კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრეზიდენტმა დაგვიბარა

ენანება

თუმცაღა ევროპარლამენტარმა ანა გომესმა პრეზიდენტის სასახლე დაგვიწუნა (ქალბატონმა დაპოსტა, რომ შენობა გარედან უშნოა, შიგნიდან კი  – არა უშავს), ის მაინც ყველაზე ძვირად ღირებულ შენობად რჩება ჩვენს სინამდვილეში. ერთი ისაა, რომ მისი ფასი ვერა და ვერ დავადგინეთ და, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ ვერც ვერასდროს დავადგენთ (აი, ასეთი კაშკაშაა ქართული დემოკრატია!).

მართალია, ამას ვერ დავადგენთ, მაგრამ, პრეზიდენტმა დაგვიბარა, რომ საპრეზიდენტო სასახლეში არა მომავალი პრეზიდენტი, არამედ, მთავრობა და მისი მეთაური უნდა განთავსდნენ (მომავალ პრეზიდენტს ამხელა აპარატი აღარ დასჭირდებაო). 

მანამდე კი, გავარკვიეთ, რომ მომავალი პრეზიდენტისთვის ახალი, ოღონდ, მოკრძალებული რეზიდენცია მზადდება, აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში (სულ რაღაც, 16-მილიონიანი). იმის გათვალისწინებით კი, რომ პრემიერ-მინისტრი კანცელარიაში მუშაობს (თავისი აპარატიანად), ავლაბრის რეზიდენციის ბედი ჰაერშია გამოკიდებული.

ხოლო, თუ პრეზიდენტის ანდერძს გავიხსენებთ (მომავალ პრეზიდენტს ამ სასახლეში არაფერი ესაქმება, აი, პრემიერ-მინისტრისთვის კი  ზედგამოჭრილიაო); ზედაც, გავითვალისწინებთ, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპარლამენტო მოდელზე გადავა, რომელშიც პირველი პირი პრემიერ-მინისტრია და, დავამატებთ, რომ ბ-ნი სააკაშვილი, სულ რაღაც, 46 წლისაა, არც ისაა გამორიცხული, რომ საპრეზიდენტო სასახლის საპრემიეროდ გადაკეთების მისეულ ინიციატივაში ერთ მშვენიერ წელსაც პრემიერ-მინისტრად მოვლინების იმედიც ტოკავდეს?! 

скачать dle 11.3