კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში გაუმართლა ნუცა ბუზალაძეს და რატომ იქნება „ერთი ერთში“ მის მიერ ბერას განსახიერება მადლობის გადახდა

ნუცა ბუზალაძე შოუს „ერთი ერთში“ ყველაზე პატარა და ნაკლებად ცნობილი მონაწილეა, რომლისთვისაც, თავისი მცირე ასაკითა და გამოცდილებით უფროს და სტაჟიან კონკურენტებთან ბრძოლა დიდი გამოწვევა იყო. GDS-ის ერთგულმა მაყურებელმა ნახა, რომ ნუცამ ყველაფერი გააკეთა ამა თუ იმ ნომრის საუკეთესოდ შესასრულებლად. გასულ ოთხშაბათს შესრულებული ტინა ტერნერით მან უმაღლესი ქულები დააგროვა – 16 წლის გოგონამ მართლა საუკეთესოდ შეძლო დივას განსახიერება და მისთვის დამახასიათებელი ენერგიის გადმოცემა. 

 

 – როგორ გრძნობ თავს?

– პირველად გავხდი ლიდერი შოუს განმავლობაში და, არ ვიცი, რა ვთქვა, უბედნიერესი ვარ. სადაც მივდივარ, ყველგან მილოცავენ; აქაც, ტელევიზიაში, ყველა მილოცავს. ამაყად დავდივარ, უბედნიერესი ვარ. ძალიან მაგარი გრძნობაა, როდესაც გაქებენ, გეუბნებიან, რომ ძალიან მაგარი იყავი. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი სტიმული მომცა. სულ ორი საკონკურსო ლაივი დარჩა და, შევეცდები, შემდეგ კონცერტებზეც თავი არ დავზოგო, მაქსიმალური გავაკეთო და ეს გამარჯვება გავიმეორო.

– ტინა ტერნერი თითქოს შენთვის იყო ზედგამოჭრილი.

– ვაიმე, დედას გეფიცები, მართლა არ მეგონა, თუ ტინა ტერნერზე ლიდერი გავხდებოდი. სხვა მომღერლებზე უფრო ვდებდი ფსონს, ვიდრე ამაზე. ლოტოტრონზე რომ ამომივიდა ტერნერი, ძალიან შემეშინდა, არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა. ტინა ტერნერი ყველაზე რთული მომღერალია მათ შორის, ვინც აქამდე განვასახიერე. სამაგიეროდ, ძალიან ბევრი ვიმუშავე; თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ ღამეებს ვათენებდი, უამრავი ვიდეო ვნახე, სარკესთან საათობით ვმუშაობდი. მოკლედ, როგორც ნანუკა ხუსკივაძე იტყოდა, კარგი სამუშაო ჩავატარე. 

– ნუცა, ამ შოუში მეტ-ნაკლებად, ყველა ცნობილი სახეა, შენ კი ამ პროექტით გამოჩნდი პირველად ეკრანზე. როგორ მოხვდი შოუში?

– ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, რომელიც ბევრს აინტერესებს და ახლა ყველას ერთად ვუპასუხებ: 14 წლის ვიყავი, როდესაც ინტერნეტით გამოცხადდა ქასთინგი – ბერა სტუდია-სკოლას ხსნის დამწყები მომღერლებისთვისო. ეს იყო მომღერლების სკოლა, სადაც მათ ვარსკვლავობისთვის ამზადებდნენ. ყველა მომღერალი რა მოსამზადებელ ეტაპებსაც გადის, იმას გავდიოდით ჩვენც: გვყავდა ვოკალის პედაგოგები, ვსწავლობდით სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას, ქორეოგრაფიას, მუსიკის ისტორიასა და თეორიას. ყოველდღე, როგორც სკოლაში, ისე დავდიოდით. გვასწავლიდნენ ყველაფერს, რაც მომღერალს სჭირდება. ამ სკოლაში მიღება მხოლოდ ერთხელ მოხდა. ინტერნეტში რომ წავიკითხე ეს ყველაფერი, მივხვდი, რომ ეს ჩემთვის ხდებოდა. საოცარი სიტუაცია იყო. პირველად რომ მივედი, დედაჩემთან ერთად ვიყავი. დაგველაპარაკნენ და აგვიხსნეს, რა და როგორ იქნებოდა, რა გეგმები ჰქონდათ. რომ გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით, სიხარულისგან ვიტირე. მართლა ძალიან მაგარი სკოლა იყო, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით და ვრეპეტიციობდით. 

– აქამდე რამე კონკურსში მიგიღია მონაწილეობა?

– კი მიმიღია, მაგრამ, ბევრგან არა. „ნიჭიერში“ მივიღე მონაწილეობა, ადრე კიდევ – „ანა-ბანაში,” როგორც ემიგრანტმა თურქეთიდან. რაღაც პერიოდი თურქეთში, დეიდასთან მომიწია ცხოვრება. საერთოდ, 8 წლიდან დავდივარ „მზიურში“ და ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. 

– ანუ, ბერას სტუდიიდან პირდაპირ მეგა-შოუში მოხვდი.

– დიახ და, ერთადერთი ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრება მადლობა უნდა  ვუთხრა, ეს ბერაა. რომ არა ის, ასეთ პროექტში მონაწილეობაზე ვერც ვიოცნებებდი. არ ვიცი, როგორ აგიწერო მის მიმართ ჩემი მადლიერება. მან ფსონი გააკეთა ჩემზე. 

– კი არ უნდა აღწერო მადლობა, მომავალ ოთხშაბათს უნდა განასახიერო.

– ვაიმე, კი, კი! ბერას მიმართ ჩემი სიყვარული აუცილებლად დამეხმარება იმაში, რომ ეს ადამიანი კარგად განვასახიერო. ამ კვირაში, გულწრფელად გეუბნებით, რაც ტინა ტერნერზე ვიმუშავე, ათჯერ მეტს ვიმუშავებ, რომ ყველას იმედები გავამართლო და, პირველ ყოვლისა – მისი. ასეთი საპასუხისმგებლო დავალება აქამდე ნამდვილად არ მქონია. ყველაზე საინტერესო, საპასუხისმგებლო და შესაშური ნომერი შემხვდა, თუკი ვინმეს ჰქონია ამ შოუში. გპირდებით, რომ მაგარი ნომერი იქნება.

– ბერა როგორი ხელმძღვანელი იყო?

– ის არ ყოფილა ამ სკოლის ხელმძღვანელი. ჩვენთან პედაგოგები მუშაობდნენ, ხელმძღვანელიც სხვა იყო. სკოლის შიდა საქმეებში ბერა არ ერეოდა, მაგრამ, ის ყველას გვიცნობდა, გვხვდებოდა ხოლმე.

– როგორია ურთიერთობაში?

– არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. იმდენად გაღმერთებული მყავს, რომ, მართლა არ ვიცი, როგორ აგიწეროთ. უბედნიერესი ვარ, რომ ასეთ ადამიანს შევხვდი და, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი მეგობარია. ეკლესიაშიც როცა შევდივარ, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მომცა შანსი, ასეთ ადამიანს ვიცნობდე და ვიყო მისი მეგობარი. მართლა უბედნიერესი ვარ.

– შოუს დასაწყისში არ შეგეშინდა ამ რისკზე წასვლა?

– კი, კი, როგორ არ შემეშინდა, მაგრამ, მანამდე უფრო მეშინოდა, სანამ შოუ დაიწყებოდა და სანამ ყველას გავიცნობდი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ადამიანები არიან, საოცარი გუნდია. ყველა მგულშემატკივრობს და, როგორც ყველაზე პატარა მონაწილეს, გვერდში მიდგანან და მამხნევებენ. ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. როდესაც გავიგე, ვინ იქნებოდნენ მონაწილეები, ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი ოჯახური სიტუაცია შეიქმნებოდა. უბედნიერესი ვარ ამ ადამიანების გაცნობით და მათთან ერთად მუშაობით.

– პროექტის გარდა, რით ხარ ამ ეტაპზე დაკავებული?

– საერთოდ არაფრით, მთლიანად პროექტზე ვარ გადართული და თავში მხოლოდ ეს მიტრიალებს, სხვაზე საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობ. მეგობრებს კარგად ესმით ჩემი, იციან, როგორც ვნერვიულობ. ლაივ-შოუზე ყველანი ჩემთან ერთად არიან, მამხნევებენ და გვერდში მიდგანან. 

– ხმა გამოვიდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი მონაწილე ხარ.

– გამოდის ასეთი ხმები?! (იცინის) რა მაგარია! დაუღალავად შემიძლია, ვიმუშაო, რომ კარგი შედეგი მივიღო. არასდროს მბეზრდება მუშაობა. 

 

скачать dle 11.3