კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინელი ბიჭის თვალით დანახული ქართული აღზრდის მეთოდები

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად. ამ წერილში ჩვენს პატარაზე მოგიყვები. ელისო პატარა აღარაა, როგორც ქართველები იტყვიან, იზრდება და ვირდება. ეს ერთადერთი შეურაცხმყოფელი გამოთქმა არ არის, რასაც ქართველები ბავშვის მიმართ ხმარობენ ხოლმე, მაგრამ, ახლა ყველაფერს არ დავწერ.  

საქართველოში გოგოს და ბიჭს სხვადასხვანაირად ზრდიან. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ის არის, რომ დაბადებისთანავე ქრისტიანულად ნათლავენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ნათლული ნათლიას ვერასოდეს ვეღარ ნახულობს – გააჩნია, როგორი მთვრალია ნათლობის დღეს ბავშვის მამა. 

ბიჭის აღზრდას კაცები, 5-6 წლიდან იწყებენ და, ცდილობენ, მათ ვაჟკაცური თვისებები განუვითარონ, მაგალითად, აიძულებენ, თანაკლასელების ცემას ან შეურაცხყოფას; ასევე, ხშირად აიძულებენ, რომ ღვინო დალიონ და მერე სიმთვრალისა და გულისრევისგან გონებამიხდილ ბავშვზე კმაყოფილები ხითხითებენ – ჰგონიათ, რომ ბავშვს კაცობა ასწავლეს. ამას წინათ რადიოშიც კი ამაყობდა ვიღაც კაცი – ჩემი ბიჭი პირველი კლასიდან სვამს ღვინოსო. ერთმა თქვა, ჩემმა ბიჭმა სკოლა რომ დაამთავრა, მერე დაიწყო სმაო და ძალიან შეარცხვინეს.

გოგონებს, პირიქით, სასმელთან გაკარებაც კი აკრძალული აქვთ, თუმცა, თუ მამას ბიჭი უნდოდა და მაინც გოგო გაუჩნდათ, ხშირ შემთხვევაში, ბიჭივით ზრდიან: მამას დაჰყავს სანადიროდ, სათევზაოდ, აჩვევს ღვინის სმას; ადრეულ ასაკში ასწავლის მანქანის მართვას და ყველა კაცურ თვისებას ავითარებს მასში, თუმცა, უკვე ზრდასრულებს, ქალურ კდემამოსილებასა და ქმრის მორჩილებას აიძულებენ, ასეთ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, ცხოვრება ენგრევათ ხოლმე, მაგრამ, რაც მთავარია, ოჯახის უფროსია ხოლმე კმაყოფილი. ჰო, კიდევ, ბიჭის შემთხვევაში რომ პირიქით მოხდეს და გოგოსავით დაიწყოს მოქცევა, ვერაფრით ვერ მიაღწევს ზრდასრულ ასაკამდე.

თუ ბიჭი ცუდად სწავლობს სკოლაში, მამები არ ბრაზდებიან და სიყვარულით „პატარა ყაჩაღს“ ეძახიან, მაგრამ, გოგომ რომ ცუდად ისწავლოს, შეიძლება, ხელში შემოაკვდეს რომელიმე მშობელს. მოკლედ, სულაც არ მინდა, ბავშვის აღზრდა ქართველებივით გავაგრძელო. ჩემი ბავშვი ქართველებისაგან მარტო თვალების ფორმით არ უნდა განსხვავდებოდეს!

დაახლოებით ასე ესმით ქართველებს ბავშვის აღზრდა, დედა. მერე კიდევ მოგწერ. ძალიან მენატრებით ყველა. 

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3