კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გაიმართება ქულიოს კონცერტი თბილისში და რა მოთხოვნები წაუყენა ლეგენდარულმა რეპ-შემსრულებელმა ქართველ ორგანიზატორებს

12 დეკემბერს კლუბი „მოსკოვი” მსმენელს სიურპრისს უმზადებს – წინასაახალწლოდ ქულიოს კონცერტზე ეპატიჟება. პოპულარული და წარმატებული  რეპ-შემსრულებელი თბილისს 11 დეკემბერს ეწვევა, 13 დეკემბერს კი პარიზში გაფრინდება. 50 წლის რეპერი ლას-ვეგასში ცხოვრობს, არის აზარტული თამაშების მოყვარული და, შესაბამისად, კაზინოს ხშირი სტუმარი. ძალიან მოსწონს თეთრკანიანი ქალები, არის 6 შვილის მამა, რომლებიც რამდენიმე ქალმა გაუჩინა. 

 ქულიოს თბილისში სტუმრობასთან დაკავშირებით და უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, კლუბ „მოსკოვის” პიარ და ივენთ-მენეჯერს, ნათია ცაბუტაშვილს გავესაუბრეთ.

– ვის ჩამოჰყავს ქულიო და როგორ მოახერხეთ მისი დათანხმება?

– ქულიო ძალიან დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილა, ამჯერად კი კლუბ „მოსკოვს“ ჩამოჰყავს. სიმართლე გითხრათ, ქულიოს დათანხმება ადვილი არ ყოფილა. ჩვენი პარტნიორი კომპანია „მაქსიმუმის“  საშუალებით ქულიოს პროდიუსერს დავუკავშირდით. ყოველი ნაბიჯი წინასწარ გვაქვს შეთანხმებული: რომელ გადაცემაში მივა, სად დაიბეჭდება მისი ინტერვიუ და ასე შემდეგ. „თბილისელები” კი ის ჟურნალია, რომელიც მას მოეწონა. 

– კონცერტი სად გაიმართება?

– კლუბ „მოსკოვში,“ ბამბის რიგის ¹7-ში. გადავწყვიტეთ, ჩვენი მსმენელისთვის წინასაახალწლო სიურპრიზი მოგვეწყო. ქულიო მართლა ლეგენდაა, ის ერთადერთი რეპერია, რომელმაც თუფაქთან დუეტი ჩაწერა მის სიცოცხლეში – სხვას არავის არ ხვდა წილად ეს ბედნიერება. 

– რამდენი დღე იქნება საქართველოში?

– 11 დეკემბერს თავის საქსოფონისტთან ერთად ჩამოფრინდება, 12-ში, 22:00 საათზე კონცერტს გამართავს კლუბ „მოსკოვში,“ ხოლო 13-ში შუადღეს უკვე პარიზში გაფრინდება. ეს ვიზიტი განსხვავებული იქნება, რადგან, მანამდე ფესტივალის ფარგლებში იყო საქართველოში ჩამოსული და მხოლოდ ორ-სამ სიმღერას მღეროდა. ამჯერად კი კლუბ „მოსკოვში“ ერთსაათიან კონცერტს გამართავს თავის საქსოფონისტთან ერთად. ემოციურად დატვირთული კონცერტის დასრულების შემდეგ კი საღამოს გააგრძელებს კლუბ „მოსკოვის“ დიჯეი ალექსა.

– რამდენ მაყურებელზეა გათვლილი ეს კონცერტი? 

– კლუბი მოსკოვი 500 ადამიანს იტევს. უკვე ძალიან ბევრმა გამოთქვა დასწრების სურვილი. 

– ვინც ახლა გაიგო, ალბათ, საკონტაქტო ნომერიც დააინტერესებს. 

– 5 93 03 03 04, ამ ნომერზე შესაძლებელია ბილეთების დაჯავშნა. 

– რა მოთხოვნები აქვს ქულიოს ქართველი ორგანიზატორებიგან?

– მინდა გითხრა, რომ ძალიან თავმდაბალი ადამიანია და დიდი მოთხოვნებით არ გამოირჩევა. მოითხოვა „ფრი ვაიფაი“ – ალბათ, 2000 წელს რომ იყო ჩამოსული, სასტუმროში უკაბელო ინტერნეტი არ იყო და ამიტომ; მოითხოვა „აიპადი“ – ალბათ, სიმღერის დროს სჭირდება; ასევე, მოითხოვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. როგორც აღმოჩნდა, თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო მხოლოდ „შერატონია“ და იქ იცხოვრებს. რაც შეეხება კვებას, მოითხოვა არაყი „გრეიგუსი,” შამპანური „მოეტი,” „კოკა-კოლა“ და „სპრაიტი“ – ექვს-ექვსი დიდი შეკვრა, ყველის ასორტი და თაფლი – ეს ყველაფერი კლუბში სჭირდება. გარდა ამისა, წინასწარ უნდა შეგვითანხმოს, რა მანქანით დავხვდებით აეროპორტში, რამდენი კაცი ვიქნებით და ასე შემდეგ. მანქანის მარკას თავად ირჩევს, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ოფიციალური ჩამომყვანია ტუროპერატორი „კაპიტანი პლუსი“, რომელიც გენერალური სპონსორია და უზრუნველყოფს ქულიოს ლას-ვეგასიდან გადმოფრენას. კი ვიცოდით, რომ ქულიო ძალიან პოპულარული მომღერალი იყო, მაგრამ, ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა, არ გვეგონა. ყველა გვიკავშირდება და თავის მომსახურებას გვთავაზობს, თუმცა, მათ შორის, ვისთანაც აქამდე მქონია ურთიერთობა სხვადასხვა პროექტში, უპირატესობა სწორედ მათ მივანიჭე. პროექტის მხარდამჭერია ასევე, „აფიონ პლუსი“, რომელიც ქულიოს საჩუქრად გადასცემს „აიპედს“.

– იმ დღეებს, რომლებსაც ქულიო თბილისში გაატარებს, ცხადია, ორგანიზატორები გამოიყენებთ. სად გეგმავთ მის გასეირნებას?

– თბილისსა და მცხეთას აუცილებლად დავათვალიერებინებთ. მას შემდეგ, რაც ქულიო საქართველოში არ ყოფილა, ჩვენთან უამრავი რამ შეიცვალა, ასე რომ, სანახავი ბევრი ექნება. მოკლედ კლუბი „მოსკოვი” თავიდან ბოლომდე ემზადება იმისთვის, რომ ქულიოს ღირსეულად დავხვდეთ, ყველაზე მეტად კი ის გვიხარია, რომ კონცერტზე მოსული ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩება. 

 – ქულიოს კონცერტი წინასაახალწლო სიურპრიზია ქართველი მსმენელისთვის. ამ წელს კიდევ გეგმავთ ვინმეს ჩამოყვანას?

– ჩვენ ქულიოთი ვიწყებთ და, რა თქმა უნდა, საახალწლოდაც ვგეგმავთ ძალიან ცნობილი მომღერლის ჩამოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ – სიურპრიზად დავტოვოთ. ჩვენ ხშირად გვეყოლება სტუმარი არა მხოლოდ ამერიკული და ევროპული შოუ-ბიზნესიდან, არამედ, რუსეთიდანაც. ასე რომ, კლუბი „მოსკოვი“ თავის ხმამაღალ სიტყვას აუცილებლად იტყვის. 

 

скачать dle 11.3