კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ხასიათი... მთავარია?!.

 

ყველა ქალი ანგელოზი არ არის... ხასიათი სუსტი სქესის წარმომადგენლებსაც ისეთივე განსხვავებული აქვთ, როგორც ჩვეულებრივ, ადამიანებს. ეს სრულიად ბუნებრივია. თუმცა, ზოგიერთი მართლაც რომ გამორჩეულია. მაგალითად, თუ ქალს მეტისმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, მაშინ მის ხასიათში გააქტიურებას იწყებს ისეთი თვისებები, როგორიც არის: პატივმოყვარეობა, ეგოიზმი, უმადურება, დაუკმაყოფილებლობის განცდა და სიავეც. სხვათა შორის, ხასიათიც იცვლება – თუკი იცვლება ცხოვრება. მით უფრო, როცა ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ იმაზე მეტისთვის მიგიღწევია, ვიდრე ელოდი ან იმსახურებდი.

რა არის პრობლემა? უპირველესად ის, რომ ასეთი ქალები გარშემო მყოფებისგან ითხოვენ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმს. არც თავად ისვენებენ და არც სხვას ასვენებენ. თუ რამის მიღწევა უნდათ, არავის და არაფერს ზოგავენ. შეუპოვრად მიიწევენ წინ, უკან მოუხედავად. არ ეპუებიან სიძნელეებს. მათი ნელ-ნელა შეცვლილი ხასიათი თავისას შვება. ისინი იცვლებიან. თავად მიაჩნიათ, რომ უკეთესობისკენ, თუმცა – რეალურად ასე არ არის... ბევრი იფიქრეთ იმ ნაბიჯზე, რომელსაც ყველას დასანახად, თვალსაჩინოდ დგამთ და გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. ნებისმიერ ადამიანს ხასიათში ასევე აქვს სიკეთე, გულმოწყალება, სიმშვიდე და სენტიმენტალიზმი. გაააქტიურეთ ისინი და ყველაფერი კარგად იქნება.

 

შეათვალიერე თამამად...

 

კარგად დააკვირდით იმას, ვინც მოგწონთ და ვისაც ცხოვრების თანამგზავრად მოიაზრებთ. პრინციპში, რატომაც არა?! ბოლოს და ბოლოს, ისინიც ხომ გვაკვირდებიან? თანაც, ექსპერტის თვალით და, ლამის „ნაწილებად გვშლიან“. სხვათა შორის, მამაკაცებს ძალიანაც მოსწონთ ქალის მხრიდან დაუფარავი ინტერესი, უფრო ადვილად იხსნებიან და ურთიერთობაზეც ადვილად თანხმდებიან. შეიძლება, თქვენი წარმოდგენა რაინდზე აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, ვინც რეალურად გყავთ, მაგრამ, ეს ნუ დაგაკომპლექსებთ და შეგაცბუნებთ. პაემანზე წასვლა ძალიან სასარგებლო და საჭიროა. სხვა თუ არაფერი, წაივარჯიშებთ მაინც – ისწავლით, როგორ წარმოაჩინოთ მამაკაცთან თქვენი დადებითი მხარეები; ასევე, როგორ გაერთოთ ფლირტით და სიამოვნება მიიღოთ ურთიერთობისგან.

ყოველთვის შეეცადეთ, არ აჰყვეთ სტერეოტიპებს და მოიქცეთ ბუნებრივად, საკუთარი გულისა და გონების კარნახით. ერთი სიტყვით, შეათვალიერეთ თამამად, გაუღიმეთ თამამად და შეხვდით იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროდ მიიჩნევთ... რათა ჭეშმარიტად სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

ყველაფერი უკეთესობისკენ

 

მამაკაცებს მოსწონთ განსაკუთრებული და ინდივიდუალურობაგამოხატული ქალები. თუ ფიქრობთ, რომ არაფრით ხართ ამ მხრივ გამორჩეული და ძლიერ სქესს მსგავსს ვერაფერს „შესთავაზებთ“, ძალიან ცდებით. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რას მიაქციოთ ყურადღება და რა წამოსწიოთ წინა პლანზე.

უპირველესად, ნურასოდეს შეგეშინდებათ შინაგანი წინააღმდეგობის, პირიქით, მოეშვით და გაიცინეთ – ამ გზით გამოიწრთობთ ხასიათს და დაძლევთ უამრავ შინაგან კომპლექსს, რომლებსაც, შეიძლება, ვერც კი ამჩნევთ.

თქვენ ხართ ქალი, ამიტომ, თქვენი ყოფნა სამზარეულოში ან უთოთი ხელში – ბუნებრივი მდგომარეობაა, ამიტომ, შეეცადეთ, ეს საქმე ხალისით, ბრაზის, აგრესიის გარეშე აკეთოთ.

ნუ ჩამოყალიბდებით „პარანოიკად“ – ეს ჭეშმარიტად ნეგატიური მდგომარეობაა და წამგებიან პოზიციაზე გაყენებთ.

იყავით გულახდილები, დაინახეთ და აღიარეთ შეცდომები საკუთარ თავთან – ეს აუცილებელია. არ მოგიხდათ ახალი ვარცხნილობა? ნუ შექმნით ამისგან ტრაგედიას, მოიხდინეთ ახალი იმიჯი – თქვენ ეს გამოგივათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ზუსტად ამ ვარცხნილობაში მოეწონებით.

არასოდეს იფიქროთ: „მე უკვე იმ ასაკში ვარ, რომ...“ ნებისმიერ ასაკში უნდა იყოთ წარმატებული და საკუთარ თავში დაჯერებული.

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ განუცდია მარცხის, ტკივილის მწარე გემო. მაგრამ, თუ მუდმივად წინ გაიხედავთ და არ იწუწუნებთ საკუთარ უიღბლობაზე, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. 

გახსოვდეთ: ყველა სხვა მამაკაცზე უკეთესია ის, რომელიც გულწრფელად გიყვართ. თუ ამას ვერ აცნობიერებთ, ესე იგი, სიყვარულამდე ჯერ ბევრი გაკლიათ.

 

მამაკაცების შესახებ

 

ქალს გაცილებით უკეთ ესმის მამაკაცის, ვიდრე პირიქით. მაგრამ, მაინც არ გვაწყენდა რამდენიმე ძალიან საინტერესო და სასარგებლო ფაქტის ცოდნა მათ შესახებ.

* მამაკაცების 18 პროცენტს კოცნის დროს ძალიან აინტერესებს, როგორ გამოსდის მას ეს საქმე. თან, წარმოიდგენენ ხოლმე, როგორი სექსი იქნება ამ კონკრეტულ ქალთან. თუმცა, წინ ვეღარ მიდიან და ქალის მხრიდან ელიან ინიციატივას. როგორც წესი, ქალი კოცნის დროს საერთოდ არაფერზე ფიქრობს, იმდენად სიამოვნებს კოცნის პროცესი.

* მამაკაცების უმრავლესობას საშინლად აკომპლექსებს ქალის მხრიდან შენიშვნა საკუთარ გარეგნობაზე. რადგან, ისინი „ნარცისები“ არიან. 

* უცნაური ფაქტია: ქალი თავის შეყვარებულთან ხმადაბლა და ალერსიანი ხმით საუბრობს, კაცი კი პირიქით – თუ მან ხმას აუწია და ინტონაციაში მჟღერი ბგერები გაჩნდა, ესე იგი შეყვარებულია.

* თუ მამაკაცი 8 წამის განმავლობაში თვალს არ გაშორებთ, უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მოეწონეთ, თანაც – სერიოზულად. სხვათა შორის, მამაკაცს ქალის შესაფასებლად ზუსტად 4 წამი სჭირდება.

* მამაკაცებს სწორედ რომ მიუხარიათ პაემანზე, განსაკუთრებით გულმოდგინედ კი პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის ემზადებიან. 60 პროცენტი მამაკაცებისა ცდილობს, ასეთ დროს, საცვლებიც კი ახალი და გარეცხილი ეცვას. თუმცა, სითამამე მხოლოდ მათ მცირე ნაწილს არ ღალატობს.

скачать dle 11.3