კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს დედმამიშვილებმა ერთმანეთი და ვინ ეძებს საქართველოში მამასა და ნახევარდებს

 ეკატერინე ნიკოლოზის ასული ხარაშინა  (მეუღლის გვარზეა), ეძებს ანდრეი ნიკოლოზის ძე ონიშაკს. ასევე, 69 წლის ვლადიმირ ალონცევი (მამინაცვლის გვარზეა) ეძებს მამას – ალექსი მაზანაშვილსა და ნახევარდებს, გვარად მაზანაშვილებს (სახელები უცნობია).

ჟურნალისტის შენიშვნა: დღევანდელ ჩვენს რუბრიკაში წარმოდგენილია ორი სხვადასხვა ისტორია. ერთში და, ეკატერინე ნიკოლოზის ასული ხარაშინა (რომელმაც უკრაინიდან მომწერა), ეძებს ძმას – ანდრეი ნიკოლოზის ძე ონიშაკს; ხოლო მეორეში – რუსეთში მცხოვრები 69 წლის შვილი ეძებს ქართველ მამას – ალექსი მაზანაშვილსა და ნახევარდებს. ვთხოვ მკითხველს, ყურადღებით წაიკითხოს თითოეული ისტორია და, თუკი ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია დაკარგულების შესახებ, დაუყოვნებლივ გამოგვეხმაუროს.

ისტორია I: ჩემი ძმა, ანდრეი ნიკოლოზის ძე ონიშაკი, მსახურობდა საქართველოში, ქალაქ თბილისში, სადაც შემდგომ მან ბინაც კი მიიღო და საბოლოოდ საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. პირადად მე, ჩემს შვილთან ერთად, რუსეთიდან ძმასთან სტუმრად მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩასული, მეტჯერ მატერიალურად ვერ მოვახერხე. სამწუხაროდ, ძმის მისამართი დაგვეკარგა. ბოლოს ჩემი ძმა მაშინ ვნახე, როდესაც ის დედის სანახავად სოფელ სუხაია ბალკაში ჩამოვიდა, ეს იყო 1988 წელს. მას შემდეგ ჩვენ შორის კავშირი აღარ შემდგარა. ძალიან მენატრება ჩემი ძმა და მინდა მისი ნახვა.  ამდენი წლის განმავლობაში მე სხვადასხვა ხერხით უშედეგოდ ვეძებდი და ამჟამად მხოლოდ თქვენი იმედიღა მაქვს. ძალიან გთხოვთ, გვაპოვნინეთ დედმამიშვილებს ერთმანეთი.

ისტორია II: შორეულ 1943 წელს გერმანიის მიერ ტულის მხარის ოკუპაციის დროს, ახალგაზრდა გოგონამ, სახელად ანამ, გაიცნო ქართველი ჯარისკაცი – ალექსი მაზანაშვილი, რომელიც იმ დროს ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება და, ამ დიდი სიყვარულის შედეგად, 1944 წლის 6 მარტს დაიბადა ბიჭი, სახელად ვლადიმირი. ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ ალექსიმ განაგრძო სამხედრო სამსახური, თუმცა, შეყვარებულთან კავშირს არ წყვეტდა. დასრულდა დიდი სამამულო ომი, ალექსი მაზანაშვილი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ, ანასთან მიმოწერა არც მაშინ შეუწყვეტია. გავიდა დრო და ალექსიმ სამშობლოში ცოლი მოიყვანა, ანაც გათხოვდა და მისმა მეუღლემ მის შვილს – ვლადიმირს, თავისი გვარი მისცა. ამიტომ, ამჟამად ვლადიმირი ალონცევია. 1976 წლის გაზაფხულზე ალექსი მაზანაშვილი ჩასული იყო შვილის სანახავად (ამის დასამტკიცებლად გიგზავნით ფოტოს, რომელზეც არიან ალექსი, ვლადიმირი და პატარა გოგონა – ირინა). ალექსიმ შვილს დაუტოვა საჩუქარი, თავისი მისამართი საქართველოში და უთხრა, რომ მას ჰყავს ორი ქალიშვილი და, ძალიან უნდა, რომ ვლადიმირმა და მისმა გოგონებმა ერთმანეთი გაიცნონ (აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ალექსის ოჯახმა იცოდა ვლადიმირის არსებობის შესახებ). მამის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვლადიმირმა მას მისწერა წერილი, მაგრამ პასუხი არ მოსვლია. სავარაუდოდ, წერილი ადრესატამდე არც მისულა. ასე დაიკარგა კავშირი მამა-შვილს შორის. ამჟამად ვლადიმირი 69 წლისაა მარტში უკვე 70-ის გახდება. მისმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ მას მამის ნათესაობისა და მისი ნახევარდების პოვნაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ვინმე წაიკითხავს ჩვენს წერილს და გამოგვეხმაურება. თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიებთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3