რა მოხდა ამ დღეს
2 დეკემბერი
1804 – ნაპროლეონ ბონაპარტე ეკურთხა საფრანგეთის იმპერატორად.
1823 – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენიტმა ჯეიმს მონრომ გამოაცხადა ეგრეთ წოდებული „მონროს დოქტრინა“ (ევროპა – ევროპელებს, ამერიკა – ამერიკელებს).
1870 – რომი გახდა იტალიის სამეფოს დედაქალაქი (მანამდე იყო ტურინი).
1956 – კუბაში დაიწყო კომუნისტური ამბოხი ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით.
3 დეკემბერი
1610 – გალილეო გალილეიმ გამოიგონა ტელესკოპი.
1926 – მწერალი აგათა კრისტი მოულოდნელად გაუჩინარდა (იგი შემთხვევით იპოვეს 11 დღის მერე, მას არაფერი არ ახსოვდა ამ დღეების შესახებ).
1959 – ზღვაში ჩაუშვეს მსოფლიოში პირველი ატომური ყინულმჭრელი „ლენინი“.
1984 – ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსის შტატში დაქორწინდნენ 103 წლის ჰარი სტივენსონი და 84 წლის ტელმა ლუკასი.
4 დეკემბერი
1735 – ლონდონში, დაუნინგ-სტრიტ ¹10-ში მდებარე შენობა გახდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენცია.
1980 – დაიშალა როკ-ჯგუფი Led Zeppelin.
5 დეკემბერი
1484 – რომის პაპმა ინოკენტი მერვემ გამოსცა ცნობილი ბულა „ალქაჯთა შესახებ“, რომელმაც ევროპაში ინკვიზიციის ახალი ტალღა გამოიწვია.
1766 – ლონდონში ჩატარდა „კრისტის“ პირველი აუქციონი.
1854 – ბოსტონელმა არონ ალენმა დააპატენტა თეატრალური სკამები ასაკეცი დასაჯდომით.
1933 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუქმდა „მშრალი კანონი“.
1945 – ბერმუდის სამკუთხედში უკვალოდ გაქრა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ექვსი თვითმფრინავი.
6 დეკემბერი
1240 – მონღოლებმა ბათო ყაენის მეთაურობით აიღეს და გაძარცვეს კიევი.
1768 – გამოვიდა ბრიტანეთის ენციკლოპედიის – „ბრიტანიკის“ პირველი ტომი.
1945 – დააპატენტეს მიკროტალღური ღუმელი.
7 დეკემბერი
1678 – ლუი ჰენეპინი გახდა პირველი ევროპელი, ვინც ნახა ნიაგარას ჩანჩქერი.
1732 – ლონდონში გაიხსნა სამეფო თეატრი „ქოვენტ-გარდენი“.
1907 – პირველად კრივის რინგზე გამოჩნდა რეფერი. მას ერქვა იუჯინ კორი.
1941 – მოხდა იაპონური ავიაციის თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „პერლჰარბორზე“, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის ჩაბმის მიზეზი გახდა.
1968 – რიჩარდ დოდმა (ინგლისი) ბიბლიოთეკას დაუბრუნა წიგნი, რომელიც მისი ბაბუის ბაბუის მამამ გამოიტანა... 1823 წელს.
8 დეკემბერი
1982 – ვინმე ნორმან მეიერმა მძევლად აიყვანა... ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი (დანაღმა) და ითხოვდა ბირთვული იარაღის გაუქმებას. დამნაშავე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
1990 – სამხრეთ აფრიკის ქალაქ ნორვუდში დაამზადეს მსოფლიოში უდიდესი პიცა – 37,4 მეტრი დიამეტრის.
1991 – ამ დღეს, ბელავეჟის ხელშეკრულების გაფორმებით, ბოლო მოეღო საბჭოთა კავშირს.