კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააგროვა ანაბრების თანხა ცოლზე დაბალშემოსავლიანმა ჩიორა თაქთაქიშვილის ქმარმა

მარიკა ვერულაშვილი

ხალხის აგერ უკვე მესამედ რჩეული (მეექვსე, მეშვიდე და მერვე მოწვევების პარლამენტის წევრი) მარიკა ვერულაშვილი 1971 წელსაა დაბადებული. მისი სპეციალობა სამართალმცოდნეობაა და თსუ აქვს დამთავრებული. პარლამენტის საიტზე ის კვლავ საარჩევნო ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „მეტი სარგებელი ხალხს“ – წევრადაა მოხსენიებული, თუმცა, მშობელ ბლოკსა და პარტიას მან კარგა ხნის წინათ უგანა (მორალური და იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო), მაგრამ, მისი შრომითი ბიოგრაფია სულ სხვა დინამიკით განვითარების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ქ-ნმა ვერულაშვილმა მუშაობა „მაცნეს“ კორესპონდენტად დაიწყო (1994-1997 წლებში), 1997 წელს სამხედრო პროკურატურის პრესცენტრში გადავიდა, შემდეგ კი – იქვე განყოფილების პროკურორადაც დაინიშნა. 2000-დან 2001 წლამდე იუსტიციის სამინისტროში ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, 2001 წელს „ნაცმოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი იყო, 2002-2003 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პრესმდივანი; 2003-2004 წლებში – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე. ამასობაში კი, 2000 წელს, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდებიც ჩააბარა. 2004 წლიდან დღემდე კი, აგერ უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრია. რაკი ასეთი დატვირთული სამუშაო ბიოგრაფია აქვს, პირველი დეკლარაცია 2004 წელს შეავსო (ის 2003 წლის მდგომარეობას ასახავს). იმ პერიოდისთვის ქ-ნი ვერულაშვილის ქონება შემდეგნაირად გამოიყურებოდა: სახლი თბილისში, 95 000 ლარად ღირებული; სახლი ახალსოფელში (50 000 ლარად ღირებული, რომლის თანამესაკუთრეც ხალხის რჩეულის ძმისშვილიცაა), ვენახი ყვარელში (17 000 ლარად ღირებული), ავტოფარეხი თბილისში (7 000 ლარად ღირებული) და 14 000-ლარიანი ავტომანქანა. ნაღდი ფულის სახით კი, 2004 წელს, ქ-ნ ვერულაშვილს 9 300 ფუნტი სტერლინგი ჰქონდა.  მის მიერ ბოლოს, 2012 წელს შევსებული დეკლარაციით, ქ-ნი ვერულაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება დიდად არ არის შეცვლილი. ერთი ისაა, რომ დამატებია ქალიშვილის, სალომე ცნობილაძის საკუთრება: დიდი დიღმის მეურნეობაში 1 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და, ასევე, სალომე ცნობილაძე დეპოზიტზე 5 000 ევროს ინახავს. ხოლო, დეკლარაციის შევსების მომენტში მარიკა ვერულაშვილს, ნაღდი ფულის სახით, 17 000 ლარი ჰქონდა. მისმა სახელფასო ანაზღაურებამ კი 2011 წელს 49 842 ლარი შეადგინა.  ოჯახის წევრებს შორის ქ-ნ ვერულაშვილს მეუღლე არ ჰყავს მითითებული, შესაბამისად, საჯარო თვალისთვის უცნობია მისი მეუღლის ფინანსური და ქონებრივი დეკლარაცია.

 

ჩიორა თაქთაქიშვილი – ილია ნიკოლაიშვილი

ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც, სულ რაღაც, მეორედაა ხალხის რჩეული, 1981 წელსაა დაბადებული ქუთაისში; მისი მეუღლე, ილია ნიკოლაიშვილი კი – 1975 წელს. სულ ბოლო, 2012 წელს შევსებული დეკლარაციით, ქ-ნ თაქთაქიშვილს არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია, განსხვავებით მისი მეუღლისგან. ილია ნიკოლაიშვილის საკუთრებაა ბინა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, 86 კვადრატული მეტრი ფართობის (წილის მხოლოდ 25 პროცენტს ფლობს), ასეთივე წილობრივი მონაწილეობით ეკუთვნის იმავე აგლაძის ქუჩაზე 36 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. ილია ნიკოლაიშვილს ორი ანაბარი აქვს: ვადიან ანაბარზე 24 114 აშშ დოლარი ერიცხება, მეგობარ ანაბარზე კი – 2 964 აშშ დოლარი. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულიც მხოლოდ ქ-ნი თაქთაქიშვილის მეუღლეს ჰქონდა: 1 550 ევრო და 1 600 აშშ დოლარი. ქ-ნმა ჩიორამ, როგორც პარლამენტის წევრმა, 2011 წლის განმავლობაში 55 934 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ, როგორც „რუსთავი 2-ის“ მთარგმნელმა – 17 152 ლარი, ხოლო, როგორც შპს „ორიენტის“ მთარგმნელმა – 3 271 ლარი (ერთ დროს, 2009 წელს,  გაზეთ „ლელოშიც“ მუშაობდა ჟურნალისტად და მისმა ანაზღაურებამ იმხანად 3 600 ლარი შეადგინა). იმ წელს ქ-ნ ჩიორას გასავალი ჰქონდა: თამარ მეფის გამზირზე საცხოვრებელი ბინის ქირაში 4 200 ლარი გადაიხადა (აქვე გეტყვით, რომ ამ ოდენობის თანხას ქ-ნი თაქთაქიშვილი უკვე რამდენიმე წელია, იხდის ბინის ქირაობაში).

скачать dle 11.3