კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ იკეთებს მამაკაცი საქორწინო ბეჭედს და ცდილობს თუ არა ის ამ გზით, თავი მარტოხელად გაასაღოს

არსებობენ მამაკაცები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ იმით, რომ ერთდროულად რამდენიმე ქალთან აქვთ ურთიერთობა, რომ მათზე „მოთხოვნა“ დიდია და, უხარიათ, როცა ქალები მათ გამო ჩხუბობენ.  ფსიქოლოგების აზრით, ეს ამ მამაკაცების არასრულფასოვნების გამოხატულებაა და, ბუნებრივია, ფსიქოლოგების ეს დასკვნა ვერაფერი შეღავათია იმ ქალბატონისთვის, ვისაც ამ ტიპის მამაკაცი ერგება პარტნიორად. მით უფრო – ქმრად. ცხადია, არც ერთ ცოლს არ უნდა სხვა ქალთან ზიარი ქმარი, თუმცა, ურთიერთობის ერთი ხელის მოსმით დასრულება ყველას არ შეუძლია სრულიად გასაგები მიზეზების გამო. გამოსავალი ძნელი საპოვნელია. თუმცა, ისიცაა, რომ, რაც უფრო დიდხანს ეცდები, შეინარჩუნო მოღალატე, მით დიდ სტრესს მიიღებ და საკუთარ თავსაც დააზარალებ.

 

ნატალია (32 წლის): ყველაფერი დაიწყო იმით, რომ, ერთ დღეს, ჩემი ქმარი სახლში საქორწინო ბეჭდის გარეშე დაბრუნდა. ოთხწლიანი თანაცხოვრების მერე ძლივს დავფეხმძიმდი და ყველა წვრილმანს ემოციურად აღვიქვამდი. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ, იმიტომ არა, რომ ბეჭდის თვითღირებულება იყო მეტისმეტად დამაზარალებელი. ცრუმორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, ამჯერად ძალიან ავღელდი – ჯვარდაწერილი საქორწინო ბეჭდის დაკარგვა ცუდის ნიშნად ჩავთვალე.

– იფიქრეთ, რომ ოჯახი დაგენგრეოდათ?

– ჩვენი ურთიერთობა თითქოს არ იძლეოდა ამის საფუძველს, მაგრამ, მაინც გულზე მომხვდა. ქმარმა მითხრა, ვწუხვარ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, სად მომძვრა. უამრავ ადგილას ვიყავიო. რატომღაც, ვერ მოვისვენე, ავფორიაქდი და, ნერვიულობისთვის წერტილი რომ დამესვა, წავედი და ახალი ბეჭედი ვიყიდე.

– რა იყო ამ საქციელის მიზეზი – შეგეშინდათ, რომ საქორწინო ბეჭდის გარეშე თუ ივლიდა, თქვენს ქმარზე კაცებზე მონადირე ქალების თავდასხმები განხორციელდებოდა?

– ქვეცნობიერში, ეტყობა, ესეც ვიფიქრე. ქალების ამბავი ხომ იცით?! კაცის მიმართ სრული ნდობა არ გვაქვს – ეს უკვე კანონზომიერებად იქცა.

– რატომ, ამჩნევდით ქმარს რამეს?

– შემჩნევა სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქმარს ბოლომდე არ ენდო. იმდენი გამაოგნებელი ამბავი გესმის ყველა მხრიდან, ისეთ საზიზღრობებს სჩადიან ქალები და ისე გაუქრათ პასუხისმგებლობა მამაკაცებს, ძალიანაც რომ არ გინდოდეს, ეჭვი მაინც გაგიჩნდება. თუმცა, ისეთი ცოლი მაინც არ ვყოფილვარ, ქმარს ფეხდაფეხ რომ დასდევს და გასაქანს არ აძლევს. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი პირადი სივრცე ჰქონდეს.

– თუმცა, კაცებს ეს „პირადი სივრცე“ თავისებურად აქვთ „გადათარგმნილი“, ანუ: „გავიგულავებ“ და ეს არ არის პრობლემა. 

– გეთანხმებით. ახლა ვხვდები, რომ ვცდებოდი. ქმრების უმრავლესობა ბოროტად იყენებს იმ „თავისუფალ სივრცეს“, რომელსაც ცოლი უტოვებს. ეტყობა, ჩვენი კაცები ვერ ჩამოყალიბდნენ „მაღალ მატერიებად“, პრიმიტივებად დარჩნენ. მიაჩნიათ, რომ მათთვის უნდა იბრძოლო, ვიღაც დაბალი ზნეობის ქალს თავ-პირი დაალეწო და ასე დაუმტკიცო, რომ გიყვარს. ჩემი ცივილიზებული ქცევა ბუმერანგივით დამიბრუნდა, თუმცა, არ ვნანობ. ვერ დავეშვები იმაზე დაბლა, რა დონეზეც ახლა ვარ, არ მინდა. მოკლედ, მეორე ბეჭდის დანახვა ჩემს ქმარს დიდად არ ესიამოვნა – რა უცნაური ხარ. ახლა ისედაც ბევრი ხარჯი გვქონდა. ჯანდაბას, გავიკეთებ, თუმცა, ვერც უბეჭდოდ სიარულში ვხედავდი ტრაგედიასო.

– ამით დაასკვენით, რომ გღალატობდათ?

– არა, რას ბრძანებთ. პარანოიკი კი არ ვარ. უბრალოდ, არ მესიამოვნა და ეს იყო. ერთი თვის შემდეგ მისი თითიდან ბეჭედი ისევ გაქრა. ბავშვი ორი-სამი დღის გაჩენილი მყავდა. ვეღარც ვინერვიულე და ვერც ჯეროვანი ყურადღება მივაქციე ამ ამბავს. კიდევ ერთი, ახალი ბეჭდის ყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ვზრდიდი ბავშვს, ჩემი ქმარი სამსახურში დადიოდა... ერთ დღეს კი ჩემმა დაქალმა დამირეკა: უნდა მოვიდე და დაგელაპარაკო. როდემდე უნდა იჯდე ჭურში და ითმენდე შეურაცხყოფასო. ეგრევე მივხვდი. ქალებს ინტუაცია არასდროს გვღალატობს. პრინციპში, ფსიქოლოგიურად მომზადებული დავხვდი ინფორმაციას. ჩემი დაქალი უზომოდ იყო შეწუხებული: შენმა იდიოტმა ქმარმა ბეჭდები კი არ დაკარგა, გაყიდა და ფული იმ ქუჩის ქალს დაახარჯა – გუშინ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ვახშმობდნენ ძვირად ღირებულ რესტორანშიო... ამ ამბის ასე დატოვება არ შეიძლებაო. შენ არ გცალია, ბავშვს უზიხარ. თუ გინდა, მე მოვიპოვებ საჭირო ინფორმაციას და, ისეთ დღეს დავაყრი მაგ უსირცხვილო დედაკაცს, შენი ქმარი კი არა, კაცი რომ არსებობს საერთოდ, ისიც კი დაავიწყდებაო. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ, საკუთარი თავის გაკონტროლება შემიძლია. დაქალს ვთხოვე, არ ჩარეულიყო ჩემი ოჯახის საქმეში და დაევიწყებინა, რაც ნახა. გაოგნდა, მაგრამ, წინააღმდეგობა ვერ გამიწია, თუმცა, საკმაოდ ნაწყენი წავიდა. დავჯექი, ჯერ მაგრად ვიტირე, მერე კი დავიწყე იმაზე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ორი თვის ჩვილით ხელში მარტო დარჩენა არ შემეძლო. სად უნდა წავსულიყავი? ვერც იმას ვიზამდი, რომ სკანდალი მომეწყო ქმრისთვის, ერთი ამბავი ამეტეხა და ისევ მასთან დავრჩენილიყავი, ვითომ არაფერი მომხდარა. ამიტომაც, გადავწყვიტე, ჯერჯერობით ისე დამეჭირა თავი, ვითომ არაფერი ვიცოდი – იქნებ, დროებითია და თავისით გაუაროს-მეთქი. მინდა, კარგად გამიგოთ, რთულია, უცებ, ჩვილი ბავშვით ხელში, უსახსროდ დარჩენა. მშობლებს ვერ მივადგებოდი. ვერც ბავშვს დავტოვებდი დედის ყურადღების გარეშე. გადაწყვეტილება მძიმე იყო და, მარტო მე ვიცი, რის ფასად დამიჯდა ამ ყველაფრის გადატანა. საშინელი, უმძიმესი სტრესი მივიღე. საკუთარი  თავი მეცოდებოდა. ერთი წლის განმავლობაში ვინ აღარ დამირეკა და მომახსენა ჩემი ქმრის ღალატის ამბავი. მისი საყვარელი ისე ამიწერეს თავიდან ფეხებამდე, ქუჩაში რომ შემხვედროდა, ვიცნობდი. დედაჩემის ყურამდეც კი მივიდა ეს ამბავი. სახლში მომადგა და დამიწყო „ბურღვა“: უთავმოყვარეო და სულელი ხარ. რაში გჭირდება ასეთი ქმარი, გააგდე, მე დაგიდგები მხარშიო. ვუხსნიდი, რომ, არ მინდოდა, ჩემი შვილი უმამოდ გაზრდილიყო. იქნებ, პერიოდი აქვს ასეთი, გაუვლის და ყველაფერი ძველებურად იქნება, ერთი შანსი უნდა მივცე-მეთქი. ეტყობა, მეტისმეტად გულუბრყვილო ვიყავი, თორემ, კაცი რომ ამაზე წავა, იმასთან კეთილგონიერება აღარ ჭრის – მთელი ჩემი გმირული თავშეკავება ჩალის ფასი აღმოჩნდა. ჩემი ქმარი მუდმივად კარგ გუნებაზე იყო, გაბადრული და გაღიმებული დადიოდა. სამსახურში ყველაფერი კარგად ჰქონდა, ფულიც გაუჩნდა. ვგრძნობდი, რომ მატყუებდა, რომ თანხის რაღაც ნაწილი გაურკვეველი მიზნებისთვის იხარჯებოდა, მაგრამ ვდუმდი. ველოდი, როდის გაირკვეოდა და დასრულდებოდა ყველაფერი. თუმცა, დასასრული ისეთი არ აღმოჩნდა, როგორის მოლოდინიც მქონდა. ერთ საღამოს ქმარმა გამომიცხადა, რაღაც მოხდა და, მინდა, დაგელაპარაკოო. ვიფიქრე, ეტყობა, აზრზე მოვიდა, გულს გადამიშლის და პატიებას მთხოვს-მეთქი. თურმე, სადა ხარ... უტიფრად მომახსენა: გაორებული ვარ. სხვა ქალი შემიყვარდა და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მის გარეშე ვეღარ ვძლებ, თუმცა, შენ და ბავშვიც ძვირფასები ხართ ჩემთვის და ვერ მიგატოვებთ. რამე გამოსავალი უნდა მოვიფიქროთო. ვიგრძენი, ტკივილმა და ელდამ როგორ გამიყინა შიგნით ყველაფერი. მუხლები მომეკვეთა და ისეთი სისუსტე ვიგრძენი, რომ არ წავქცეულიყავი, დავჯექი. შენ რა გინდა, მე თვითონ გაგაგდო სახლიდან-მეთქი? – ვკითხე. არაო. ხომ გითხარი, ოჯახიც მჭირდება. მე უკეთესი რაღაც მოვიფიქრე: მოდი, არავინ რომ არ დაზარალდეს, ასე მოვიქცეთ: კვირაში სამი დღე იმასთან ვიქნები, ოთხი დღე – თქვენთან. არაფერს მოგაკლებთ. მთავარია, სკანდალები არ მომიწყო და მშვიდად ვიცხოვროთო. ეს ბოლო წვეთი იყო ჩემი მოთმინების ფიალაში. ცრემლიც კი აღარ მქონდა და ვერ ვიტირე. მშვიდად ვუთხარი, მე ასე არ შემიძლია. წადი მასთან და როცა მიხვდები, ვინ უფრო ძვირფასია შენთვის, საბოლოოდ იმასთან დარჩი-მეთქი. არც სკანდალი ამიტეხავს და არც არაფერი. თავისი ნივთები ჩავულაგე და გავუშვი. წასვლისას მითხრა, ეგოისტი ხარო. შენგან განსხვავებით, იმას პრობლემა არა აქვს, მაგრამ, ცოლები მესაკუთრეებად ყალიბდებით და ქმრებს სულს გვიხუთავთო. მარტო ამ სიტყვებისთვის იყო გასალანძღი და ამოსაშლელი ჩემი ცხოვრებიდან. მისი წასვლის მერე ძალიან ცუდად ვიყავი, დეპრესიიდან ძლივს გამოვედი და ძლივს დავიბრუნე სიცოცხლის სურვილი. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ქმარი ერთხელაც არ გამოჩენილა. მხოლოდ რაღაც თანხას გვიგზავნიდა ყოველთვიურად და ამით იხდიდა თავის ვალს ჩვენ წინაშე. მეგობრების, ოჯახის წევრების დახმარებით ფეხზე დავდექი. მალე სამსახურში გავედი, ბავშვს ძიძა ავუყვანე და ცოტა თავსაც მივხედე... ერთი თვის წინ კი, სრულიად მოულოდნელად, ჩემი ქმარი გამომეცხადა. აბსოლუტურად ჩვეულებრივად შევხვდი. სახლშიც შემოვუშვი. ბავშვს გაეთამაშა. რამხელა გაზრდილაო, – გაუკვირდა. წარმოიდგინეთ, რვა თვის განმავლობაში საერთოდ არ ჰყავდა ნანახი. მითხრა, იმასთან ყველაფერი დავასრულე და თქვენთან მინდა დაბრუნება. შეგიძლია, მიმიღოო? ანუ, რას მთხოვ, გინდა, გაპატიო-მეთქი? იმის მაგივრად, რომ რაიმე სინანული მაინც გამოეხატა, სრულიად არაადეკვატური პასუხი მივიღე: საპატიებელი რა მჭირს, ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე – ერთი წლის განმავლობაში იცოდი, რომ საყვარელი მყავდა და არაფერი გააკეთე, არ იბრძოლე ჩემთვის. ელოდებოდი, საბოლოოდ როდის ჩამიგდებდა ის ხელში. ეტყობა, დაიღალე ჩემგან, შენც სხვა გყავდა და მარტივად მიშორებდი თავიდანო. გეკითხებით, რისი ღირსი იყო ამ სიტყვების შემდეგ? ისეთი აგრესია და სიძულვილი ვიგრძენი მის მიმართ, მომინდა, ამეღო მძიმე ნივთი და თავში ჩამერტყა მისთვის. უცებ წამოვხტი, მოვკიდე მის ქურთუკს ხელი და ფანჯრიდან მოვისროლე, მერე კი მთელი ხმით ვუყვირე, გაეთრიე აქედან-მეთქი. ეტყობა, ამას არ ელოდა. გაოცებულმა შემომხედა. გიჟი ხარ და ისტერიჩკაო – ცოლები ხომ „ისტერიჩკები“ ვართ, როცა ისე არ ვიქცევით, როგორც ქმრებს ნებავთ. მოკლედ, მხოლოდ საკუთარ თავს ვავნე. მამაკაცზე უმადური არსება არ არსებობს. ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო მხოლოდ ჩემი და ჩემი შვილის სურვილებით. მირეკავს და მეხვეწება – შემირიგდიო, მაგრამ, ვიცი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ჯერ ერთი, მის მიმართ გრძნობა საერთოდ აღარ მაქვს; მეორეც – უკვე ზუსტად ვიცი: თუ ვაპატიებ და მივიღებ, კიდევ გაიმეორებს თავის უზნეო საქციელს. ის, ვინც ერთხელ ასე უსინდისოდ გიღალატებს, სანდო აღარ არის.

 

скачать dle 11.3