კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ეპიტაშვილი

ეპიტაშვილის ადრინდელი გვარი ებიტაშვილი იყო. ებიტა მამაკაცის უძველესი ქართული სახელია. ის ბევრ ისტორიულ საბუთში გვხვდება. „ელიზბარ ქსნის ერისთავმა პაპუნა გარაყანიძეს უწყალობა სოფელი თემი, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ებიტას და როინს ეკუთვნოდა”.

1963 წელს ებიტა იყო მოწმე პაპუნა ფავნელიშვილის მიერ ნიქოზის ეკლესიისთვის ბოძებული საქვრივო გლეხისა და გასამყრელო ხარის შეწირულობის წიგნისა.

მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ვერეში მცხოვრები გიორგი ებიტაშვილი.

ებიტაშვილები ცხოვრობდნენ შიდა ქართლში, კერძოდ, კასპსა და დუშეთის მხარეში. იქიდან რამდენიმე კომლი გარე კახეთში, კერძოდ, ნორიოსა და თელავში გადასულა, სადაც ზოგი ისევ ებიტაშვილად ჩაწერილა, ზოგი კი – ეპიტაშვილად.

საქართველოში 696 ეპიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 322, გარდაბანში – 300, გორში – 21. არიან სხვაგანაც.

ციმაკურიძე 

აზნაური ციმაკურიძეები თავდაპირველად ჩანდნენ ახალციხეში და „მუნიდგან იმერეთს და ამათგანი გარდმოვიდნენ ქართლს და დაეშვნენ და ჩანდნენ ვახტანგ მეფისავე დროსა აზნაურად წელსა 1717 და არიან რომელნიმე სამეფოც და საკათალიკოზოც იმერეთს და ქართლსა შინა მოსახლენი და მოხსენებულნი ტრაქტატსა შინაცა“ (იოანე ბაგრატიონი, „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა“). „ციმაკურიძე – სათაქთაქიშვილო აზნაური“. 

აზნაური ციმაკურიძეები თავად თაქთაქიშვილის აზნაურები იყვნენ. აზნაური ციმაკურიძეები შეტანილნი არიან 1783 წლის 24 ივნისს ხელმოწერილ გეორგიევსკის ტრაქტატის თანდართულ სიაში. ციმაკურიძე თავად ამილახორისშვილის აზნაურიც არის. 

საქართველოში 529 ციმაკურიძე ცხოვრობს: თბილისში – 255, ბოლნისში – 75, საჩხერეში – 48. არიან სხვაგანაც.

ჯავახიანი 

ჯავახიანი მცირერიცხოვანი გვარია. ფუძისეულად, ჯავახი, ჯავახა – რამდენიმე ქართულ გვარ-სახელში გვხვდება და თითოეულ მათგანს საფუძვლად უდევს ეთნონიმი ჯავახი. 

ჯავახ აფაქისძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში. 

ჯავახ-იდან ნაწარმოებია ძველ საქართველოში ერთ-ერთი წარჩინებული საგვარეულო – ჯავახიშვილი, ჯავახიშვილ-გამრეკელი; 

ქართლური ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან, მეთორმეტე საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფელ ხოვლეში. მეჩვიდმეტე საუკუნემდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი, წინანდელი ადგილსამყოფლის მიხედვით, ჯავახიშვილად წოდებულან. 

ჯავახიანი საჯავახიანოს წაბაძვით შექმნილ გვარად ჩანს. გვარში შემორჩენილი გადმოცემით, გვარის ნაწილი იმერეთში გადასულა, კერძოდ, ზესტაფონში (პირველ სვირში) და გვარად აუღიათ ჯავახიანი, მეორე ნაწილი ქუთაისში (ქვიტირი დასახლებულია და – ჯავახაძეები გამხდარა) ნაწილი კი, ბაღდადში წასულა და იქ ჯავახიებად ჩაწერილან. 

 საქართველოში 22 ჯავახიანი ცხოვრობს: ზესტაფონში – 14, მარნეულში – 4, სამტრედიაში – 4.

ქურციკიძე 

გვარის ფუძეა სახელი ქურცი, ქურციკა.

ისტორიულ საბუთებში გვხვდება ამავე ძირისგან წარმოშობილი გვარი ქურცაძე. 

„ქურცაძე ნათი, ფცაში მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი). იმავე სოფელში მოიხსენიებიან შიო და შოშია ქურცაძეები. 

ფუძით ქურციკა გვხვდება გვარი ქურციკაული. ზარია, სულხან, ღვთისავარა ქურციკაულები მოიხსენიებიან 1477 წელს. ლელთუბანში, მარტყოფში, სატივეში, სამწერისში მოიხსენიებიან მამაცელა, იასე, ნადირა, პაპოა და სხვა ქურციკაშვილები; კაკალა, მახარებელი, ნადირა, ფოცხვერა, შალვა და სხვები ატარებენ გვარს – ქურციკიძე. 

გვხვდება ერთ შემთხვევაში სახელი ქურცინა და მისგან წარმომდგარნი გვარი ქურცინაძე. ქურცინაძეები ამბობენ, რომ, გადმოცემით, მათი ადრინდელი გვარი იყო ქურციკიძე, მიგრაციის გამო ჩამწერებმა შეცდომით ასო კ-ს ნაცვლად ჩაწერეს ნ და ქურციკიძე გახდა ქურცინაძე. თვით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ისტორიული საბუთებით მტკიცდება, რომ გვარებს განუცდიათ ცვლილება (ქურციკიძე-ქურცინაძე). 

საქართველოში 34 ქურციკიძე ცხოვრობს: თბილისში – 12, ქუთაისში – 9, ზესტაფონში – 6. არიან სხვაგანაც. 

ლესელიძე 

გვარი მიგვანიშნებს სადაურობაზე, სადაური – ლესელი. 

ქართული გვარების ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს სადაურობის, ანუ, წარმოშობის, ადგილის აღმნიშვნელი გვარები. მაგალითად: ამ გზითაა გაჩენილი გვარები, ლესელიძე, ფხოველი, თორელი, სურამელი, ქსოვრელი, კეცხოველი, გურიელი, გვერდწითელი, ზანდუკელი, იშხნელი, ჩოხელი, ჭკუასელი, ხირსელი, ჯაყელი და სხვანი. 

ლესა საქართველოს რამდენიმე კუთხეშია დაფიქსირებული – არის როგორც აჭარაში, ისე გურიაში – ლესა სოფელია ლანჩხუთის რაიონშიც, გურიის დაბლობზე. გვაქვს, ასევე, დაბა ლესელიძე. 

ლესა წყაროებში გვიანდელი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. აქ იყო გურულთა ერთ-ერთი საუფლისწულოს ცენტრი. ლესაში დაიბადა და სიყრმის წლები გაატარა პოეტმა მამია გურიელმა. ლესაჯინე სოფელია სენაკის რაიონში, ლეძაძამე კი – საგამგებლოა. 

არის ასეთი გადმოცემა: ხვარბეთელ კაცს ნათლული ჰყოლია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში. ერთხელ, მორიგი სტუმრობისას, ოჯახში ყველა მკვდარი დახვედრია, ნათლულის გარდა. მას თოთო ბავშვი წამოუყვანია და გაუზრდია. როცა ბიჭი წამოზრდილა, ყველას ეუბნებოდა, ლესელი ვარო. 1830-იან წლებში თავად გურიელ ნაკაშიძეს ეს რომ მოუსმენია, ბიჭისთვის ლესელიძეობა გაუგვარებია. 

საქართველოში 120 ლესელიძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 61, თბილისში – 34, ლანჩხუთში– 15. არიან სხვაგანაც.

კორძაძე-კორძაია-კორძახია

1840-იან წლებში კორძაძეებს უცხოვრიათ იმერეთში, კერძოდ, სოფლებში: ბზვანი, გუბი, ვანი, ტობანიერი, ყუმური, შუამთა.

სულხან-საბას უწერია: „კორძა(ი) იღლიათა და საზარდულთა ჯირკუალი“.

ამავე ფუძისაა გვარი კორძაია. კორძაიები ერთ დროს თავადები იყვნენ. იოანე ბაგრატიონი კორძაიებს ოდიშის თავადთა შორის მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ისინი არიან გვარად კურტნისძეები – „ქართლიდან მოსულნი და ამათნი რომელნიმე თავადნი არიან და რომელნიმე აზნაურნი (ახლა მათში თავადნი არ არიან).”

„კორძაია სეხნია, სანავარდოში მცხოვრები, მას თავის სახლიკაცებთან: მამუკა, აზნაგებ, თანდარუხ კორძაიებთან ერთად, უნდა მიერთმია მთავარეპისკოპოსს სვიმონ ჩიჯავაძისთვის თითო ზუთხი, როცა იგი სანავარდოში ჩაბრძანდებოდა” (მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანების მინაწერი).

1750-1780 წლებშია შედგენილი სათავდებო წიგნი, რომელსაც ზალიკა კორძაია აძლევს ქუთათელ მიტროპოლიტ მაქსიმეს (მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევარი).

ფუძე კორძ უფრო ადრე გვხვდება სვანურ გვარში – კორძიანი. „არღუნ კორძიანს ჰყავს ძმა კიმშონ (მოკლული), ძმისწული დუდილა. სეტის ხევს და მის „შესავალ” ფაჩიანს მოახსენა „გარდაწყვეტილების” დაწერილი თავისი ძმის, კიმშონის სისხლის დაურვების შესახებ” (მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნა).

გადმოცემით, იფარსა და წვირმში მცხოვრებ კორძაიათა ერთი შტო სამეგრელოდან მიგრირებულთა შთამომავალია, ხოლო მეორე შტო წარმოშობით გვარად კვერზიანები არიან. ძველად კორძაიები ჭილაძეების აზნაურები იყვნენ.

ჯერ კიდევ დასადგენია კორძაია-კორძაძეთა ნათესაობა.

საქართველოში 1 613 კორძაძე ცხოვრობს: ვანში – 646, თბილისში – 269, ქუთაისში – 240.

1 131 კორძაია: თბილისში – 288, ხელვაჩაურში – 158, მესტიაში – 125. არიან სხვაგანაც.

559 კორძახია.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3