შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2008 წლის 27 ივნისს, დილის 6 საათზე. რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესიები აირჩიოს სამომავლოდ წარმატებების მისაღწევად?
პასუხი: მის კოსმიურ მისიაში შედის უცხოეთთან კონტაქტი, ამიტომ, აუცილებელია, ადრეული ასაკიდან დააწყებინოთ უცხო ენების შესწავლა. თუ იცხოვრებს სამშობლოში, აუცილებლად უნდა იმუშაოს უცხოურ ფირმაში და ჰქონდეს ურთიერთობა უცხოელებთან. თუ შანსი მიეცემა და დროებით უცხოეთში იცხოვრებს, იქ დაგროვილი ცოდნით, კაპიტალითა და გამოცდილებით, სამშობლოში დაბრუნებისას ადვილად შეძლებს წარმატებების მიღწევას. ასევე, უნდა იყოს მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი, დაეყრდნოს საკუთარ ინტუიციასა და ცოდნის ბაზას; უნდა, იყოს კომუნიკაბელური და ერთგული. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთებია: პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სასტუმროების ბიზნესი და საკურორტო ინდუსტრია.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 26 ნოემბერს, საღამოს 10 საათზე. რომელ სფეროში მელის წარმატებები?
პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ხელოვნების ფართო სპექტრი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობა, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, ავიაციის ბიზნესი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ვიდეო და მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, ქორეოგრაფია.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 31 მარტს. მინდა უცხოეთში წასვლა. ასტროლოგიურად რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 13 მაისს, ღამის 3 საათსა და 10 წუთზე. სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შემეფერება?
პასუხი: სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის თქვენთვის მისაღებია: კირჩხიბის, ვერძის, ქალწულის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი.