კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა“

„არა, ეს არ არის რიო, ეს გაცილებით უარესია“

 

მართალია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამშობლოში თითქმის აღარ გამოჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას უგანა,  მაგრამ, სამაგიეროდ, თავდავიწყებით გადაეშვა უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების მორევში. სხვათა შორის, ამასობაში კი დევიდ პეტერუსი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენითაც დააჯილდოვა (არ მკითხოთ, ეგ როგორო, რადგან არ ვიცი და არც ფანტაზია მყოფნის ამოსაცნობად). 

ხოლო, რაკი გადაეშვა, უკრაინულ ტელეარხებზეც გამოჩნდა და იქაურ საზოგადოებას პრობლემების გადაჭრის მისეული ხედვა და მეთოდებიც გააცნო, კერძოდ, ბრძანა, რომ  „ხელისუფლება ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, რომ მიტინგების დროს არ გამოიყენოს გადამეტებული ძალა (ჭეშმარიტად, გამოცდილება მაშინ მოდის, როცა ის აღარ გვჭირდება)“.  ზედაც, დაამატა, რომ ამ მიტინგებს (რომლის მონაწილეებს, თმის ბეწვი რაა, ისიც არ შერხევიათ), გადადგომით უპასუხა (საპრეზიდენტო ვადა ერთი წლით შევიმცირეო, მაგრამ, აბა, უკრაინელმა ჟურნალისტმა რა იცოდა, რომ, რეალურად, ერთი წლით გაიხანგრძლივა?!). ხოლო ნოემბრის შემდეგ გამართული საპროტეტსო აქციები შემდეგნაირად აღწერა: „… იყო კიდევ დიდი აქციები რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ თითი არ გაგვინძრევია და ისინი თვითონ დაიშალნენ, თუმცა, პარალელურად, ჩვენ ვმართავდით დიალოგს მათთან.“

რაკი ენას ძვალი არ აქვს, ხოლო, როგორც ჩანს, ჩემი კოლეგა უკრაინელები ტყემლის ხეზე სხედან ქართული პოლიტცხოვრების დეტალების ცოდნაში, მაიდანზე შეკრებილთა ნაწილმა ბ-ნი სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტად მოითხოვა (ეტყობა, სიტყვაზე ენდნენ). ვვარაუდობ, საწინააღმდეგო არაფერი გვექნება: „მოჟნო, ნო დენგი ვ პერიოდ“! 

скачать dle 11.3