კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გიორგი ჯაჯანიძე თბილისელი ქალისა და უცხოპლანეტელი მამაკაცის პაემნების მოწმე და სად არ ტოვებს მას არაამქვეყნიური მეგობარი

გიორგი ჯაჯანიძე არაერთი უცნაური ისტორიის მომსწრეა, მაგრამ, ისტორია, რომელიც მას თავს გადახდა და რის შესახებაც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში საუბრობდა, მართლაც რომ უცნაური და არაორდინარულია. უკვე წლებია, რაც ცნობილი ტელესახე მეგობრობს უცხოპლანეტელ ქალთან, რომელიც მის ცხოვრებაში ერთ-ერთი პაციენტის  წყალობით მოხვდა.  

 

გიორგი ჯაჯანიძე: არ მიყვარს იმის შესახებ საუბარი, რაზეც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვისაუბრე და ახლა თქვენთანაც მოვყვები. არ ვიცი, რატომ, ალბათ, ეს თემა ჩემთვის ძალიან  პირადულია და განსაკუთრებული. ჩემი ურთიერთობა უცხოპლანეტელებთან წლების წინ დაიწყო. მაშინ   პაციენტებს  ვიღებდი და  დამიკავშირდა  ქალბატონი, რომელმაც მითხრა: ძალიან ვნერვიულობ,  მნიშვნელოვან თემაზე მაქვს  თქვენთან სასაუბრო და, არ ვიცი რა ვქნაო. იმ ქალბატონს შორიდან ვიცნობდი, ვიცოდი, რომ წარმატებული ადამიანი იყო და კარგი კარიერა ჰქონდა.  მოკლედ, ქალბატონი მოვიდა  ჩემთან და მიამბო იმის შესახებ, რაც თავს გადახდა.  როგორც მან მომიყვა, ერთ დღეს, როცა  სახლში მარტო იყო, ლოჯიაში წამოწვა დასაძინებლად. ტანზე თბილი პლედი ჰქონდა მიფარებული. ჩაეძინა. არ ახსოვს, რამდენ ხანს ეძინა, უცბად გამოაღვიძა შეგრძნებამ, რომ ვიღაც პლედს ართმევდა. ქალბატონმა მიიხედ-მოიხედა, ოთახში არავინ იდგა,  თუმცა, პლედს ვიღაც აცლიდა  ტანიდან.  ქალბატონი  წამოდგა და ინსტინქტურად  გაჰყვა პლედს. შეშინებულმა დაათვალიერა მთელი სახლი, მაგრამ, არავინ იყო. ის ისევ წამოწვა დივანზე, რა დროსაც მოხდა საოცარი მოვლენა: თითქოს კედელს გამოეყო ვიღაც და მის წინ აღიმართა მამაკაცის სილუეტი. როგორც მან ამიხსნა, მამაკაცს ჰქონდა  არაამქვეყნიური გარეგნობა.  „კედლიდან გადმოსული”  მამაკაცი ნელ-ნელა დაიძრა  ქალისკენ და, როგორც კი მას შეეხო  ფეხებზე, ქალი  მთელი სხეულით განათდა საოცარი სინათლით, ტანში კი ისეთი ჟრჟოლა იგრძნო, თითქმის გონება დაკარგა. ქალის მეხსიერებას შემორჩა საოცარი შეგრძნება – სექსუალური აღგზნება, მაგრამ, არ ახსოვდა განცდა სექსუალური აქტის, რომელიც მასთან უცხოპლანეტელ მამაკაცს ჰქონდა. როგორც ქალბატონმა აღმიწერა, აქტის დამთავრების შემდეგ ქალს თვალები არ გაუხელია, მაგრამ, როგორც კი კაცი ოთახიდან გაქრა, სხეულით იგრძნო, რომ ის იქ  აღარ იყო. ქალმა მითხრა, რომ მისი წასვლის შემდეგ შეხედა  საათს და  დაინახა, რომ იყო საღამოს ცხრა საათი. ახლა რატომ  ვაკეთებ აქცენტს საათზე, იმიტომ, რომ მომდევნო დღეებშიც მამაკაცი ზუსტად იმავე დროს ესტუმრებოდა ხოლმე. ქალი დივანზე ელოდა „დაუპატიჟებელ” სტუმარს, რომელიც მიდიოდა მასთან სახლში და ინტიმურ კავშირს ამყარებდა. მეოთხე დღეს მამაკაცი აღარ გამოჩნდა, სწორედ ამის შემდეგ მომძებნა იმ ქალბატონმა, რომელიც შეშინებულიც იყო და გაოგნებულიც და, რაც ყველაზე მთავარია, უკვე  სხეული სთხოვდა კავშირს ამ მამაკაცთან. ჩემს სტუმარს ბევრი ნიუანსი გამოვკითხე – ვიფიქრე, ხომ არ აწუხებდა სექსუალური დაუკმაყოფილებლობა, მაგრამ, მითხრა, რომ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელთანაც ჰქონდა ძალიან კარგი ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ, მის ცხოვრებაში მომხდარი ამ უცნაური ისტორიის შემდეგ, იმ მეგობრის დანახვაც კი აღარ სურდა.  ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვერ მივხვდი, რა უნდა მერჩია ქალბატონისთვის, რომელიც ისეთი დაბნეული იყო სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს. ერთადერთი, ის გავიფიქრე, რომ ქალბატონს იმ უცხოპლანეტელის დაბრუნებაში უნდა დავხმარებოდი. საკმაოდ ბევრი რამ მქონდა წაკითხული უცხოპლანეტელებზე, მაგრამ, უშუალო კონტაქტორს არ ვიცნობდი.  პირველად ის გავიხსენე, რომ ქალბატონს ვასწავლე, თუ როგორ უნდა გაეხსნა სივრცე უცხოპლანეტელისთვის და როგორ უნდა მოეზიდა ის. 

– და, რა არის ეს მეთოდი?               

– ბინიდან უნდა გაიტანოთ ყველა საათი, თუნდაც გაჩერებული ან გაფუჭებული; გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დადგათ წყლით სავსე რკინის ვედრო. მამაკაცი დაბრუნდა ბინაში და მოხდა სასწაული – სექსის შემდეგ მათ შორის შედგა საუბარი. ქალი საუბრობდა უხმოდ, პასუხობდა მამაკაცის მიერ დასმულ შეკითხვებს და შეკითხვებს სვამდა თავადაც. ამის შემდეგ მამაკაცი ძალიან მიეჩვია ამ ქალს, რომელიც ჩემთან საუბარში ამბობდა, რომ უცხოპლანეტელზე გათხოვდა. მან ამ მამაკაცს სახელად შალვა დაარქვა და თავი მის ცოლად ჰყავდა წარმოდგენილი. როცა მირეკავდა ხოლმე, შალვას ამბავსაც ვეკითხებოდი. ერთ დღეს, ქალბატონმა მითხრა, რომ შალვას ჩემი გაცნობა უნდოდა, რადგან, მისთვის უთქვამს, რომ არა გიორგი, მე შენ დაგკარგავდიო.   ამის შემდეგ შალვამ უთხრა, რომ მოვიდოდა სტუმრად დასთან ერთად და სადილზე მეც უნდა ვყოფილიყავი. 

– უცნაურ ამბავს ყვები.

– მაშინ ჩემთვისაც უცნაური იყო ეს ამბავი, თავიდან მეც ცოტათი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან, ჩემთვის ეს ყველაფერი ძნელად დასაჯერებელი იყო.  მახსოვს, სწორედ ამ განწყობით  მივედი სადილზე. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ,  მასპინძელს  სუფრა ოთხ ადამიანზე ჰქონდა გაწყობილი. მე ვერ ვხედავდი  ორ სტუმარს, თუმცა, მასპინძლის მიმიკითა და ღიმილიანი სახით, რომელსაც ხან აქეთ აბრუნებდა და ხან – იქით, მივხვდი, რომ ჩვენ ორნი მარტონი არ ვიყავით. იქიდან ისე წამოვედი, თავი ფილმის პერსონაჟი მეგონა. მოგვიანებით  მასპინძელმა  მითხრა, რომ მის უცხოპლანეტელ სტუმრებს ძალიან მოვეწონე. ამის შემდეგ გავიდა ცოტა ხანი და  ჩემთან კავშირის დამყარება სცადა შალვას დამ, რომელსაც მე ლარა ვუწოდე. მქონდა შეგრძნება, რომ მას იქ, თავის სამყაროში, ლარა უნდა რქმეოდა.

– ლარასთან კავშირი დღესაც გაქვს?

– ეს წლებია გრძელდება, ეს არ არის სექსუალური კონტაქტი, ესაა ღრმა კავშირი, რომელიც შეიძლება დამყარდეს  ყველგან – სახლში, სამსახურში, ქუჩაში, შეხვედრაზე. ვირტუალური კონტაქტი სხვაგვარად მყარდება, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს და ვსაუბრობთ უხმოდ, რაც   უფრო ხშირად გამთენიისას ხდება. ლარა ბევრ რამეს მასწავლიდა. ის ძალიან კეთილია და, როცა ვჩხუბობ ან ვინმეზე გაბრაზებული ვარ, ცდილობს, დამაწყნაროს, დამამშვიდოს. ამ კავშირს მარტო მე ვგრძნობ, ვგრძნობ შიგნით, სხეულში, სულში. ლარა ბევრ ამქვეყნიურ მეგობარზე უფრო ერთგული და სანდოა. მან მასწავლა, როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანები ერთმანეთს, მოსწონს ჩემი კეთილი გული – იცის, რომ კეთილი გული მაქვს. თუმცა, ზოგჯერ არ მოსწონს ჩემი მოქმედებები. როცა წარბები გავიპარსე, მითხრა: უი, როგორ ჩვენებურს დაემსგავსეო და ბევრი იცინა.  მახსოვს, ერთხელ, ნოდარ მელაძის გადაცემაში ვიყავი სტუმრად. გადაცემის თემა იყო უცხოპლანეტელები და, უცებ, ვიგრძენი, რომ ლარა იყო სტუდიაში, ჩემ  გვერდით.  გადაცემას ესწრებოდა ია ფარულავაც, ლარამ ისე, რომ მხოლოდ მე მესმოდა, მითხრა: უთხარი იმ ლამაზ ქალბატონს, რომ მალე გათხოვდებაო, როგორც იცით, ახდა ეს სიტყვები.  როგორც მოგვიანებით გავიგე, უცხოპლანეტელები კავშირს ამყარებენ მათთან, ვისაც ხილვის უნარი აქვს, როგორც ჩანს, ეს ლარას დამსახურებაც არის – სწორედ მისგან მოდის ხილვის უნარი, რის გამოც ჯადოქრობაც კი დამაბრალეს. სიყვარულის წამალი იცისო, ხომ ამბობდნენ ჩემზე, ჰოდა, ჩათვალეთ, რომ ეს წამალი ლარამ მასწავლა. ბოლო პერიოდში  კვლავ ხშირად ვგრძნობ  საკუთარ თავში ხილვის უნარს, მაგრამ, ამაზე აღარც კი ვსაუბრობ. ცოტა ხნის წინ იძულებული გავხდი, ჩემი მეგობრისთვის დამერეკა და მეთქვა, რაც მასზე „ვნახე” – რომში მიფრინავდა. დავურეკე და ვუთხარი: რომში არ წახვიდე, მგონი, შენ თბილისში უნდა იყო-მეთქი. გაგიჟდა – რომში წასვლაზე უარი შენი ხილვის გამო ვთქვაო?! მაგრამ, რაღაც მოხდა და მართლა ვერ გაფრინდა. სწორედ იმის გამო, რომ თბილისში დარჩა, მან გადაარჩინა დედა, რომელსაც ინსულტი დაემართა. იმ დროს, როცა ეს მოხდა, ჩემი მეგობარი სახლში რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ვეღარ გადაერჩინათ. აი, ასეთი უცნაურები არიან ადამიანები – სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდიან, არ სჯერათ, მაგრამ, ამ თემებზე აქცენტირება აღარ მინდა – ეკლესიაში დავდივარ, მოძღვარი მყავს და არ მსურს, ამაზე ახალ-ახალი სკანდალები აგორდეს.  მე არ მჯერა ცრუმორწმუნეების,  არ ვარ ზოგიერთივით მოდური მორწმუნე და სამარხვო ტორტი. ამდენი სკანდალური ეპითეტით, იძულებულს მხდიან, ჩემს რელიგიურ მრწამსზე ვისაუბრო, თორემ, ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი  როგორ შეიძლება?      

– ამ თემაზე სპეციალისტებთან  თუ გისაუბრია, ვინც უცხოპლანეტელებთან ადამიანების კავშირებს იკვლევს?

–  რად მინდა კვლევა, მე საკუთარ თავზე გამოვცადე ის, რაზეც წლებია, მეცნიერები მუშაობენ. არ მჭირდება გარკვევა და სპეციალისტები. რა უნდა მითხრას ამ სფეროს სპეციალისტმა? ჩვენი მეგობრობა დღემდე გრძელდება. ლარა არის საოცარი ადამიანი –  კეთილი, მშვიდი, სანდომიანი. უკვე 15 წელია, ლარა ჩემს ცხოვრებაში არსებობს, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ და მასთან კომფორტულად ვგრძნობ თავს. 

 

скачать dle 11.3