კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: შევიძინე ავტომობილი „ოპელ ვექტრა ბე”, უნივერსალი, 2.0-ლიტრიანი, ეკოტეკის ძრავით, სრული პაკეტით, ავტომატურ გადაცემათა კოლოფით, 1999 წლის გამოშვება. დღეისთვის გარბენილი აქვს 50 000 კილომეტრი. ერთ-ერთ ფირმას იაპონიიდან ჩამოვაყვანინე. გთხოვთ, დამიხასიათოთ ეს მოდელი, აღნიშნოთ მისი სუსტი მხარეები და მირჩიოთ, რას უნდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება ექსპლუატაციის დროს. და კიდევ ერთი, მაინტერესებს, შუქნიშანზე დგომის დროს ბერკეტი ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა გადავიყვანო თუ არა?

პასუხი: „ოპელ ვექტრა ბე” საკმაოდ პრაქტიკული ავტომობილია. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება ეს მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილის ძრავაზეა დამოკიდებული. ეკოტეკის ტიპის ძრავა კარგ საწვავს საჭიროებს, რათა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიდეს მწყობრიდან. ასევე, კარგი ხარისხის ზეთი დროულად შეუცვალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავას სექტორში შესაძლოა, ბევრი წვრილმანი გამოვიდეს მწყობრიდან და არასტაბილურად იმუშაოს – საწვავის წვას მოუმატოს ან პერიოდულად, ავტომობილის ჩაქრობაც კი გამოიწვიოს. მიზეზის დადგენა კი, ხელოსნებსაც გაუჭირდებათ. შუქნიშანთან დგომის დროს არ არის აუცილებელი, ნეიტრალური სიჩქარე, პირიქით, ბევრი გადართვა-გადმორთვა უფრო ვნებს კოლოფს. თუ ავტომობილი სიჩქარეშია ჩაგდებული და ძრავას ბრუნვათა რიცხვს არ ვუმატებთ, ანუ გაზის პედალს არ ვაწვებით, ის არ ცვდება, კოლოფი არ ფუჭდება.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ვაზ 2107”, 25 წლის. მაინტერესებს, რამდენს უნდა წვავდეს ას კილომეტრზე? ასევე, ზამთრისა და ზაფხულის წვას შორის არის თუ არა რაიმე სხვაობა?

პასუხი: ასე, ერთმნიშვნელოვნად, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ლიტრი საწვავი შეიძლება დაწვას თქვენმა ავტომობილმა ას კილომეტრზე. აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს – გააჩნია მართვის რეჟიმს, იმ ადგილებს, სადაც მოძრაობა გიწევთ. ამას ემატება ასაკი, შესაბამისად, დეტალების ცვეთა, რომელიც საწვავის მომატებას აუცილებლად გამოიწვევდა. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ ავტომობილს ყოველ ას კილომეტრზე შეიძლება, დააწვევინოთ როგორც 9, ასევე 15 ლიტრი საწვავი. რაც შეეხება სეზონურ წვას, ის, რა თქმა უნდა, იცვლება. ზამთარში ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში, ავტომობილი ტემპერატურის იმ კონდიციას, როცა  მინიმალურ საწვავს მოიხმარს, გვიან აღწევს, ანუ გვიან თბება.

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი”, ტურბინიანი. რას მირჩევთ, მექანიკური მართვის კოლოფით ჯობია თუ ავტომატური? რამდენად უსაფრთხო, რესურსიანი და კომფორტული ავტომობილია ოჯახისთვის?

პასუხი: „სუბარუს” ძირითადი სისუსტე სიჩქარეების კოლოფია. მნიშვნელობა არ აქვს ის მექანიკურია თუ ავტომატური. რაც შეეხება სავალ ნაწილს, ის საკმაოდ მტკიცეა. ყველაზე მეტად კი თქვენს შეკითხვაში ტურბირებულ ძრავას მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც საკმაოდ ფაქიზია იმისთვის, რომ დიდი ხნის მუშაობის რესურსი მოთხოვოთ და საკმაოდ გაუმაძღარი იმისთვის, ეკონომია მოთხოვოთ. შესაბამისად, თუ ოჯახზე ზრუნავთ და არა საკუთარ სურვილებზე ავტომობილის სიმძლავრესთან დაკავშირებით უმჯობესია, არატურბირებული ძრავით აღჭურვილი „სუბარუ” შეიძინოთ, რომლის კოლოფიც ნაკლებად დაზიანდება. ან, სულაც, რაიმე სხვა მოდელი შეარჩიეთ. 

კითხვა: მყავს „ტოიოტა” და როგორც მითხრეს, ის დიდი ბრუნვებისთვის არ ვარგა. რატომ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: საერთოდ ძრავებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა დეტალების ბალანსს და წონას. მაგალითად, თუ ქაღალდის და ტყვიის რგოლებს გაუყრით ღერძს და დაატრიალებთ, რა თქმა უნდა, ქაღალდის უფრო სწრაფად დატრიალდება. ის შეიძლება მალე დაიხეს, მაგრამ თუ იდეალურად დაატრიალებთ და ფორმაც უზადო ექნება რგოლს, ის ძალიან დიდხანს იტრიალებს და არ დაზიანდება. მაგრამ, არაიდეალური დატრიალების შემთხვევაში, თან თუ ამ ქაღალდის რგოლს ცალ მხარეს სიმძიმეს დაკიდებთ, ძალიან მალე გაფუჭდება. მძიმე ბურთს სწრაფად ვერ დაატრიალებთ, მაგრამ შესაძლებელია, ნელ-ნელა მოუმატო სიჩქარე და თან დიდხანს ატრიალო ისე, რომ არ დაზიანდეს. სწრაფბრუნვადი ძრავების მთელი პრინციპიც ესაა. ნელა მბრუნავი ძრავები, ისევე როგორც „ტოიოტა,” მძიმე დეტალებისგან შედგება, საკმაოდ კომფორტული სატარებელია, ანუ ნაკლებად მკვეთრ მანევრებს აკეთებს. შენელებისთვის თავის მასას იყენებს – რბილად ჩერდება და იძვრება. მკვეთრ გადასვლებს არ აკეთებს, გათვლა კომფორტულობაზეა და ასეც არის. მაგრამ, შესაბამისად, მაღალ ბრუნს ვერ აღწევს, რადგან მძიმე ლითონითაა შექმნილი. აბსოლუტურად პირიქით ხდება მაღალბრუნვიან ძრავას შემთხვევაში. მაგალითად, „ჰონდას”, რომ მოვიყვანოთ. როდესაც „ჰონდაზე” გაზს ფეხს მივაჭერთ ის მკვეთრად ჩქარდება და ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს გვიქმნის თუ სპორტულ რეჟიმში სიარული არ გინდათ და იგივეს გრძნობთ გაზიდან ფეხის აშვებისას, ის ძალიან მკვეთრად ჩერდება. ეს სალონში ნჯღრევასაც კი იწვევს, მაგრამ სამაგიეროდ მაღალბრუნიანია. 

 

 

скачать dle 11.3