კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰაერში დამდნობები

„ჩამოთოვა ისევ“

 

ფაქტია, რომ მთავრობა ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა, რადგან, როგორც კი ჩამოთოვა და წაყინა, გზებიც, ჩვეულებისამებრ, ჩაიხერგა და ელექტროენერგიაც ზედ მიჰყვა.

მართალია, ენერგეტიკის სამინისტრო გვამუნათებს, სტიქიის ბრალია და ადრეც ასე ხდებოდაო (რაშიც ვეთანხმებით), მაგრამ, თავის გასამართლებელ არგუმენტად მაინც ვერ ჩავუთვლით, რადგან, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ პრევენცია კვლავაც უცხო ხილია ჩვენს მმართველთათვის და პრობლემებზე კვლავაც ოპერატიულ რეაგირებას ამჯობინებენ, ძალისხმევის წინდაწინ, მათ ასაცილებლად დახარჯვის ნაცვლად. 

ხოლო, რაკი ცხოვრებას კონკურენციის განუმეორებელი ხიბლი ჰმატებს ჟინსა და სიხალისეს, განსაკუთრებით კი – პოლიტცხოვრებას, ჩახერგვა-უშუქობის ფაქტს ერთ დროს ამ ჩვენი დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელიც გამოეხმაურა.

სახელდობრ, ბ-ნმა სუბელიანმა შენიშნა: „თოვლს ჰაერშივე ვადნობდით და მიწაზე დაშვების უფლებას არ ვაძლევდით, არამცთუ იმის უფლებას, რომ რიკოთი ჩაეხერგა და გადაადგილება შეეფერხებინა (ჩემდა თავად, დავძენ – ჯიბიდანაც ისროდნენ).“  

მაგრამ, სამართლიანობის გამო, უნდა შევნიშნოთ, რომ ეს მთლად ბ-ნი სუბელიანის შეფასება არ არის, რამეთუ, განმარტავს: „რიკოთზე გაუწმენდავი გზით გამწარებულ მგზავრს უთქვამს ჩვენზე ასეთი რაღაც ახლახან.“

თუმცა პასაჟი აშკარად არასრულია: არა მხოლოდ ჰაერშივე ადნობდნენ, ცადაც ამაღლდებოდნენ, მზეებადაც გარდაისახებოდნენ (თუკი ღრუბელ-ღრუბელ არ იმალებოდნენ) და სიცოცხლის მიმნიჭებელ სითბოს უშურველად გასცემდნენ!

скачать dle 11.3