კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღრმაც და ყოვლისმომცველიც?!

„დიდხანს გელოდი, ახლა ჩემი დროა“

 

თუმცა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირებას დიდხანს ველოდით, უკვე პარაფირებულები მთლად ისეც ვერ აღგვაგფრთოვანა; უფრო ზუსტად, ნაწილი – დიახაც რომ, აღაფრთოვანა, მეორენი – არც ისე, მესამენი – ზედაც, შეაშფოთა. თუმცა, გული საგულეს არც ერთს არ გვაქვს, რადგან, მომავალ ერთ წელს, ხელმოწერამდე, რფ-სგან ახალ-ახალ სიურპრიზს ელიან (ელიან, ვინაიდან, ევროკავშირის ალტერნატივად ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს საბაჟო კავშირი ესახება, რომელშიც უკვე შეგულებული ჰყავს გასაწევრიანებლად რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა).

ასეა თუ ისე, აწ უკვე ევროკავშირი გვპირდება, რომ კარი გაგვიღო (თუ გავიხსენებთ, რომ, იქით – „ნატოს“ კარიც ღიაა, ორპირში, თუ დროზე არ გვისაშველეს, შესაძლოა, ფილტვების ანთებაც კი ავიკიდოთ). 

ერთი სიტყვით, ჯერჯერობით, პოსტსაბჭოთა სივრციდან ევროკავშირს აღმოსავლეთით პარტნიორობის პროგრამიდან მხოლოდ ორნი შემოვრჩით – ჩვენ და მოლდოვა (პათოსით: „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ღამე, მე და ღამე“. ბუნებრივია, ამ კონკრეტულ „ღამეში“ მოლდოვა იგულისხმება). მაგრამ, ამ ჩვენი ორის პარტნიორი ევროპა, რატომღაც, გამოვიდა ინიციატივით, რომ ბიომეტრული პასპორტების მქონე მოლდოველებისთვის 2014 წლიდან უვიზო რეჟიმი დაამყაროს. ჩვენ, ბუნებრივია, გული დაგვწყდა (ფილტვების ანთების სამკურნალო ფულს მაინც არ გამოგვიგზავნიან?!), თუმცა, თუ ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებს გავიხსენებთ, ევროკავშირის მოქალაქეებს მეტად ხშირად  და კრეატიულად რომ ძარცვავენ, იქნებ, არც ტყუის ევროკავშირი?! 

скачать dle 11.3