კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვიწყებთ მეორე განყოფილებას“

„ვეცი გახელებით, ყმას თუ მებატონეს“

 

 მაშინ, როდესაც ჩვენი დეპუტატების „ვეცი გახელებით, ყმას თუ მებატონეს ჩოხის ნახევები ხელში შევატოვე“ არ მოგვენელებინა,  მომხდარით დაკოდილ გულებზე მალამოდ მექსიკელი კანონმდებლები დაგვედნენ.

კერძოდ, გასულ კვირას, მექსიკაში, ზუსტად იმ დღეს, როდესაც დეპუტატები ჯაჭვლიანი და ბარამიძე შეიბნენ,  კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ენერგეტიკული ობიექტების შესყიდვის უფლებას აძლევს. თუმცა, მოვლენებმა კულმინაციას კანონის დამტკიცებამდე მიაღწია: ოპოზიციამ გამოსვლებითაც გააპროტესტა კანონპროექტის განხილვა და შეხლა-შემოხლითაც, ოღონდ, ამჯერად თავი ქალმა დეპუტატებმა გამოიდეს.

სახელდობრ, ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის წევრი ლანდი ბერსუნსა ოპონენტს, დემოკრატიულ-რევოლუციური პარტიის წევრ კარენ კიროხას წაჰკიდებია. მოჩხუბარი ქალბატონები, მართალია, ღვთის შეწევნით, გაუშველებიათ, თუმცა, ქ-ნ ბერსუნსას თვალი მაინც დაზიანებია.

მაგრამ, ვნებათაღელვა ამით არ ამოწურულა, ერთ-ერთი დეპუტატი (ამჯერად მამაკაცი), პროტესტის ნიშნად, ზედაც, გაშიშვლებულა (ერთი ისაა, ტრუსები დაუტოვებია). როგორც თავად განუმარტავს, ამ ჟესტით კოლეგებისთვის იმის დანახვება უცდია, თუ რა შეიძლება, გამოიწვიოს ენერგოობიექტების გასხვისებამ.

თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი ენერგოობიექტები კარგა ხანია, გასხვისებულია, მეორეც – მდედრობითი სქესის ჩვენებურ დეპუტატებს არასდროს უჩხუბიათ, როგორც ჩანს, წინ კიდევ მრავალი სანახაობა გველის (სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას)! 

 

скачать dle 11.3