კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო ფაქტები ჰოლანდიის მეფე ვილემ-ალექსანდერზე

   2013 წლის გაზაფხულიდან ჰოლანდიის სამეფოს ახალი მეფე ჰყავს – დედოფალმა ბეატრიქსმა ტახტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და სამეფო გვირგვინი თავის უფროს ვაჟს, პრინც ვილემ-ალექსანდერს უბოძა, რომელიც მეფედ აკურთხეს.

* ჰოლანდიის ახალი მეფის სრული სახელი და გვარია: ვილემ-ალექსანდერ კლაუს გეორგ ფერდინანდი. იგი ორან-ნასაუს სამეფო დინასტიის შთამომავალია, რომელიც ჰოლანდიაში 1815 წლიდან მეფობს.

* ვილემ მეოთხე გახდა პირველი მამაკაცი მონარქი ჰოლანდიაში 1890 წლიდან. საუკუნეზე მეტ ხანს ჰოლანდიაში დედოფლები იკავებდნენ სამეფო ტახტს: დედოფალი ვილჰელმინა, დედოფალი იულიანა და დედოფალი ბეატრიქსი. დიდი ბრიტანეთის მსგავსად, სამეფო ტიტული ჰოლანდიაში სიმბოლურია, ქვეყანას, ფაქტობრივად, მინისტრთა კაბინეტი მართავს.

* ვილემ-ალექსანდერი დაიბადა 1967 წლის 27 აპრილს, უტრეხტში, მომავალი დედოფლის – ბეატრიქსისა და პრინც კლაუს ფონ ამსბერგის – არისტოკრატის და დიპლომატის ოჯახში. ჰოლანდიის მეფეს ორი უმცროსი ძმა ჰყავს: პრინცები – იოჰან ფრიზო და კონსტანტინი.

* ვილემ-ალექსანდერს დამთავრებული აქვს ლეიდენის უნივერსიტეტი ისტორიკოსის სპეციალობით, ასევე, ის მსახურობდა ნიდერლანდების სამეფოს საზღვაო ძალებში. ვილემ-ალექსანდერს რამდენიმე სამხედრო წოდება აქვს.

* 18 წლის ასაკში ჰოლანდიის მეფე გახდა ნიდერლანდების სამეფოს სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1998 წლიდან ვილემ-ალექსანდერი სათავეში უდგას ჰოლანდიის ოლიმპიურ კომიტეტს და სამეფოს წარმოადგენს ოფიციალურ ღონისძიებებზე, როგორც შინაურ, ისე საგარეო ასპარეზზე.

* 1998-2010 წლებში ვილემ-ალექსანდერი ნიდერლანდების სამეფო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 1999-2010 წლებში კი კრელერ-მიულერის მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს წევრი.

* ჰოლანდიის მეფის ინტერესთა სფეროშია ჰიდროტექნიკა, ავიაცია და სპორტი. 1986-1992 წლებში ის ყოველწლიურად იღებდა მონაწილეობას ნიუ-იორკის ცნობილ მარათონში. 1987 წლიდან ვილემ-ალექსანდერი სამხედრო მფრინავის მოწმობის მფლობელია. მეფეს რამდენჯერმე აქვს მიღებული მონაწილეობა აფრიკაში ჩატარებულ ჰუმანიტარულ ოპერაციებში.

* ვილემ-ალექსანდერის მეუღლეა არგენტინელი მაქსიმე სორეგიეტა. მაქსიმეს მამა არგენტინელი დიქტატორის, ვიდალის მმართველობის პერიოდში, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს: კატარინა-ამალია ბეატრიქს კარმენ ვიქტორია, ალექსია ჯულიანა მარსელა ლაურენტინა და არიანა ვილჰელმინა მაქსიმა ინიესი.

 

скачать dle 11.3