კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2001 წლის 7 თებერვალს. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში მიაღწევს ის წარმატებებს? 

პასუხი: მის კარმულ-კოსმიურ მისიას წარმოადგენს ის, რომ წარმოაჩინოს სულიერი თვისებები; იყოს აქტიური, ინიციატივიანი, პრაქტიკული, ენერგიული. უნდა შეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა; ასევე, სადაც საჭიროა, იყოს უშიშარი და გამოავლინოს მებრძოლის თვისებები. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე, ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. მეტად დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და კეთილშობილებას. იყოს კანონმორჩილი, სამართლიანი, დიპლომატიური. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, პოლიტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სახანძრო, სამაშველო სამსახური, სამართალდამცავი და სადაზღვევო ორგანოები, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა; სადალაქო, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება. 

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 18 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება? 

პასუხი: კარგია ქორწინება კუროსთან, თევზებთან, ტყუპებთან, კირჩხიბთან; ცოტა ფრთხილად იყავით თხის რქასთან, ლომთან და მერწყულთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. თქვენი კარმული მისიაა, იყოთ დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. იყავით ფრთხილი და წინდახედული. მაქსიმალურად სტაბილური გახადეთ თქვენი ცხოვრება. ურთიერთობებში დაეყრდენით ინტუიციას, დიპლომატიურობას – ეს არის თქვენი კოსმიური მისია და წარმატებების ფაქტორი. 

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 18 სექტემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატების მისაღწევად? 

პასუხი: უპირველესად, უნდა ემსახუროთ სამშობლოს, იყოთ პატრიოტი; აუცილებელია, კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შექმნათ სტაბილური საოჯახო და პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად დაეყრდენით ინტუიციას და ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. უნდა იყოთ ფრთხილი და წინდახედული, ასევე, ორგანიზებული და ერთგული. ირგვლივ ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. გახდით ნებისყოფიანი, მომთმენი, მშრომელი, ბრძოლისუნარიანი. ხარჯეთ ფული ყაირათიანად – ყოველივე ეს არის გამარჯვებების მომტანი ფაქტორები და, ასევე, თქვენი კოსმიური მისია. 

скачать dle 11.3