კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვერგამოუმცხვრები

მიუხედავად ჩვენი თანადგომისა უკრაინელების მიმართ, რადგან ერთიც მგლისკენო, ფაქტია, რომ უკრაინული „ბერკუტი“ ჩვენს სპეცრაზმთან შედარებით ფრთიანი ანგელოზია, ან, იქნებ, უბრალოდ, მეტად პროფესიულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ასეა თუ ისე, თეთრი შურით შეგშურდებოდა,  რა ნაზად იქნევდნენ ხელკეტებს. მეტიც, მაგალითად, კიროვოგრადის სპეცდანიშნულების რაზმმა საერთოდაც უარი თქვა მაიდანის დარბევაზე – . სულ 220-მა სპეცრაზმელმა განაცხადა უარი კიევისკენ მიმავალ ავტობუსებში ასვლაზე.

მეორე მხრივ, ჯერ იყო და, კიევურმა ინტერნეტპროვაიდერებმა მოუწოდეს მაიდანთან მცხოვრებ მოსახლეობას, აეხსნათ „ვაი ფაის“ პაროლები, რომ აქციის მონაწილეებს ინტერნეტთან შეუზღუდავად ჰქონოდათ წვდომა, ოდნავ მოგვიანებით კი კიეველმა ტაქსისტებმა გადაწყვიტეს, რომ ევრომაიდნელებს, რომლებიც ევრომაიდნისკენ ან ევრომაიდნიდან მგზავრობენ, უფასოდ მოემსახურონ. ხოლო, რადგან ამ იდეას მხარდამჭერები უხვად გამოუჩნდნენ, ტაქსის მძღოლები მგზავრებს უფასოდ მთელი კიევის მასშტაბით ემსახურებიან. 

ამის პარალელურად, ევროპარლამენტში ევროდეპუტატებმა, მხარდაჭერის ნიშნად,  უკრაინის დროშები გაშალეს. თუ გავიხსენებთ, მსგავსი მხარდაჭერა ევროპარლამენტს ჩვენთვის მაშინაც კი არ გამოუჩენია, რფ-მ მიწაზე რომ დაგვადუღა (სხვათა შორის, სწორედაც რომ, დასავლური არჩევნისთვის), ჩნდება ეჭვი, რომ ობლის კვერი არც არასდროს გამოცხვება. თუმცა, თუ გასულ კვირას ბ-ნი მერაბიშვილის მიერ თავის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გავითვალისწინებთ, დღეს რომ 25 მაისი იყოს, კვლავ იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდიო, ზედაც, დავამატებდით, უკრაინელი ტაქსისტების აქციას, იქნებ, „ობოლი“, მაინცდამაინც, არც თვითონ უწყობს ხელს თავისი კვერის გამოცხობას?! – 

скачать dle 11.3