კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეკობრეები

კაპიტანი ფლინტი – ჩინოვნიკი

 

მოკლედ, მეკობრეები საკმაოდ სახელგანთქმულები და პოპულარულები იყვნენ. მათზე დღესაც იღებენ ფილმებს და წერენ წიგნებს. ყველაზე ცნობილი პერსონაჟის, კაპიტან ფლინტის პროტოტიპი იყო ასევე, სახელგანთქმული მეკობრე „შავწვერა“ – ედუარდ ტიჩი. ტიჩი არანორმალურად პოპულარული იყო და შიშის ზარს სცემდა სავაჭრო ხომალდებს. მთელი თავისი ცხოვრება ედუარდ ტიჩმა ინგლისის ფლოტში იმსახურა. ხომალდის ბორტზე ფეხი პირველად 12 წლის ასაკში დადგა. იუნგა იყო. 35 წლისამ კი „ჭეშმარიტების გზას“ გადაუხვია. სხვათა შორის, ამაში თავიდან თავად ინგლისის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელობამ შეუწყო ხელი.  საქმე ისაა, რომ ესპანეთთან ომის შემდეგ, ინგლისმა გადაწყვიტა, ესპანური ფლოტი მეკობრეების საშუალებით დაესუსტებინა. მან დააფინანსა კიდეც ედუარდ ტიჩი და პატენტიც კი მისცა სათარეშოდ. მაგრამ, „შავწვერა“ მალე კონტროლის ზონიდან გავიდა. ისე გაძლიერდა, რომ მასზე ლეგენდებსაც თხზავდნენ. ინგლისელებმა მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს. 1718 წლის ოქტომბერში მეკობრე შეტაკებაში დაიღუპა. ლეგენდები მის შესახებ მოგვითხრობს, რომ ბრძოლის წინ ედუარდ ტიჩი გრძელ წვერზე თოფის წამალს იყრიდა და ისე ახრჩოლებდა, რომ მისი თავის გარშემო სქელი კვამლი დგებოდა. ამით ის მოწინააღმდეგეს აფრთხობდა, როგორც დემონი, ისე წარსდგებოდა ხოლმე მათ წინაშე და მორალურად ანადგურებდა.

 

მეკობრე – მუსლიმანი

 

სახელგანთქმულ მეკობრეს „ჯეკი-ბეღურას“, ფილმიდან „კარიბის ზღვის მეკობრეები“, აბსოლუტურად რეალური პროტოტიპი ჰყავს. ეს არის მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისელი მეკობრე, ძალიან ცნობილი და საშიში – ჯონი უორდი, მეტსახელად „ჯეკი ნიბლია“. მართალია, მეკობრეობდა კარიბის ზღვიდან საკმაოდ შორს, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მისი სახელი ხმელთაშუა ზღვის აუზში ტუნისის ნაპირებთან ქუხდა. სხვათა შორის, ფილმის ავტორებმა „ჯეკი ბეღურა“ სრულიად დაამსგავსეს რეალურ მეკობრეს. ის საკმაოდ წარმატებული მეკობრე იყო, თუმცა, მეკობრულ წრეებში სულელსაც ეძახდნენ. ჯონი უორდი ძარცვავდა ინგლისის სამხედრო, ესპანეთისა და საფრანგეთის სავაჭრო ხომალდებს. მან გააოგნა ყველა, როცა მუსლიმანობა მიიღო. დაუმეგობრდა ტუნისის სულიერ ლიდერს, უტმან ბეის. გადაწყვიტა, რომ სიბერეში მისთვის კომფორტული ტუნისში ცხოვრება იქნებოდა. ინგლისში კანონგარეშედ იყო გამოცხადებული. მუსლიმანობა რომ მიიღო, ორმოცდაათ წელს იყო მიღწეული. ჯონი უორდი – მაჰმადიანური სახელი იუსუფ რეისი, გარდაიცვალა ტიფით, 70 წლის ასაკში, 1622 წელს, როცა უკვე რელიგიურად ცხოვრობდა და ქველმოქმედებასაც კი მისდევდა.

 

скачать dle 11.3