კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიახლეები იქნება “მეგა 2013-ზე„ და რა სკანდალები ახლავს ქართულ მუსიკალურ დაჯილდოებას

მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი „მეგა“ უკვე 14 წელს ითვლის – მისი დამფუძნებელი ბესო ჩუბინიძე ამბობს, რომ მიუხედავად ინტრიგებისა, სკანდალებისა, დაფინანსების უქონლობისა, ჩარევისა თუ ზოგჯერ პოლიტიკური კონიუქტურისა, „მეგა“ ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შოუ-ბიზნესსა და ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში და, აუცილებლად ჩატარდება წელსაც, ისევე, როგორც აქამდე.

ბესო ჩუბინიძე: წელს შედგება „მეგას“ რიგით მეთოთხმეტე დაჯილდოების ცერემონიალი – „მეგა“ დაარსდა 1999 წელს და მას შემდეგ ყოველ წელს ტარდება – წლის გაუცდენლად. მას მერე მოვყვებით და მოვყვებით. წელს ცერემონიალი მარჯანიშვილის თეატრში შედგება. მართალია, საქართველოში შოუ-ბიზნესის მასშტაბები შემცირდა, მაგრამ ის მაინც არსებობს – რომ არ არსებობდეს, არც კონცერტები ჩატარდებოდა და არც შოუები. სხვა საქმეა, რამდენად შემოსავლიანია წინა წლებთან შედარებით. პირადად მე, ქართული ესტრადის ნამდვილ ვარსკვლავებთან ერთად გასვლით კონცერტებს ვატარებ მთელი საქართველოს მასშტაბით.

– რა იგეგმება წელს ღონისძიების ფარგლებში?

– „მეგას“ აქვს ერთი დიდი პლუსი – ძალიან მნიშვნელოვანი სახელების უკვდავყოფა შეგვიძლია. ჯერ გავაკეთეთ დათო ოძელაშვილის სახელობის „მეგა“, შემდეგ – ირაკლი ჩარკვიანისა და თეონა ქუმსიაშვილის. მეფის „მეგა“, ცხადია, ქეთათოსთან შეთანხმებით გაკეთდა. თეონა ქუმსიაშვილის სახელობის „მეგა“ ფოლკლორის პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის დავაწესეთ. „მეგას“ სტატუეტი ხელნაკეთია, ავსტრიული სარკის მასალისგან არის დამზადებული.

– შენ ყოველთვის გებრძოდნენ და გაკრიტიკებდნენ, რაც თავი მახსოვს.

– შოუ-ბიზნესში ინტრიგები ყოველთვის არის – ასე იყო, არის და იქნება. თუ გაკრიტიკებენ, ესე იგი, ცოცხალი ხარ. ქართული შოუ-ბიზნესი საქართველოში დღეს პრიორიტეტული არ არის, მაგრამ მე მას მაინც ვემსახურები. არ ვადარებ, მაგრამ „გრემიმაც“ გვიან დაიწყო აღმასვლა და ჩვენც ვუძლებთ 14 წელია – არც ფინანსური მხარდაჭერა, არც ხელშეწყობა მთავრობისგან. წლების წინ „საზმაუსგან“ გვქონდა შემოთავაზება პირდაპირი ეთერის, მაგრამ მე უარი ვთქვი – „მეგა“ არ არის კონცერტი, ეს არის დაჯილდოების ცერემონიალი – თავისი იმპროვიზაციებით, ტექსტებითა და ჩახლართული ამბებით. შოუ-ბიზნესში რაღაცეები მაინც კეთდება და თბილისი არ არის ერთადერთი ადგილი ამისთვის. სახელმწიფოსთვის  არასდროს ყოფილა შოუ-ბიზნესი პრიორიტეტი – ის იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კორპორატიული კონცერტები – რაც ადრე ტარდებოდა: ვიღაც რომ კონკურსში იმარჯვებს და მერე აღარავის ახსოვს. ჰაერში ან რესტორანში რჩება – რატომ უნდა მუშაობდნენ უცხოეთში ნინი შერმადინი და ოთო ნემსაძე?

– პოლიტიკურ ანგაჟირებას რაც შეეხება, ხომ ხდებოდა ასეთი რაღაცეებიც?

– „მეგას“ დაარსების დღიდან ყოველთვის იყო ჩარევის მცდელობა, პოლიტიკოსებისგან, ცისფერებისგანაც, წითლებისგანაც და შავებისგანაც. იმ დროს, როცა ქურდები ქურდობდნენ (იმედი მაქვს, ის დრო აღარასოდეს დაბრუნდება), ქურდები რეკავდნენ „კრიტიდან“ და მეუბნებოდნენ – ვის უნდა აეღო ამა თუ იმ ნომინაციაში პრიზი. მე, პირადად, მივსულვარ ციხეში და სხვა ქურდებთან ერთად საქმე გაგვირჩევია. რა თქმა უნდა, ჩემს სასარგებლოდ წყდებოდა საქმე. რა თქმა უნდა, ქურდი ამაში არ უნდა ერეოდეს – ჩვენთვის ხალხის აზრია მარტო პრიორიტეტული. ყოფილა შემთხვევა, კოლოსალური თანხა დაუდევს ტიპს და უთქვამს: ამ თანხას მიიღებთ, თუ ესა და ეს ქალი გაიმარჯვებს, წადით, ბიჭებო, მოიხმარეთ ეს ფულიო. ცისფერებიც ხშირად ერეოდნენ, მათაც დიდი გავლენა აქვთ შოუ-ბიზნესში. ჩემი დამოკიდებულება იციან მათდამი, ძალიან არ მომწონს – ისეთ რაღაცეებს შევსწრებივარ გარე კონცერტებზე, რასაც ეგენი აკეთებენ – ხდება ყველაფერი... ერთხელ „ქუჩის ბიჭები“ ავიდნენ სცენაზე და რადგან წლის საუკეთესო ჯგუფის ნომინაცია ვერ აიღეს და სხვა ნომინაციაში გაიმარჯვეს, დატოვეს ცერემონიალი. დავაწესეთ ლალი მოროშკინას სახელობის წლის ნომინაცია „წლის ჩანგალი“ – მაშინ ლალი ციხეში იჯდა და არ ვიცი, რა რეაქცია ჰქონდა. მერე, რომ გაიგო, გაეცინა, წელს იქნება ნომინაცია „წლის სირცხვილია“, „წლის სკანდალი“, ანუ „ჟოლოს“ ნომინაციები. დავაწესეთ ნომინაცია „წლის მაფიოზი“, წარდგენილები არიან მარინა ბერიძე, მამულიჩა, სოსო აბზიანიძე (იცინის).

– პროვოკაციული, ინტრიგნული თემაა, ანუ შოუ-ბიზნესის „რუხი კარდინალები“...

– არავითარი „რუხი კარდინალები“! მაფიოზები, იმიტომ რომ მაფია რეალურად არის ამ სფეროში. ინტრიგას რაც შეეხება, ჟურნალისტი ვარ და ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია, პროვოკაციას ყოველთვის საჩემოდ ვიყენებ.

– პოლიტიკური სიმპათიები არ გაქვთ არანაირი?

– არანაირი! პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან – არ მინდა, ახალმა ხელისუფლებამ იგივე შეცდომები დაუშვას. შარშან, სანდრო კვიტაშვილის დროს, „მეგა“ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უნდა ჩაგვეტარებინა, შეთანხმებულიც იყო, მაგრამ მოულოდნელად დაგვიკავშირდა პრესსამსახური და უარი გვითხრა, მიზეზი არ გამომიძიებია. მაგრამ, მგონია, ეს ბერასთან უნდა იყოს დაკავშირებული – ბერამ იმ წელს რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა. 21 დეკემბერს ტარდებოდა და ასეთი სლოგანი შევქმენი – „ერთად შევხვდეთ ქვეყნის აღსასრულს!“ (იცინის).

скачать dle 11.3