეგიონერს, რომელსაც არ სურს საფრანგეთის მოქალაქეობა, უფლება აქვს, შეინარჩუნოს უცხოელი მოქალაქის სტატუსი და იცხოვროს საფრანგეთში მისი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგაც. ეს ეხება იმათაც, ვინც დაშავებული იყო  სამხედრო ოპერაციის ჩატარების დროს. ლეგიონის ტერიტორიაზე ყველა ახალწვეულის მოძრაობა ხორციელდება მხოლოდ პასუხისმგებელ პირთან ერთად, მარტო გადაადგილება მათ ეკრძალებათ, თანაც სიარული მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზეა შესაძლებელი. რაც შეეხება ანაზღაურებას, ხელფასი წოდების მიხედვით აქვთ, (ბუნებრივია, საკმაოდ მაღალი). ერიცხებათ ბონუსები და ბოლოს, 15-წლიანი სამსახურის შემდეგ, ყველა ლეგიონერს ენიშნება  პენსია  თვეში 1 000 ევროს ოდენობით.

– კიდევ რა ეკრძალებათ ლეგიონელებს? 

– კატეგორიულად ეკრძალებათ წერილის გაგზავნა ან დარეკვა სამშობლოში. ისინი გადიან საფრანგეთის არმიის ერთთვიან კურსს „კომანდოში,” ანუ ეროვნულ სასწავლო ცენტრში. მათი მომზადების ცენტრი ეკვატორულ ტყეებშია, სადაც ძირითადად, მუშავდება თვითგადარჩენის უნარი. სწავლება მიჰყავთ ლეგიონის ინსტრუქტორებს. მომზადების ბანაკში ერთთვიანი ყოფნის შემდეგ ლეგიონერები ბრუნდებიან კასტელნოდარში. აი, იქ უკვე  მომზადება რთულდება.  

– შერჩევის რა და რამდენი ეტაპია გასავლელი?  

– შერჩევა შედგება ექვს ეტაპად: სამედიცინო ტესტი, ფიზიკური ვარგისიანობის შემოწმება,  ლოგიკისა და ინტელექტის ფსიქოტესტი. ამას მოჰყვება სამი ინტერვიუ: სერჟანტ-რეკრუტერთან, „გესტაპოში” (უშიშროების სპეციალური სექცია) და ბოლოს,  ოფიცერთან. ყურადღებით შეისწავლიან ახალწვეულის მხედველობას და სმენას, როგორც უკვე აღვნიშნე კბილების მდგომარეობაც (უნდა ჰქონდეს კბილების მინიმუმ 80%),  ინიექციების კვალს, გულის მდგომარეობას და ასე შემდეგ. ტესტი ფიზიკურ ვარგისიანობაზე მოითხოვს 12 წუთში რაც შეიძლება დიდი მანძილის გარბენას. ფსიქოტესტი შეიცავს სხვადასხვა ამოცანას ლოგიკურ აზროვნებასა და ინტელექტზე.  „გესტაპოში”  ტარდება  ჯვარედინი დაკითხვა  მშობლიურ ენაზე ლეგიონის ორი ან სამი ოფიცრის მიერ, რომლებიც ცდილობენ, კანდიდატი ნებისმიერ შეუსაბამობებზე გამოიჭირონ. მთლიან ინფორმაციას, რაც კანდიდატისგან უფრო ადრე ეცნობა ლეგიონს, დეტალურად იკვლევენ. ამის შემდეგ, ტარდება საბოლოო გასაუბრება ოფიცერთან. საბოლოო  შერჩევისას კანდიდატი ან სახლში ბრუნდება ან ხდება რუჟი. ეს ნიშნავს სამხრეებზე დატანილ განიერ წითელ ნიშანს. მას გადაპარსავენ თავს და გადასცემენ საველე ფორმას. რუჟში მიღების შემდეგ, მიჰყავთ  ლეგიონის მუზეუმში, რომელიც მდებარეობს სასადილოს გვერდით, ლეგიონერების ძეგლებთან და პლაცთან. მუზეუმში წარმოდგენილია ლეგიონის  ისტორია, მისი საბრძოლო გზა და  ხდება ფორმების დემონსტრირება 1831 წლიდან მოყოლებული ჩვენს დრომდე. ერთ  კედელზე დიდი ჯვარი ანათებს, რომელზეც აღნიშნულია ყველა დაღუპული ლეგიონერის სახელი. მაგალითად: თავადი დიმიტრი ზედგინიძე-ამილახვარი (31 ოქტომბერი 1906 - 24 ოქტომბერი 1942), საფრანგეთის არმიის ოფიცერი, უცხოური ლეგიონის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც  1924-1926 წლებში სწავლობდა სენ-სირის სამხედრო სკოლაში, რის შემდეგაც ჩაირიცხა უცხოურ ლეგიონში. ის ლეგიონის ღირსების ორდენის კავალერია და პარიზის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელიც მიენიჭა.  

 

скачать dle 11.3