კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწუხარება ბელორუსიის სიხარულსა ზედა

ბიუჯეტს თეთრიც არ მოაკლდება

 

ბელორუსიის პრეზიდენტმა, თუმცა ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას რფ-სთან საბაჟო კავშირი არჩია, გასულ კვირას „ბელაზის“ თანამშრომლებს მეტად საინტერესო რამ აუწყა, კერძოდ, პროექტ „დიდი ოჯახის“ დაწყება.

როგორც ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილი ბ-ნი ლუკაშენკო გვპირდება (ჩვენ რა, ბელოუსიის მოქალაქეებს ჰპირდება), რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მაგალითად, ამგვარი: წყვილებს საბანკო ანგარიშს გაუხსნიან და ბავშვების შემატებისთანავე თანხას ჩაურიცხავენ (რაც მეტ ბავშვს გააჩენენ, მით მეტ თანხასაც მიიღებენ სახელმწიფოსგან: პირველისთვის – 10 000 აშშ დოლარს, მეორისთვის – 20 000-ს, მესამისთვის კი – გაორმაგებულს), იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო მათ ბინითაც უზრუნველყოფს.

მეორე მხრივ, არც ჩვენი მთავრობაა უქმად და, თუ მთლად შობადობის სტიმულირებას ვერ ეწევა, ჯანსაღ გარემოზე მაინც ზრუნავს. კერძოდ, გასულ კვირას, მაშინ, როდესაც ბ-ნი ლუკაშენკო მრავალშვილიანობის მატერიალური წახალისების გზებს ეძებდა, ჩვენებურებმა თამბაქოს კონტროლის 6-წლიანი გეგმა დაამტკიცეს, რისი მიზანიც, როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ გვაუწყა, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა (ისე, არანაკლები, თუ მეტი არა, ზიანი არასრულფასოვან კვებას მოაქვს). ღონისძიებებს კი რამდენიმე მიმართულებით გვპირდებიან: აქეთ –  საგანმანათლებლოსკენ, იქით – თამბაქოზე აქციზის თანდათანობით გაზრდისა და ჯარიმების გააქტიურებისკენ.

ეს იდეაც, უდავოდ, კეთილშობილურია, ზედაც, ბიუჯეტის შევსებაზე ორიენტირებული და, რაც მთავარია, ბ-ნი ლუკაშენკოს იდეისგან განსხვავებით, მთავრობისგან მხოლოდ ქაღალდებზე ხელმოწერას მოითხოვს (ბიუჯეტს თეთრი არ მოაკლდება, რადგან, ხერხი სჯობია ღონესა, თუ მთავრობა მოიგონებსა)! 

скачать dle 11.3