კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„მრისხანება ხანმოკლე სიცოფეა“

ერთ-ერთმა ძმამ, რომელსაც მონასტერში ცხოვრებისას ხშირად სძლევდა მრისხანება, საკუთარ თავს უთხრა: უდაბნოში წავალ, აღარავის წავეჩხუბები და ვნებისგანაც დავცხრებიო. მონასტრიდან გავიდა და უდაბნოში ცხოვრებას შეუდგა. ერთხელ ჭურჭელი წყლით აავსო და მიწაზე დადგა. უეცრად, დოქი გადაყირავდა. მეორედაც და მესამედაც იგივე განმეორდა. ბერი განრისხდა, დოქს ხელი სტაცა, მიწაზე დაანარცხა და ნამსხვრევებად აქცია. გონს რომ მოეგო, მიხვდა – მტერი დასცინოდა და გაიფიქრა: „მარტოდ ვარ, მაგრამ, მრისხანების ვნებამ აქაც მომაგნო. ჯობს, მონასტერში დავბრუნდე, როგორც ჩანს, ყველგან საკუთარ თავთან ბრძოლა და მოთმინებაა საჭირო, განსაკუთრებით კი – ღვთის შეწევნა,“ – და ბერი მონასტერს დაუბრუნდა.

მართალი სარწმუნოების გარეშე ხსნა შეუძლებელია

ბერი კირიაკოსი მდინარე იორდანის სიახლოვეს, ვიწრო სენაკში ცხოვრობდა. ერთხელ მასთან ერთი ძმა, სახელად თეოფანე მივიდა ბერობის უმკაცრესი წესების სასწავლად. როდესაც კირიაკოსმა მას მორჩილებისა და სიწმინდის შესახებ დაუწყო საუბარი, ღმრთივკურთხეული საუბრით აღფრთოვანებულმა მოსულმა დანანებით უთხრა: „არაფრით არ დაგტოვებდი და სიკვდილამდე შენთან დავრჩებოდი, მაგრამ, როგორც ნესტორიანელთა (ნესტორიანელობა – ერეტიკული მიმდინარეობა მეხუთე საუკუნეში) თანამზრახველი, ჩემს ძმობას უნდა დავუბრუნდე!“ კირიაკოსმა ნესტორის სახელი რომ გაიგო, შეწუხდა სტუმრის სულის გამო, შეევედრა, შეერთებოდა წმიდა სამოციქულო ეკლესიას: „ხსნისკენ გზა ერთადერთია, ისევე უნდა იფიქრო და გწამდეს, როგორც ფიქრობდნენ და სწამდათ წმიდა მამებს“. მაგრამ, ბერმა უპასუხა: „ყველა ერესი ამტკიცებს, რომ ადამიანს მხოლოდ მათი აღმსარებლობით შეუძლია გადარჩენა. რა ვქნა ამის შემდეგ მე საწყალმა? ყველა ღვთივსულიერს ეძახის საკუთარ სწავლებას, როგორ გავარჩიო მე ჭეშმარიტება ცთომილებისგან? ღმერთის კაცო! შესთხოვე უფალს, როგორმე გამინათოს სულიერი თვალი“. კირიაკოსმა უთხრა: „დარჩი ჩემს სენაკში და გწამდეს, რომ ღმერთი გამოგიცხადებს ჭეშმარიტებას“, – თვითონ კი განცალკევდა და ლოცვა დაიწყო ღმრთის წინაშე თავისი სტუმრისთვის.

მეორე დღის მეცხრე საათი იქნებოდა, როდესაც ნესტორიანელს წარმოუდგა კარგი გარეგნობის, მაგრამ, მრისხანე ჭაბუკი და უბრძანა, გაჰყოლოდა. უცებ ნესტორიანელი ბნელი და მყრალი ადგილის ზღურბლთან აღმოჩნდა, სადაც მან ცეცხლის ალით ოდნავ განათებულ ადგილას დაინახა ნესტორი, დიოსკორი, არიოზი და სხვა ერეტიკოსები, რომლებიც კვნესოდნენ აუტანელი ტანჯვისაგან. ჭაბუკმა თქვა: „ესაა ამათი ადგილსამყოფელი, რომლებიც უწმინდურად ბრძნობდნენ; აქვე იქნებიან მათი მიმდევრებიც. თუ შენ ეს ადგილი მოგწონს, მიეხმარე ნესტორის ან რომელიმე სხვა უწმინდურის წვალებას. თუ ამ სასჯელის გეშინია, შეუერთდი წმიდა სამოციქულო ეკლესიას, რომლის წევრია იორდანის მეუდაბნოე. ჭეშმარიტებას გეუბნები და ნუ დაივიწყებ ამას: ადამიანს ყველა სათნოება რომ ჰქონდეს, მაგრამ, უკეთურად აზროვნებდეს, ამ ადგილას მოხვდება“. ამის შემდეგ ჭაბუკი უხილავი გახდა. ნესტორიანელი გონს რომ მოეგო, ყველაფერი კირიაკოსს უამბო და სასწრაფოდ შეუერთდა მართლმადიდებელ ეკლესიას. მან თავის მოძღვართან რამდენიმე წელი იცხოვრა და აღესრულა სიმშვიდეში.

 

 

скачать dle 11.3