ანეკდოტები
– უყურებ ზოგიერთ ადამიანს და ფიქრობ, რომ მშობლებთან მიყვანისას გზაში დავარდნია წეროს...
***
ყველა ქალში სძინავს სწერვას, სულელს, კახპას, ჯადოქარს, ანგელოზს, მშვენიერ პრინცესას... ასე რომ, იცოდეთ, რასაც მასში გააღვიძებთ, იმას მიიღებთ!
***
ფრაზა „ყველა კაცი ერთნაირია“, ნამდვილად ჩინელმა ქალმა მოიგონა, როდესაც ქმარი ხალხის ტალღას შეერია და ვეღარ იპოვა...
***
მარომ შვილი ბაღში მიიყვანა და გააფრთხილა, ხმა არ ამოიღო, არ შემარცხვინოო. შვილმაც დაუჯერა. ერთი კვირის შემდეგ შეწუხებული აღმზრდელი ბავშვის წამოსაყვანად მისულ მიხოს ეუბნება:
– იცით, თქვენი ბავშვი საერთოდ არ იღებს ხმას.
– მუნჯია... – უთხრა მიხომ.
– მა მტყუნის.... – ვეღარ მოითმინა პატარამ.
***
სამი ებრაელი საფლავების თვალიერებაში პროცესიას ჩამორჩა....
– ხედავთ‚ როზას რა მაგარი სასაფლაო აქვს – თეთრი‚ ქათქათა მარმარილოთი‚ სადა‚ მაგრამ დიდებული... ყვავილებიც გემოვნებით აქვს შერჩეული... სიამოვნებით დავწვებოდი მის გვერდით.
– მე სარას გვერდით ვარჩევდი. ნახე‚ რა მდიდრული საფლავი აქვს‚ შავი – ოქროსფერით‚ მაინც კლასიკაა!
– მე ესთერის გვერდით მირჩევნია წოლა...
– კი მაგრამ‚ ესთერი ხომ ცოცხალია?!
***
რით განსხვავდება მამაკაცის ლოგიკა ქალის ლოგიკისგან:
მამაკაცის – მართალია‚ ქალის – საინტერესო.
***
ვცხოვრობ ღარიბულად: თევზის ქვირითი‚ ძველი ღვინო‚ უსახურავო მანქანა‚ უღილაკო მობილური...
***
– იცით‚ ასეთი მთვრალი ავტობუსში არ უნდა ამოსულიყავით. საშინლად მთვრალი ხართ‚ გულისამრევად...
– თქვენ‚ გოგონავ მოღუნული ფეხები გაქვთ‚ საშინლად მოღუნული... მე კი ხვალ ფხიზელი ვიქნები...
***
– თავისუფალი ხართ? – ეკითხება განყოფილებაში შემოსული ქალი ახალ თანამშრომელს.
– ცოლიანი ვარ‚ ორი შვილი...
– მაგ გაგებით არა‚ პრინტერში ქაღალდი გაიჭედა‚ თუ შეგიძლიათ‚ დაგვეხმარეთ...
***
ცოლი ზამთრისთვის ხილის წვენს ამზადებს, თან ქმარს უხსნის.
– ნატურალური წვენი უნდა გავაკეთო‚ იცი‚ როცა ხილის წვენში არაფერს ვურევთ – 100 პროცენტი წვენია‚ სასმელია‚ 50-80 პროცენტიანი – სასმელია‚ 40-პროცენტიანი კი – ნექტარი.
– ჰოდა‚ მე რამდენი ხანია‚ გეუბნები‚ რომ არაყი ნექტარია-მეთქი‚ ნექტარი...
***
შეიკრიბნენ კურდღელი, ზღარბი და კუ. დალევა გადაწყვიტეს და არაყზე კუ გაგზავნეს. სხედან, ელოდებიან... გავიდა 15 წუთი, ნახევარი საათი...
– ვა, სად წავიდა ეს მართლა კუ...
– აბა, აბა! თუ გამლანძღავთ, არსადაც არ წავალ...
***
ქორწილამდე‚ პაემანზე:
მამაკაცი: როგორც იქნა! უკვე მეგონა‚ ვერ ვეღირსებოდი...
ქალი: წავიდე?
მამაკაცი: არა‚ არც იფიქრო!
ქალი: გიყვარვარ?
მამაკაცი: რა თქმა უნდა!
ქალი: ოდესმე გიღალატია?
მამაკაცი: არა‚ ასეთი აზრი თავში როგორ მოგივიდა?
ქალი: მაკოცებ?
მამაკაცი: რა თქმა უნდა?
ქალი: მეჩხუბები?
მამაკაცი: არასდროს?
ქალი: შემიძლია გენდო?
ქორწილის შემდეგ: ახლა ქვემოდან ზემოთ წაიკითხეთ!
***
– როგორც ამბობენ, ერთწუთიანი სიცილი სიცოცხლეს 5 წუთით ახანგრძლივებს...
– ო... გააჩნია ვისზე იცინი‚ შეიძლება, შეამციროს...
***
– რას ნიშნავს ქორწილის დროს ორი ნიშნობის ბეჭედი OO?
– რომ საწყისი ანგარიში O:O-ია.
***
რატომღაც‚ როდესაც უფროსი საღამოს 10 საათზე სამსახურიდან გირეკავთ და გეუბნებათ: „საღამო მშვიდობისა“‚ ყოველთვის გრძნობთ‚ რომ საღამო ნამდვილად არ იქნება მშვიდი.
***
ჭკვიანი მამაკაცი ყოველთვის ცდილობს‚ არ მისცეს ქალს გაბრაზების მიზეზი.
ჭკვიან ქალს კი არასდროს სჭირდება მიზეზი გაბრაზებისთვის.
***
ადამიანს არ შეუძლია გულის‚ ღვიძლის‚ ფილტვების გარეშე ცხოვრება‚ თუმცა უტვინოდ მთელი თაობები ცხოვრობენ...
***
– ვერაფერი გავიგე‚ შავი დავიბადე‚ გავიზარდე – შავი დავრჩი. პლაჟზე‚ მზეზე მთელი ზაფხული რომ ვიწვეთ‚ მაინც შავები ვართ; როცა გვცივა – შავები ვართ‚ ავად ვხდებით – შავები ვართ‚ ვკვდებით – მაინც შავები ვრჩებით.
თქვენ კი – თეთრები‚ ვარდისფერები იბადებით‚ იზრდებით თეთრი ხდებით‚ მზეზე – ყავისფერდებით‚ გცხელათ – წითლდებით‚ გცივათ – ლურჯდებით‚ კვდებით – ნაცრისფერი ხდებით... და კიდევ ჩვენ გვეძახით ფერადკანიანებს?!