კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანა აფრასიძე ფარიკაობაში ევროპის თასის მფლობელი გახდა

წელს ევროპის თასის გათამაშებაზე ფარიკაობაში ქართველებისთვის ნამდვილი სენსაცია მოხდა – 15 წლამდე ასაკის ტურნირზე თასი ანა აფრასიძემ მოიპოვა.

მიუხედავად დიდი საფარიკაო ტრადიციებისა, საქართველოს წარმომადგენელ ახალგაზრდას ასეთი შედეგი არასდროს დაუფიქსირებია. როგორც მწვრთნელი, ქეთევან ერემეიშვილი ამბობს, ანა ძალიან ნიჭიერი გოგონაა და საფინალო ორთაბრძოლის მოგება შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ის თავიდან აგებდა.

ნიკოლოზ ანდრიაძე: ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა ჩემი სახელობის საფარიკაო კლუბი, მალე შემოგვიერთდა ძალიან კარგი მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი – ქეთევან ერემეიშვილი, რომელმაც ჩვენი კლუბისთვის ბავშვების შერჩევა დაიწყო.

ქეთევენ ერემეიშვილი:  მსოფლიოს ჩემპიონის, ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის საფარიკაო კლუბისთვის ბავშვების შერჩევა დავიწყე. გაგეცინებათ და, იცით, რა პრინციპით ვარჩევდი? ძალიან მინდოდა, ჩემს კლუბში ლამაზი, გამორჩეული ბავშვები მყოლოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი სიმაღლეს. მართლა ძალიან კარგი ბავშვები შევკრიბე – მოხდენილი სპორტია და ამიტომ. განსაკუთრებით კარგი შედეგი ანა აფრასიძემ და ნიკა შენგელიამ აჩვენეს. მანამდე საქართველოდან ასეთი მიღწევები ახალგაზრდებში არავის ჰქონია. ახლახან ბულგარეთის ქალაქ სოფიაში ჩატარდა ევროპის თასის ტურნირი, სადაც ბავშვები ჩემთან ერთად იყვნენ წამოსულები. ამ ტურნირზე 100-ზე მეტი სპორტსმენი გამოდიოდა. ჯერ შესარჩევზე 32 მონაწილე შეარჩიეს, შემდეგ ანა 4 კაცში მოხვდა – კარგად იყო მომზადებული. ანა ბევრს ვარჯიშობდა, ფარიკაობდა, დარბოდა სტადიონის გარშემო. თასისთვის ბრძოლა მოიგო ანგარიშით 15:13 და ყველა ძალიან გაგვახარა. გვეამაყება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მთავარ მწვრთნელს, მერაბ ბაზაძეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბავშვების მომზადების საქმეში; აგრეთვე, 43-ე სკოლის დირექტორს, თინა აბუთიძეს, ანა აფრასიძე და ნიკა შენგელია საქართველოს ჩემპიონები და, აგრეთვე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები არიან. 

ანა აფრასიძე: მანამდე ფარიკაობით არასდროს დავინტერესებულვარ, მაგრამ, ზოგადად, ძალიან მიყვარდა სპორტი, ცეკვაზეც დავდიოდი.

ქეთევან ერემეიშვილი: ანას ძალიან კარგი მონაცემები აქვს, თუმცა, სიმკაცრის გამოჩენა მაინც მიწევს. მე თვითონ საკმაოდ კარგი სპორტსმენი ვიყავი და ვაფასებ დისციპლინას – ჩემთან დარბაზში ვინმე რომ შემოვა სავარჯიშოდ, მორჩა, იქ სიზარმაცე აღარ შეიძლება, ბოლომდე გული უნდა ჩადო. რეჟიმი რომ აქვს, ამიტომაც მიაღწია წარმატებას. რაღაც აქვს განსაკუთრებული ანას – აზროვნება შეუძლია. ეს ძალოვანი სპორტი არ არის, აზროვნებაა საჭირო და გონებით უდგება. 8:4-ს აგებდა უძლიერეს რუმინელ მეტოქესთან და შემოაბრუნა ორთაბრძოლა, შანსი აღარ დაუტოვა არც მეტოქეს და არც მსაჯს, რომ არაობიექტური ყოფილიყო.

ანა აფრასიძე: ერთწუთიან შესვენებაზე ჩემს მწვრთნელთან ერთად გავაანალიზე ყველაფერი – რატომ ვაგებდი, რა შეცდომას ვუშვებდი...

ქეთევან ერემეიშვილი: ანას საოცარი ბრძოლის ჟინი და იმპროვიზაციის უნარი აქვს. პირველ საფეხურზე ანამ ბრძოლა წააგო რუმინელ მოწინააღმდეგესთან, შემდეგ კვლავ მოუწია ამ გოგონასთან შეხვედრა და, როგორც ჩანს, შეცდომები გაითვალისწინა – ფინალურ ბრძოლაში 15:13 მოიგო და ევროპის თასიც მოიპოვა.

скачать dle 11.3