კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* მეორე მსოფლიო ომამდე, ფირფიტებს, რომლებზეც ჩაწერილი იყო პოპულარული მომღერლების: ლეონიდ უტიოსოვის, ვადიმ კოზინის, თამარ წერეთლის სიმღერები, ფულით ვერ იყიდდით. ისინი მხოლოდ იცვლებოდა... გატეხილ ფირფიტებზე.

* 1930 წლის 15 მაისს ინსტრუქცია მიიღო პირველმა სტიუარდესამ – ელენ ჩერჩ მარშალმა: მას უნდა დაეხოცა ყველა ბუზი, მოემართა საათი, გაეწმინდა ფეხსაცმელი მსურველთათვის...

* ვენაში რუსეთის ელჩს პოტიომკინისთვის კლავისინისტად მოცარტის გაგზავნა უნდოდა და მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა.

* 1985 წელს უიტნი ჰიუსტონმა გამოსცა თავისი პირველი ალმომი 14-მილიონიანი ტირაჟით. ალბომმა, სახელწოდებით „უიტნი ჰიუსტონი“, რეკორდი ორ ნომინაციაში დაამყარა – როგორც დებიუტანტმა და როგორც ქალმა.

* 1942 წელს საბჭოთა ჯარები მდინარე ვოლხოვთან ალყაში მოექცნენ. პრობლემა გახდა მათი კვება, რადგან პროდუქტით ჰაერიდან ამარაგებდნენ. მზარეულმა-ეფრეიტორმა პიმენოვმა წინადადება წამოაყენა, რომ ყველაზე ოპტიმალური პილმენი იქნებაო. იდეა მოიწონა მიქოიანმა და ჯარისკაცებს მოსკოვის ხორცკომბინატში დამზადებული 5 მილიონი პილმენი „ჩაუყარეს“.

* გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებმა მიიღო 500 ცალი ელექტროგამომთვლელი მანქანა, ტექნიკური მონაცემებით: წონა 50-100 კილოგრამი, სიგრძე 510 მილიმეტრი, სიგანე – 410 მილიმეტრი, სიმაღლე 610 მილიმეტრი. ისინი 90-იანი წლების დასაწყისამდე გამოიყენებოდა.

* მოგზაურმა ჟერარ დე აბოვილმა ნიჩბებიანი ნავით გადალახა წყნარი ოკეანე. თან ჰქორნდა მხოლოდ საკვები და ზღვის წყლისგან მტკნარი წყლის მისაღები აპარატი, რომელიც ნიჩბების მოსმის დროს გამომუშავებული ენერგიით მუშაობდა.

* დღე-ღამის განმავლობაში ცხენს მხოლოდ 3 საათი სძინავს, ძროხას – 4, ღორს – 8, თხუნელას – 9, ზღარბს – 10, იაგუარს – 11, მგელს – 13, ციყვს – 15, ღამურას – 20.

* საბჭოთა დროს თეატრალურ საზოგადოებაში საიუბილეო საღამოებს „საბავშვო დადგმებს“ ეძახდნენ.

скачать dle 11.3