კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი საცხოვრებელი ბინა აქვს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ბრიუსელიდან თბილისის გავლით გუდაურამდე

საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი 1963 წელს დაიბადა და, როგორც მისი ოფიციალური ბიოგრაფია გვამცნობს, ორი სრულწლოვანი შვილი ჰყავს. სამწუხაროდ, მინისტრის პირველი მოადგილის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიაც ხატოვანია (როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს ზედა მმართველი რგოლის შემთხვევაში) და გვატყობინებს, რომ ქ-ნ მიზანდარს „გააჩნია 24 წლის მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილება, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობას, საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების მართვას, კულტურათაშორისი დიალოგის წარმოებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ევროპაში, კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევასა და დაცვას, საჯარო უწყებათა ინსტიტუციური განვითარების, კომუნიკაციის, თვალსაჩინოების ამაღლებისა და საკადრო პოლიტიკის სფეროებს.“

მინისტრის პირველ მოადგილეს სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი დაუმთავრებია და მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურაც მიუყოლებია. 1988-1993 წლებში გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, ანტიკური ხელოვნების განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. 1994 წლიდან 1997 წლამდე შპს Grenadier Georgia Communications ხელმძღვანელობდა. 1994 წლიდან 2005 წლამდე ეწეოდა სამეცნიერო, მთარგმნელობით და საგამოფენო საქმიანობას ბელგიას, საფრანგეთსა და გერმანიაში. 2006 წელს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში, გადავიდა გენერალური დირექტორატის EuropeAid Co-operation Office დირექციის „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და რუსეთი“ დირექტორის თანაშემწედ კადრების დარგში, ხოლო 2007 წლიდან 2009 წლამდე იმავე დირექციის ინსტიტუციური განვითარების განყოფილების პროგრამის მენეჯერად დაინიშნა. 2010 წლიდან დამოუკიდებელ ექსპერტობას ეწეოდა, 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის მაისამდე კი თბილისში, ევროპის სახლის პროგრამების დირექტორად მუშაობდა. 2012 წლის აპრილიდან ევროკავშირის მონიტორინგის ექსპერტად დაუწყია მუშაობა. 2012 წლის 6 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2013 წლის 9 იანვარს მინისტრის პირველ მოადგილედაც დაწინაურდა.

რაკი ჩინოვნიკური საქმიანობა შარშან დაიწყო, მისი პირველი საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციაც 2013 წლის თებერვლით თარიღდება. ოჯახის წევრებად არავის მიუთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქ-ნი მიზანდარი მარტო ცხოვრობს. შესაბამისად, მისი საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა ბრიუსელში, 100 კვადრატული მეტრი ფართობის; საცხოვრებელი ბინა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, 50 კვადრატული მეტრი ფართობის და სამი საცხოვრებელი ბინა გუდაურში – 56, 54 და 30 კვადრატული მეტრი ფართობების.

ამას გარდა, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების რამდენიმე მოძრავ ნივთსაც ფლობს, კერძოდ, ფერწერულ ტილოებს: ირაკლი ფარჯიანის, ლადო გუდიაშვილის, სუთიძის, აბრამიშვილისა და ვახტანგ ბუღაძის.

„პროკრედიტბანკში“ ორი ანაბარი აქვს გახსნილი, რომლებზეც, შესაბამისად, ინახავს: 6 000 ევროსა და 2 000 ლარს. ხოლო, დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, 15 000 ევრო ჰქონდა.

2012 წლის განმავლობაში, როგორც ევროპის სახლის პროგრამების დირექტორმა, 12 500 ევრო აიღო, ხოლო, როგორც „აი ბი ემ“ ევროკავშირის პროექტების მონიტორინგის ექსპერტმა – 40 000 ევრო. დეკლარაციით ვიგებთ, რომ ქ-ნ მიზანდარს, 159 000 ევროს კრედიტი აქვს აღებული, რომლის მომსახურებაც გასულ წელს 13 764 ევრო დასჯდომია. ამას გარდა, სხვა ხარჯიც ჰქონია – ბინის რემონტისთვის 6 000 ევრო დაუხარჯავს.

 

скачать dle 11.3