კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დაავადების დროს უნდა სვათ პიტნის წვეთები

მაღალი წნევის, გაციებისა და სურდოს დროს ჭამეთ კივი

კივი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ასევე, E ვიტამინსა და მაგნიუმს. მასში ბევრია კალციუმი, რომელიც მაღალი წნევის დროს შეუცვლელია.

გაციებისა და გრიპის დროს სამი ცალი კივისგან მოამზადეთ ფაფა და მიირთვით. ეს სრულიად საკმარისია, რომ დაავადება შეგიმსუბუქდეთ.

ნოყიერი საკვების შემდეგ, რამდენიმე ცალი კივის ჭამა მოგიხსნით კუჭის სიმძიმის შეგრძნებას, ასევე, გულძმარვას.

კივი ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. არ იწვევს ალერგიას, დიდი რაოდენობით შეიცავს სეროტონინს, რაც ადამიანის ორგანიზმს სტრესისგან იცავს.

სტენოკარდიის დროს, კარგია კივის ჯემი, რადგან სწრაფად ხსნის შეტევას.

კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ენაზიმს, რომელიც აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. დილა-საღამოს მიირთვით ის და წონაში დაკლება არ გაგიჭირდებათ.

 

მარილების დაგროვების დროს სვით ბრინჯის ნახარში

მარილების დაგროვების დროს, ერთი ჩაის კოვზი დაფქული სტაფილოს თესლი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში. დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი კვირის განმავლობაში.

ოთხი ცალი ლიმონის კანი და ასი გრამი ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაასხით ორი ლიტრი გადადუღებული წყალი. დადგით ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 50 გრამი, ყოველ დილით, უზმოზე.

მარილების დაგროვების დროს, აგრეთვე, კარგია, თუ სამ სუფრის კოვზ ბრინჯს დილამდე წყალში დაალბობთ. დილით კი მოხარშავთ და უზმოზე ცივს შეჭამთ. სამი კვირის განმავლობაში ასე მოიქეცით და სახსრებში ტკივილი მალევე გაგივლით.

შვრიის ნაყენი ხელს უწყობს ღვიძლის, კუჭისა და თირკმლის მკურნალობას, სხეულიდან ქვებისა და ნალექის გამოდევნას. ერთი ჩაის ჭიქა გარეცხილ შვრიას დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ სამი ლიტრი წყალი და ადუღეთ, სანამ სითხე ერთ ლიტრამდე არ დავა. გაწურეთ და მიღებული სითხე სვით ჭამის წინ, დღეში სამჯერ, ერთი ჩაის ჭიქა.

რომელი დაავადების დროს უნდა სვათ პიტნის წვეთები

პიტნის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს. მედიცინაში პიტნისგან მიღებული მენთოლი გამოიყენება ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად, ასევე, გარეგანი მოხმარების მიზნით, შაკიკისა და კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად კი იყენებენ სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტისა და ბრონქოესტაზის დროს.

პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულისრევისა და პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება, ასევე, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

პიტნა კარგია გულისა და ფილტვების დაავადებების, ფილტვებიდან სისხლღებინების სამკურნალოდ.

20 გრამ პიტნის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით თავდახურული ორი-სამი საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ.

პიტნის წვეთები ეფექტურია კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავის სპაზმების, კუჭში უსიამოვნო შეგრძნებისა და გულისრევის დროს.

კუჭის არეში ტკივილის დროს შაქრის ნატეხზე დააწვეთეთ სამი წვეთი პიტნის ნაყენი და ენის ქვეშ დაიდეთ.

ნაყენი კი ასე მოამზადეთ: 2 ჩაის კოვზ პიტნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გაწურეთ, დაატკბეთ და ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში, ცოტ-ცოტა.

 

რა დაავადებაა სექსუალური ნევროზი და განკურნებადია თუ არა ის 

ნევროზის დაავადებას საფუძვლად უდევს ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობა. არსებობს სამი ტიპის ნევროზი: ნევრასთენიული, ისტერიული და აკვიატებული მდგომარეობის. ნევრასთენიის გამომწვევად ითვლება ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლა, უსიამოვნო განცდები, შინაგანი ორგანოების ინფექციური და სხვა სომატური დაავადებები. მისი ნიშნებია: მომატებული აღგზნებადობა, ემოციურობა, სწრაფი დაღლა, გაფანტული ყურადღება, შრომის უნარის დაქვეითება, უძილობა, მოთენთვა, უმადობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, გულისრევის გახშირება, არტერიული წნევის მერყეობა, ოფლიანობა.

ისტერიული ნევროზი ვითარდება თავისებური ხასიათის მქონე ადამიანებში. ის, შესაძლოა, გამოვლინდეს თითქმის ყველა დაავადების მსგავსი ნიშნებით. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის დროს კი, ზოგად ნევროზის ნიშნებთან ერთად, აღინიშნება სხვადასხვა სახის აკვიატებები, მაგალითად, აკვიატებული აზრები, მოქმედებები, შიშები. ზოგს ეშინია ღია ან დახურული სივრცის.

დეპრესიულ, იპოქონდრიულ და სექსუალურ ნევროზებს კი სპეციალისტები ნევრასთენიის ფარგლებში განიხილავენ.

ნევროზი მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი დანიშნული მკურნალობის კურსის ჩატარებით. ამ დროს კარგია ფსიქოთერაპია, რაციონალური ფსიქოთერაპია, ავტოტრენინგი და შთაგონების მობილიზებაზე ზრუნვა.

ნევროზი ხშირია ბავშვებშიც. ნევროზული აშლილობა ბავშვებში მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. ამ დროს ხშირია ენის დაბმა, შიშები, შარდის შეუკავებლობა, კრუნჩხვები, უმადობა, ჭირვეულობა, უაზრო მოქმედებები, ყვირილი და ასე შემდეგ. ბავშვთა ნევროზის სამკურნალოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოტრავმული მიზეზების აღმოფხვრას. მშობელმა მას უნდა შეუქმნას ფსიქოთერაპიული გარემო, მისი თანდასწრებით მოერიდოს ყვირილს, შფოთვას, დარდს, შიშების გამოვლენას.

 

რა უნდა სვათ თუ სუსტი ყელი გაქვთ და ხშირად ავადდებით ანგინით

ანგინა გლანდების ანუ ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. ის მწვავედ იწყება და ამ დროს ადამიანს აწუხებს ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. სხეულის ტემპერატურა იმატებს. ადამიანს ახასიათებს საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, კისრის მიდამოებსა და ყბის ქვეშ არსებული ლიმფური კვანძების გადიდება.

ანგინა თითქოს მარტივი დაავადებაა, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ანთება შესაძლოა, შუა ყურზეც გადავიდეს და ჯირკვლის ირგვლივ რბილი ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს, რასაც გართულებები მოსდევს. ნუშურა ჯირკვლების ანთების გადატანიდან ერთ თვეში შეიძლება, განვითარდეს რევმატიზმი, თირკმელების ანთება, გართულებები გულზე. ასევე, ანგინა უარყოფით კვალს ტოვებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, იწვევს ქოლეცისტიტსა და გასტრიტს.

ანგინის დროს ინიშნება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. თუ ანთების გამომწვევი სოკოა, ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. ასევე, ეფექტურია ადგილობრივი ზემოქმედების პრეპარატები, მაგალითად, აეროზოლები, სავლები საშუალებები, რომლებიც სალბის, ევკალიპტის, გვირილის ან სოდიანი წყლის შემადგენლობით მზადდება. მარილიანი სავლები შეგიძლიათ, ყოველ ორ საათში ერთხელ გამოივლოთ ყელში. ის ასე მზადდება: ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით ერთი სადილის კოვზი სუფრის მარილი.

თუ ანგინას თან ახლავს მაღალი სიცხე, აუცილებლად უნდა დაწვეთ და მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები. მიირთვით ბულიონი, პიურე, სვით კომპოტი და ჩაი.

თუ სუსტი ყელი გაქვთ, მოერიდეთ ცივი სითხეების დალევას, რადგან ყელის გაციება ანგინის განვითარებას უწყობს ხელს. უნდა სვათ ვიტამინების კომპლექსი ან იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, რომ ორგანიზმი გააძლიეროთ. უნდა მოერიდოთ ინფექციის კერებს, განსაკუთრებით ვირუსული ეპიდემიის დროს, რადგან ინფექციის გადადება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით – დაცემინებით ან დახველებით. ასე რომ, თუ სუსტი ყელი გაქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას თავად უნდა მიხედოთ და დროულად ჩაიტაროთ პროფილაქტიკური საშუალებები, რათა გართულებები თავიდან აიცილოთ.

როგორ დავამარცხოთ რადიკულიტი

რადიკულიტი ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთებაა. ანთება დაზიანებული ფესვების საინერვაციო ზონაში ვითარდება, ყველაზე ხშირად კი კისრის ქვემოთ და გავა-წელის არეში. დაავადებას ქრონიკული და განმეორებითი ხასიათი აქვს. ის ხშირად ემართება მას, ვინც თავს მძიმე ფიზიკური შრომით იტვირთავს, უწევს არასასურველ ტემპერატურულ და მეტეოროლოგიურ პირობებში ყოფნა.   

კისრისა და გავა-წელის რადიკულიტი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ოსტეოქონდროზი. რადიკულიტის კლინიკური სურათის ჩამოყალიბება-გამომჟღავნების თვალსაზრისით, მნიშვნელობა აქვს შინაგანი და გარეგანი ფაქტორების არსებობას. კერძოდ, ხერხემლის თანდაყოლილ ანომალიას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, დიაბეტს, პოდაგრას, ავიტამინოზს, C ვიტამინის ცვლის მოშლას, ტრავმას, გაციებას, ინფექციას, ინტოქსიკაციას და ასე შემდეგ.

გავა-წელის  რადიკულიტი იწყება წელის არეში ყრუ ან მწვავე ტკივილით, რომელიც შემდეგ წვივზეც გადადის. ამ დროს სიარული, ფეხზე დგომა და მოძრაობა ტკივილს აძლიერებს. გავა-წელის რადიკულტს ხშირად თან სდევს ხერხემლის გამრუდება და წელის კუნთების დაჭიმვა. გავა-წელის რადიკულიტის მიმდინარეობას შესაძლოა, მოჰყვეს სისხლის წნევის მომატება, ტკივილები პერიფერიული სისხლის მორფოლოგიურ სურათში და ასე შემდეგ. გავა-წელის რადიკულიტის მსგავსი სურათი ზოგჯერ ზურგის ტვინის სიმსივნეების, თირკმლისა და შარდ-სასქესო კენჭოვანი დაავადებების,  გინეკოლოგიური პათოლოგიების დროსაც ვითარდება. ამიტომ, სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია.

დაავადების მწვავე პერიოდში მკურნალობის პირველი და აუცილებელი პირობაა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. გარკვეულ შედეგს იძლევა სხვადასხვა ფიზიოპროცედურა. ქრონიკულად მიმდინარე რადიკულიტის დროს კარგია ტალახის, გოგირდის წყალბადიანი აბაზანები, პროფილაქტიკისთვის კი – კომპრესი. ის რეფლექტორულად მოქმედებს მტკივნეულ ადგილას, არეგულირებს ნერვ-კუნთოვანი ელემენტების მუშაობას და ამით ორგანიზმში ენერგეტიკულ ბალანსს ქმნის.

ქრონიკული რადიკულიტის დროს კარგია სპეციალური ვარჯიშები. დისკოგენური რადიკულიტის დროს კი, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.

ამ დაავადების თავიდან აცილებისთვის მთავარია სამუშაო პირობების მოწესრიგება, უხეში მოქმედებებისა და დიდი ტვირთისგან თავის დაცვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის დროს ყურადღების გამოჩენა და ასე შემდეგ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადების პირველივე გამწვავებისას, სრული სამკურნალო კურსის ჩატარება და ორგანიზმის გაკაჟება სამკურნალო, ექიმის მიერ დანიშნული მასაჟითა და ვარჯიშებით.

скачать dle 11.3