კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი აჩრდილი

მსხვერპლი იატაკზე ეგდო, სისხლის გუბეში... უხეშტარიანი, ფართოპირიანი დანა ღრმად შეესო სხეულში და მაშინვე გაისტუმრა საიქიოს. ყველაფრიდან ჩანდა, რომ სიკვდილი მყისიერად დადგა... შთამბეჭდავი სურათი იყო სენტიმენტალური ადამიანებისთვის... მხატვრის ცოლი მხატვრისვე სახელოსნოში, მხატვრის შედევრის წინ გულგანგმირული ეგდო. პოლიციის ექიმმა დაათვალიერება დაასრულა... სახელოსნოც და სახლიც მხატვარ პოლ ზახარს ეკუთვნოდა, გვამი – მისი მეორე ცოლი, ელიზაბეთ ენი იყო, ხოლო პორტრეტზე მხატვრის პირველი ცოლი, ნიკოლ არნო იყო გამოსახული. 

პოლ ზახარი მარტო არ იყო. მასთან ერთად იყვნენ გალერეა „გოლდსმიტის“ მფლობელები – სიდნეი და ელეონორა გოლდსმიტები, ასევე, მხატვარი პერი სელინო და მისი მეუღლე ჯენიფერი. ყველანი დიდი ხანია, იცნობდნენ პოლ ზახარს და მეგობრობდნენ მასთან. რაც შეეხება მოკლულს, მხატვრის მეორე ცოლს, ელიზაბეთს, მას ვერავინ იტანდა – გასაგები და ფრიად არგუმენტირებული მიზეზების გამო. სანამ ელიზაბეთ ენი გამოჩნდებოდა, ამ ადამიანებს შორის სრული თანხმობა და იდილია სუფევდა. პოლ ზახარი და პერი სელინო პარიზში, „მხატვართა მექაში“ დამეგობრდნენ და რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ. ნიკოლი, პოლ ზახარის პირველი ცოლი, ჭეშმარიტი ფრანგი ქალი გახლდათ. მათ ერთმანეთი „შანელის“ მაღაზიაში გაიცნეს, სადაც ნიკოლი გამყიდველად მუშაობდა. იმ დღიდან ახალბედა მხატვრის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ნიკოლი მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა ქმარს. ყველაფერს აკეთებდა, რომ ზახარის ნახატები საზოგადოებას ენახა და შეემჩნია. სწორედ ნიკოლის დამსახურება გახლდათ ის, რომ ორი ახალბედა მხატვრის ცხოვრებაში გოლდსმიტები შემოვიდნენ. ცოლ-ქმარი დაინტერესებული იყო ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებით. პოლის მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებაშიც ნიკოლს მიუძღვოდა ლომის წილი. საკმარისი იყო, ზახარს ხელები ჩამოეშვა, რომ ქალი სკანდალებს უწყობდა და ახალ-ახალ იდეებს კარნახობდა. მალე ცოლ-ქმარმა გოლდსმიტებმა მათ ამერიკაში გადასვლა შესთავაზეს. ამერიკაში დაბრუნდა პერი სელინოც. ის ისეთი წარმატებული არ იყო, როგორც პოლი, მაგრამ ამით მათ მეგობრობას არაფერი დაკლებია. ამერიკაში თავიდან ცოტა გაუჭირდათ და აქაც ნიკოლმა იმარჯვა. სწრაფად მოძებნა სამსახური – პრესტიჟულ მაღაზიაში მენეჯერად მოეწყო და მიუხედავად თავისი დამტვრეული ინგლისურისა, კლიენტებსაც და მაღაზიის მფლობელებსაც ერთნაირად შეაყვარა თავი. ქალის დამსახურება იყო ის, რომ პოლ ზახარის რამდენიმე ნახატი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავმა შეიძინა და აქედან დაიწყო მხატვრის დიდებაც. მალე ცოლ-ქმარმა შესანიშნავი სახლი-სტუდია შეიძინა ქალაქის პრესტიჟულ უბანში. ნიკოლი ყველაფერს აგვარებდა, პოლი კი ბოჰემურად, მხიარულად ცხოვრობდა. აწყობდა ხმაურიან, ხალხმრავალ წვეულებებს, რომლებზეც ახალგაზრდა, სექსუალური ლამაზმანები ჭარბობდნენ. პოლ ზახარი დაუფარავად ერთობოდა მათთან. ნიკოლი კი ითმენდა და არასოდეს წუწუნებდა... სანამ მათ ცხოვრებაში ელიზაბეთი არ გამოჩნდა. ამ ქალს არაფერი ჰქონდა დიდი მკერდისა და ბავშვური გამომეტყველების გარდა, მაგრამ პოლი გაება და როგორც ეტყობოდა, სერიოზულად. პოლი უკვე წარმატებული მხატვარი იყო და საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის მამაკაციც. ცოლ-ქმარი გოლდსმიტები და პერი სელინო მწუხარედ ადევნებდნენ თვალს მისი და ნიკოლის ურთიერთობის ნგრევას. მათ თავიდანვე ვერ აიტანეს უტიფარი ელიზაბეთი, რომელსაც აშკარად ყველა სძულდა, ყველა, ვინც კი მისი „ნადავლის“ – პოლ ზახარის ირგვლივ ტრიალებდა. ელიზაბეთმა იმდენი მოახერხა, რომ ნიკოლს ქმარი პირდაპირ ცხვირწინ ღალატობდა. ერთხელაც ნიკოლი პირდაპირ თავზე წამოადგა სიყვარულში გართულებს... იქ ყველაფერი დამთავრდა. ნიკოლის მოთმინების ფიალა აივსო და ქმარს სკანდალი მოუწყო. ელიზაბეთი როგორ მოიქცა? შეურაცხყოფილი ბავშვივით ასლუკუნდა და პოლ ზახარმაც მისკენ გაიწია. ნიკოლი სახლიდან წამოვიდა. პატარა ბინა იქირავა და ლოთობას მიჰყო ხელი. მეგობრები მწუხარედ ადევნებდნენ  თვალს მის თვითგანადგურებას. ბოლოს ლოგიკური აღსასრულიც დადგა. ნიკოლმა საწამლავი დალია და ასე დაასრულა სიცოცხლე. ყველაზე ცინიკური მის დასაფლავებაზე პოლ ხაზარის გვერდით მდგარი, შავებში გამოწყობილი ელიზაბეთი იყო. გოლდსმიტები და პერი სელინო მზად იყვნენ, შუაზე გაეგლიჯათ უტიფარი, რომელიც თავად იყო ყველა უბედურების სათავე. უბედურებები ამით არ დასრულებულა. ელიზაბეთი არ იყო ის ქალი, რომელიც პოლს წინსვლაში შეუწყობდა ხელს. ეს ყველაფერი მალევე აისახა მხატვრის შემოსავლებზე. ელიზაბეთს მხოლოდ ფული აინტერესებდა. ძვირფასეულობისა და ბრენდული სამოსის შესაძენად. მან ჭკუა იხმარა და აღკვეთა ხმაურიანი წვეულებები. მით უფრო ქარაფშუტა ლამაზმანების ვიზიტები. პოლი გვიან მიხვდა თავის შეცდომას. მთელი დღე სახელოსნოში იყო გამოკეტილი და იქ შესვლა ყველასთვის აკრძალა. ელიზაბეთთან ყოველდღე ჩხუბობდა. სვამდა და ჭურჭელს ლეწდა. გოლდსმიტები უკვე წუხდნენ. 

იმ საბედისწერო საღამოსაც სპეციალურად შეიკრიბნენ ზახარის ბინაში, მხატვართან დასალაპარაკებლად. რაღაც უნდა შეცვლილიყო. ელიზაბეთი უკმაყოფილო სახით დახვდა დაუპატიჟებელ სტუმრებს.

– რისთვის მოხვედით? თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ.

– ჩვენ მოვედით მეგობართან. მას შველა სჭირდება, – შეუბღვირა გოლდსმიტმა, – შენ  ღუპავ და ანადგურებ იმას, რაც ნიკოლმა წვალებით შექმნა.

– ნიკოლი, ისევ ნიკოლი... – ისტერიკულად იწივლა ელიზაბეთმა, – რატომ ვერ გაიგეთ, რომ ეგ ქალი მოკვდა. საიქიოშია და აღარაფერი აწუხებს. ცოცხალი ვარ მე და არანაკლებ მიყვარს პოლი.

– შენ მარტო საკუთარი თავი გიყვარს, – პირქუშად ჩაილაპარაკა პერიმ, – სად არის პოლი? უნდა დაველაპარაკოთ.

– თქვენ მას არ ნახავთ. არ დავუშვებ ამას, – ელიზაბეთი მთელი ხმით კიოდა. მისი ღრიალი მთელ სახლში ისმოდა. უცებ სახელოსნოს კარი გაიღო და სახეშეშლილი ზახარი გამოჩნდა.

– რა ხდება აქ? რა გაღრიალებს? – შეუტია ცოლს.

– ამათ სახელოსნოში შემოსვლა უნდათ... პრინციპში, მეც მაინტერესებს, რას აკეთებ მანდ საათობით გამოკეტილი...

– მართლა? მართლა გაინტერესებს? მაშინ, წამოდით...

სახელოსნოში უამრავი ცარიელი ვისკის ბოთლი ეყარა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. უზარმაზარი ოთახი აკლდამას უფრო ჰგავდა, ვიდრე მხატვრის სახელოსნოს. გარშემო ყველგან ნიკოლის პორტრეტები ეკიდა. შუა ოთახში კი, მოლბერტზე, უზარმაზარი, დაუსრულებელი ნახატი იხილეს. მასზე ზუსტად ის ნიკოლი იყო გამოსახული, როგორიც სიცოცხლეში იყო: ხალისიანი, ენერგიული, ვნებიანი... ყველანი იატაკზე მილურსმულებივით იდგნენ. ზახარი აფრთოვანებული შესცქეროდა საკუთარ ქმნილებას. სიჩუმე ელიზაბეთმა დაარღვია.

– ეს რა საშინელებაა? მე არ მომწონს ეს... არ მომწონს... შეწყვიტე მკვდარზე ფიქრი!

– მართლა?! – აგრესიული, დამცინავი ტონით ჰკითხა ქმარმა.

– რა სიმახინჯეა! – ისევ იყვირა ელიზაბეთმა, – ღმერთო, როგორი ბრმა ხარ, რომ ვერ ხვდები ამას... ახლავე ყველაფერს წერტილს დავუსვამ, – ამ სიტყვებით ქალმა მაგიდიდან ტილოს საჭრელი ვეება დანა აიღო და გარდაცვლილი მეტოქის პორტრეტს მთელი ძალით ზემოდან ქვემოთ დაუსვა... მოხდა საშინელება... ელიზაბეთმა არ იცოდა, რომ ნახატი ჩვეულებრივ ტილოზე კი არ იყო შესრულებული, არამედ ებონიტზე – პრიალა, მკვრივ, თხელ ფირფიტაზე... დანის პირი ასხლტა და თითქმის მთლიანად შევიდა ქალისავე სხეულში... ნიკოლი პორტრეტიდან სევდიანად იღიმებოდა.

 

скачать dle 11.3