კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აურია ყველაფერი თაკო ჩორგოლაშვილმა გაგა თოდუას ცხოვრებაში და რაზე არ ეუბნება გაგა პარტნიორს უარს

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამ სეზონის, მართლაც ვარსკვლავური შემადგენლობის გათვალისწინებით, სიმართლე უნდა ითქვას, რომ „იმედის“ დილის გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს – თაკო ჩორგოლაშვილს მოგების დიდ შანსებს არავინ უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ, მეგაპროექტის ერთგულმა მაყურებელმა თაკოსა და გაგა თოდუას წყვილი პირველივე კონცერტზე შეიყვარა და ახლა მათ მიერ იმ საოცარი პრიზების მოგება, რომელიც გამარჯვებული წყვილისთვისაა დაწესებული, აბსოლუტურად რეალურია. ის კი არა, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის, გაგა თოდუასგან თაკომ პროფესიულ ტურნირებში მონაწილეობის შეთავაზებაც მიიღო.

 თაკო ჩორგოლაშვილი: ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ ეტაპზე პროექტისგან ასეთ შემოთავაზებას მივიღებდი. მაინც მიმაჩნდა, რომ ეს ჩემთვის ადრე იყო და ამბიციური განაცხადი იქნებოდა ჩემი მხრიდან. როდესაც „ცეკვავენ ვარსკვალევბში“ მონაწილეობ, რაღაც მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული. ხალხი არ მიცნობდა, ძალიან კარგად მქონდა გააზრებული, რომ ვარსკვლავი არ ვიყავი. როდესაც ნოესგან ეს შემოთავაზება მივიღე, გამეცინა კიდეც და ვუთხარი, ჯერ ძალიან ადრე ხომ არ არის-მეთქი. 

– პროექტს ერთი „კრასავიცა“ სჭირდება...

– ალბათ, ესეც არის. არა ვარსკვლავური, არამედ ცოტა სხვა კრიტერიუმებით მოხდა ჩემი შერჩევა. ნოემ როგორც თქვა, ყოველთვის ვცდილობთ, ერთი მონაწილე „იმედს“ წარმოადგენდესო და გვინდა, ამ ეტაპზე ეს შენ იყოო. დავფიქრდი და დავთანხმდი. მივხვდი, ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და მისი არგამოყენება, არ შეიძლებოდა. 

– თან იცოდი, რომ შეძლებდი. ამასაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს?!

– რა თქმა უნდა. ცეკვას რომ შევძლებდი, ეს ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა. მაგრამ, დატვირთვას რომ გავუძლებდი, ამაში დარწმუნებული ვიყავი. ყოველთვის ასეა – თუ რამეს ვაკეთებ, თან იმ საქმეს, რომელიც მომწონს, იქ დაღლა არ ვიცი. თან, ცეკვის ხსენებამ ყველაფერი დამავიწყა. ცამეტი წლის განმავლობაში მხოლოდ ცეკვით ვცხოვრობდი – რეპეტიციები, კონცერტები. ვიცოდი რომ ტემპს გავუძლებდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ქართულიდან ამაზე გადაწყობა ძალიან გამიჭირდებოდა. საშინლად გამიჭირდა. ყველაფერი სხვაგვარად არის, სულ სხვაა. როგორი იქნებოდა ჩემი პარტნიორი, ამასაც განვიცდიდი. გაგასთან რომ დამაყენეს, შემეშინდა. ისიც პირველადაა ამ შოუში, მეც. ვიფიქრე, ერთად რას ვიზამდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან გაგვიმართლა ერთმანეთში. 

– გაგა, როგორია შენი საცეკვაო ბიოგრაფია. ვიცი, რომ სერიოზული მიღწევები გაქვს ამ სფეროში.

გაგა თოდუა: ცხრა წლის ვხდებოდი, ცეკვა რომ დავიწყე. დედამ შემიყვანა, რადგან ფეხებს ვდგამდი ცუდად და ბეჭებში ვიხრებოდი ძალიან. მამა საშინელი წინააღმდეგი იყო. ის მთელი ცხოვრება სპორტის ძალოსნური სახეობებით არის დაკავებული, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია მკლავჭიდში. მას უნდოდა, რომ კრივზე მევლო და ამ დროს დედას სამეჯლისო ცეკვებზე შევყავარ. მაგრამ, დედას მაინც ყოველდღე დავყავდი. მოგვიანებით, როცა უკვე გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე, მამასაც მოეწონა. როცა დაინახა, რომ ამ სფეროში რაღაც გამომდის, გვერდით დამიდგა. მას შემდეგ მის გარეშე ერთ ტურნირზეც კი არ ვყოფილვარ.

თაკო:  ჩვენი პირველი კრიტიკოსი გაგას მამაა. ისეთ დეტალებს ამჩნევს და ისეთი გარკვეულია ამ სფეროში, ბევრ პროფესიონალზე უკეთ. 

გაგა: უკვე ათი წელია, ჩემ გვერდითაა. უცხოელ მწვრთნელებთან ჩემს რეპეტიციებს, მასტერკლასებს ყოველთვის ესწრება და ძალიან კარგად გაერკვა, თუ რა არის სწორი და – არასწორი.

– უკრაინის სახელით გამოდიოდი ტურნირებზე?

– კი. ვარ უკრაინის ჩემპირონი, ევროპის ჩემპირონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპირონი და მეოთხე საერთაშორისო ევროპული თამაშების გამარჯვებული. ეს ისევეა, როგორც ოლიმპიური ჩემპიონატი.

– პარტნიორი ერთი გყავს თუ იცვლიდი?

– პარტნიორების შეცვლა მიწევდა, უამრავი რაღაც ხდებოდა – ხან ხასიათით ვერ ვეწყობოდით, ხან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანებებდნენ ცეკვას თავს, ხან რა ხდებოდა, ხან რა... 

– საქართველოში „ცეკვავენ ვარსკვავების“ გამო დაბრუნდი?

– დიახ. ძალიან საინტერესოდ მოხდა ეს. ბოლოს საქართველოში ოთხი წლის წინ ვიყავი და ამჯერადაც ჩამოვედი ნათესავების მოსანახულებლად. ჩემმა ბიცოლამ მითხრა, ხვალ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქასთინგია და მიდი, გაერთობიო. ამ პროექტს არასდროს ვუყურებდი, არ მომწონდა. ვფიქრობდი, რომ აქ პროფესიული ცეკვა არ იყო. შოუ-პროგრამებში არასდროს მიცეკვია. თან ვფიქრობდი, რა მინდა ამ ქასთინგზე, რომც ამიყვანონ, საქართველოში მაინც ვერ დავრჩები, ვარშავაში ვსწვალობ-მეთქი. ახლა აკადემიური წელი ავიღე (იცინის). მოკლედ, ვსწავლობდი, მქონდა სამსახური, მყავდა პარტნიორი და მოვიდა თაკო და აურია ყველაფერი (იცინიან). მივედი ქასთინგზე, ყველანაირი მომზადების გარეშე. არც ფეხსაცმელი მქონდა, არც მუსიკა. დამაყენეს მზია ორველაშვილთან და იმპროვიზებულად ვიცეკვეთ. ყველას ძალიან მოეწონა, ტაში დამიკრეს. დიმამ და ნოემ დამატოვებინეს კოორდინატები, ტელეფონის ნომრები და წავედი. გავფრინდი უკრაინაში, დიდი ხნის განმავლობაში არავინ შემხმიანებია, სულ დამავიწყდა ქასთინგიც, ვარსკვლავებიც... საღამოს 11 საათია, მეგობრებთან ერთად ვისვენებ და უცებ ნოე მირეკავს, მეუბნება აგიყვანეთ და...

– ხვალ თბილისში უნდა იყოო?

– კი. ხვალ ჩამოდიო (იცინის). შოკში ჩავვარდი, ყველაფერი უნდა დამეტოვებინა და ამომეყირავებინა ჩემი ცხოვრება. ვთხოვე ერთი საათის მერე დამირეკე, მოვიფიქრებ-მეთქი. ამ ერთი საათის განმავლობაში ჩემი ტელეფონი გასკდა. დამირეკა ყველამ – დედამ, მამამ, ბებიამ, მთელმა სანათესაომ. ყველა მეუბნებოდა, ჩამოდიო. მეგობრებსაც ვკითხე. მოკლედ, ზუსტად ერთი საათის მერე, ნოემ რომ დარეკა, ვუთხარი თანახმა ვარ-მეთქი და მაშინ დღესვე გამოფრინდიო (იცინიან). ჩემოდანი ჩავალაგე, ექვს საათზე ვიყიდე ბილეთი, შვიდზე თვითმფრინავში ჩავჯექი და ჩამოვედი. 

– რა მოგცა ამ შოუმ. ღირდა თუ არა ის გადაწყვეტილება, რაც ერთ საათში მიიღე?

– კი, ნამდვილად ღირდა. 

– თაკოს გამო თუ, ზოგადად...

– თაკოზე აღარც ვლაპარაკობ, საოცარი პარტნიორია. მაგრამ ცეკვის მხრივაც ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. ვისწავლე, თუ როგორ კეთდება შოუ. ვისწავლე ქართული ცეკვები. 

თაკო: და მეც დავამატებ. ვატყობ, რომ ძალიან სიამოვნებს ხალხის სიყვარული. რომ მოდის, სულ მიყვება, ეს მითხრეს, ის მითხრეს; იცი, ჩვენზე ეს დაწერეს. ხალხის სიყვარული ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. 

– ამდენგზის ჩემპიონს დაგრჩა რამე ოცნება შენს საქმეში?

გაგა: კი, მაქვს ერთი ოცნება. ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და როცა კვარცხლბეკზე ვიდექი უკრაინის ჰიმნი უკრავდა. ვოცნებობ, მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ვიდგე და უკრაინის ჰიმნი კი არ უკრავდეს, ჩართონ „ქუინის“ სიმღერა „ვი არ ზი ჩემპიონს“. არის ტურნირები, სადაც ჰიმნის მაგივრად ამ სიმღერას რთავენ. ჰოდა, ასეთი ტურნირის ჩემპიონობა მინდა. 

თაკო: ჰოდა, ასეთ ტურნირს ერთად მოვიგებთ. გაგა მეუბნება, რომ კონკურსის დამთავრების შემდეგ ჩემს პარტნიორად დადექიო. სხვათა შორის, ეს დიმამაც თქვა. 

– ყველა ცდილობს, რომ დადგას შოუ, თქვენ კი ღრმა პროფესიული მიმართულებით მიდიხართ.

– ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენგან ითხოვენ. არ ვიცი, ჟურნალისტობას თავს დავანებებ თუ არა, მაგრამ პროექტის შემდეგ, ახალ პროფესიაში გადასვლის შანსი ნამდვილად მაქვს (იცინის). 

გაგა: ძალიან ბევრს ვითხოვ თაკოსგან, სხვები ამდენს არ ითხოვენ. შეუძლია არ შეუძლია – ეს არავის აინტერესებს.

– მითხარით, რა რეჟიმში ხართ? ელოდი თუ არა თაკო, რომ ეს შენს მთელ ცხოვრებას დაიკავებდა?

თაკო: თუ გინდა, რომ კარგი შედეგი მიიტანო მაყურებლამდე და ღირსეულად იდგე სცენაზე, ზუსტად ვიცოდი, ამას რა რეჟიმიც დასჭირდებოდა. მაყურებელი ვერასდროს მიხვდება, თუ რა შრომასთანაა ეს დაკავშირებული. ბევრი დრო, ნერვები, ემოციური დაძაბულობაა დაკავშირებული ამ თვეებთან. იცი, რომ რაც არ უნდა იყოს, ერთ კვირაში ისე უნდა მოამზადო ცეკვა, მაყურებელიც კმაყოფილი იყოს, შენი – პარტნიორიც და შენც კმაყოფილი დარჩე. 

– ამ პერიოდში არ მუშაობ?

– ვმუშაობ, მაგრამ „იმედი“ ხელს მიწყობს. ისეთი დატვირთვით, რა თქმა უნდა, არ ვარ. აკადემიური ავიღე „ჯიპაში,“ სადაც ამ ზაფხულს ჩავაბარე. 

– ერთმანეთთან ურთიერთობაზე რას იტყვით? მეუღლე თუ გყავთ რომელიმეს?

– გაგას არა, მე ქმარი მყავს, რომელიც ისეთ სტიმულს მაძლევს და ისე მიწყობს ხელს, ის რომ არა, ამდენს ვერ შევძლებდი. ჩემი ქმარი დღეს ყველაზე ამაყია, ყველაზე ბედნიერია, ყველაზე დიდი გულშემატკივარია. თვითონ მოსწონს და უხარია და ამას რომ ვატყობ, მეც უბედნიერესი ვარ. გაგას კი გვერდით ამ ეტაპზე არავინ ჰყავს, თუმცა, ქართველ გოგონებში ძალიან მალე გახდა პოპულარული. უამრავი წერილი მოსდის სოციალურ ქსელებში. რაც შეეხება ერთმანეთთან ურთიერთობას, პირველი ორი კვირა ცოტა დაძაბული იყო. ერთმანეთთან შეგუების პერიოდი გვქონდა. მწურავდა, ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო.

გაგა: ორივე „მერწყულები“ ვართ, ვჭამდით ერთმანეთს. 

თაკო: თავიდან ვერ ვიმახსოვრებდი და ამის გამო მსაყვედურობდა. მერე უკვე, ალბათ, სხეულიც ეჩვევა, კუნთიც და უკვე კარგი გოგო გავხდი (იცინიან). ნელ-ნელა ერთმანეთის ხასიათიც გავიგეთ. აღმოჩნდა, რომ გაგას ძალიან მაგარი იუმორი აქვს და მისი ხუმრობები ყოველთვის დროულია, მშველის. როცა არ უნდა ვთხოვო, ჩემ გვერდითაა, მითავსებს ყველაფერს. ღამის სამი საათიც რომ იყოს, აღარ შეუძლია და მაინც ჩემ გვერდით დგას. 

скачать dle 11.3