კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენიმე რჩევა სახის, თმისა და სხეულის მოსავლელად

სახე

* წვრილი ნაოჭების გასაქრობად, კანის დასაჭიმავად, ტონუსში მოსაყვანად და კანისთვის ჯანმრთელი ფერის მისანიჭებლად საუკეთესო საშუალებაა მასაჟი გარგარის კურკების ზეთით.

* ყოველთვის იქონიეთ საყინულეში მცენარეული ნახარშებისგან დამზადებული ყინულის კუბიკები, რომლითაც სახე მსუბუქად უნდა დაიმასაჟოთ საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ და დილით – მაკიაჟის გაკეთებამდე 1  საათით ადრე.

* ავტორუჯის ნაცვლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ კრაზანას ნახარში. თუ ამ სითხით ყოველდღე გაიწმენდთ სახეს, უკვე ერთი კვირის შემდეგ მიიღებთ მსუბუქი ნამზეურის ეფექტს. დამატებითი ბონუსი: არჩენს გამონაყარს და არბილებს კანს.

* შავი წერტილებისა და ჩირქოვანი გამონაყარის საწინააღმდეგო ძვირფასი ტონიკის ნაცვლად, გამოიყენეთ კალენდულას სპირტიანი ნაყენი, მაგრამ, არ შეიძლება მისი გამოყენება მგრძნობიარე, მშრალ ან აქერცლილ კანზე. 

თმა

* თმის ზრდის დასაჩქარებლად გამოიყენეთ თმისთვის განკუთვნილი ზეთი „რეპევიტი“, რომელიც, ამასთანავე, ამაგრებს თმის ძირებს. ამ ზეთს შეურიეთ 2-2 ჩაის კოვზი A და E ვიტამინები, ლიმონის წვენი და პრეპარატი „დიმექსიდი“, კარგად შეიზილეთ თმაზე და თმის ძირებში, თავზე შემოიხვიეთ ცელოფანი და გაიჩერეთ ნახევარი საათიდან 1-2 საათამდე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულით და გადაივლეთ წყალში გაზავებული ძმარი.

* თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, 1 ჩაის კოვზი „დიმექსინი“ და 1 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ თმის ძირებში და გაიჩერეთ 1-2 საათი. შემდეგ კი ჩამოიბანეთ ისევე, როგორც წინა შემთხვევაში. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

* თმიდან ცხიმიანი ნიღბის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი, ათქვეფილი კვერცხის გული ან ჭინჭრის ნახარში.

* ქერტლის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ სალბის ნახარში; თმის ძირების გასამაგრებლად – აბუსალათინის ზეთი; ბზინვარებისთვის – გვირილების ნახარში.

სხეული

* სხეულზე პილინგის გასაკეთებლად აუცილებელია ორი შემადგენელი კომპონენტი – ფუძე და გამაპრიალებელი ნივთიერება. ფუძედ შეიძლება გამოიყენოთ: არაჟანი ან ზეთი – მშრალი კანისთვის; რძე ან ლოსიონი – ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის; ხოლო, გამაპრიალებელ ნაწილაკებად – დაფქული ყავა (მოხარშულიც შეიძლება) – ნებისმიერი ტიპის კანისთვის, რომელიც, პარალელურად, კანს აძლევს მსუბუქი ნამზეურის ელფერს; შაქარი – მგრძნობიარე კანისთვის; მარილი – უხეში ან ნორმალური კანისთვის. შეურიეთ თქვენ მიერ შერჩეულ ფუძეს შესაბამისი გამაპრიალებელი მასალა და მასში ჩაწობილი დოლბანდით მსუბუქად დაიმასაჟეთ სხეული (შეიძლება, ეს სხვას გააკეთებინოთ, რათა ყველა მონაკვეთზე მოახერხოთ მასაჟის გაკეთება). თუ ფუძედ გამოიყენეთ ზეთი ან არაჟანი, პროცედურების დასრულების შემდეგ კრემის წასმა აღარ დაგჭირდებათ.

* ცელულიტების საწინააღმდეგოდ გაიკეთეთ ძმრიანი შეფუთვა: ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი; დაუმატეთ ძმრის რაოდენობის ნახევარი პიტნის, როზმარინის ან ლიმონის ზეთი. მიღებული მასა სქლად დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი, თბილად დაიფარეთ და წამოწექით 1 საათი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

скачать dle 11.3