კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩნდება თუ არა გარკვეული დროის სიახლოვის შემდეგ ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა ცხოველებსა და მათ პატრონებს შორის

ცხოველებს ტელეპათიის თანდაყოლილი უნარი აქვთ, რომლის საშუალებითაც ადამიანის აზრებს იგებენ. როგორც დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი, ბატონი გიორგი ამბობს, მათ მომავლის მინიშნებაც შეუძლიათ. ზოგი ფიქრობს, რომ ცხოველები, უბრალოდ, გარემო ფაქტორების ცვლილებას აღიქვამენ ჩვენზე უკეთ და ადამიანებზე გაცილებით მეტად მგრძნობიარეები არიან მოვლენების მიმართ. რეალურია თუ არა ეს მოსაზრება და მართლა აქვს თუ არა ცხოველს მომავლის განჭვრეტისა და ამის ქმედებით გადმოცემის უნარი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

– ბატონო გიორგი, რამდენად რეალურია მოსაზრება, თითქოს ცხოველებს შესწევთ უნარი, დაინახონ მომავალი, იგრძნონ მოსალოდნელი ფაქტები და ისინი ადამიანებს თავისებურად მიანიშნონ?

– ცხოველებს რომ ადამიანებზე მეტად შეუძლიათ მომავლის დანახვა, წინათგრძნობა და გარემო ფაქტორებზე რეაგირება, ამას უამრავი ფაქტი მოწმობს. ჩვენ გარემო ფაქტორების ცვლილებების აღქმა არ შეგვიძლია და ამიტომ ცხოველების მოქმედება ზებუნებრივად და სასწაულებრივად გვეჩვენება. ამ საკითხთან დაკავშირებით, უკვე წლებია, გრძელდება მსოფლიოს მეცნიერებსა და ეზოთერიკოსთა შორის დავა. ასევე, ეს დავა მიმდინარეობს ცხოველთა პატრონებსა და სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს შორის. შესაბამისი კვლევებიც ჩატარდა. თავადაც ბევრი კვლევა-დაკვირვება მიწარმოებია და, ამიტომ, გამაჩნია გარკვეული მოსაზრებაც ამ საკითხთან დაკავშირებით. ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და ყოველთვის მყავდა სახლში. მათთან ერთად ვთამაშობდი, ვსეირნობდი, მეძინა, ერთი სიტყვით, ხშირი კონტაქტი მქონდა. სწორედ ამიტომ დავიწყე მათზე დაკვირვება უკვე წლებია და ბევრი საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე. რასაკვირველია, ჩემს დასკვნებს ბევრი არ გაიზიარებს, მაგრამ, ბევრიც დაფიქრდება და თავად მიხვდება, რომ მართალს ვამბობ. 

 – რა დასკვნები გააკეთეთ ამ წლების განმავლობაში ცხოველებზე დაკვირვების შედეგად? 

– ჩემი დაკვირვებით, ცხოველებს აქვთ ის უნარი, რომელიც ერთ დროს ადამიანებსაც ჰქონდათ და შემდეგ თანდათან დაკარგეს. იმ დასკვნამდეც კი მივედი, რომ ცხოველებს სრულიად აუხსნელი მგრძნობელობა თუ გონიერება გააჩნიათ. ეს ყოველივე კი სამ კატეგორიად დავყავი: ტელეპათია, მიმართულების გამოცნობის უნარი და წინათგრძნობა. ზოგიერთ ცხოველს, შესაძლოა, პატრონთან ფსიქოლოგიურად ძლიერი და მჭიდრო კავშირი ჰქონდეს და სწორედ ამით იგებს, როდის ბრუნდება მისი მზრუნველი პატრონი სახლში. ეს ტელეპათიურად ხდება.

– რაც შეეხება მიმართულების გამოცნობის უნარს?

– რაც შეეხება მიმართულების გამოცნობის უნარს, ძაღლსა და მტრედს ორგანიზმში თითქოს კომპასი აქვთ ჩამონტაჟებული. ისინი შორს წასვლის შემდეგაც იოლად აგნებენ სახლს. ერთ ჩემს მეზობელს ძაღლი ჰყავდა. შემომჩივლა – გაავდა, უცხოებს ერჩის, თან ბევრს ჭამს, ვეღარ ვუვლით და უნდა მოვიშორო თავიდანო. წაიყვანა მანქანით ქალაქგარეთ და იქ დატოვა. არ გავიდა ერთი კვირა და ძაღლმა პატრონის კართან ატეხა ყეფა. მერე მიყვებოდა ჩემი მეზობელი, გადავირიე კაცი, ვერ ვხვდები, როგორ მოაგნო სახლს ასე შორი მანძილიდანო. იგივე დაემართა ჩემს ნათესავს კატაზე: წაიყვანა სახლიდან შორს და მანქანიდან ჩამოსვა, ის კი ორ დღეში უკან მოუბრუნდა. რაც შეეხება მათ წინათგრძნობას, ზოგიერთი ცხოველი ან ფრინველი წინასწარ გრძნობს მიწისძვრას ან სხვა მოვლენებს. 

– ცხოველები მართლა უსიტყვოდ იგებენ პატრონის ფიქრებსა და აზრებს? ბევრისგან გამიგია, ეს მათ შორის არსებული ტელეპათიური კავშირის  ან გარკვეული დროის სიახლოვის შემდეგ ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის ბრალიაო. საინტერესოა, ეს როგორ ხდება?

– როგორც გითხარით, ცხოველებსა და მათ პატრონებს შორის ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირია და ტელეპათიის უნარიც აქედან წარმოიშობა. ალბათ, თქვენც გაგიგიათ ბევრი ისტორია ცხოველების პატრონებისგან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ოთხფეხა მეგობრები უსიტყვოდ იგებენ პატრონის ფიქრებს. ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ვერ ვიგებ, როგორ გრძნობს ჩემი ძაღლი, როდის ვაპირებ სუფთა ჰაერზე მის გასეირნებას. უკვე ერთი წელია, მყავს და საკმარისია, მისი გასეირნება გავიფიქრო, მაშინვე ცქმუტვას იწყებს, ადგილზე ხტის, ყეფს და თვალებში მიყურებსო. ისიც მითხრა, ეს რომ შევამჩნიე, პირველად გამიკვირდა და ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ვიფიქრე, შეიძლება, თვალებით გრძნობსო. მერე მთხოვა, იქნებ დამეხმარო და გამარკვიო, რა ხდებაო. რომ ვუთხარი, თქვენ შორის ტელეპათიური კავშირია-მეთქი, გაეცინა და არ დამიჯერა. მე უბრალო დამთხვევას მივაწერო, – მითხრა. ავდექი და ექსპერიმენტი შევთავაზე. თვალებით კონტაქტი რომ გამომერიცხა, ძაღლი ბაღში დავატოვებინე დაბმული და სახლის ფანჯრები დავახურინე. ძაღლი მშვიდად იჯდა და უყურებდა ქუჩაში გამვლელ-გამომვლელებს. როგორც კი ვუთხარი ჩემს მეგობარს, აბა, გაიფიქრე, რომ უნდა წაიყვანო სასეირნოდ-მეთქი, იმწუთას ატეხა ძაღლმა ყეფა და ადგილზე ცქმუტვა. გადაირია ჩემი მეგობარი, მითხრა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდიო. დღესაც ხუმრობს, ძაღლის თანდასწრებით სიტყვა ვეღარ უნდა ვთქვა და ვეღარაფერი გავიფიქრო, ჩემს აზრებს კითხულობს, დავიღუპე კაციო (იცინის). 

– გამიგია, რომ წინათგრძნობა, ცხოველებს შორის, ყველაზე მეტად კატებს აქვთ განვითარებული. ამაზე რას იტყვით? 

 – რამდენიმე წლის წინ თავად მყავდა კატა სახლში და, რომ ვაკვირდებოდი მის საქციელს, ვგიჟდებოდი, ისეთი ჭკვიანი, მგრძნობიარე და გულთმისანი იყო. ყოველთვის ზუსტად გრძნობდა, როდის უნდა მოსულიყო სტუმარი, როდის დაერეკა ტელეფონს ან როდის უნდა შევეჩერებინე კარში, რომ ხიფათი ამეცილებინა თავიდან. 

– ამას როგორ ხვდებოდა?

– სანამ ჩემი ცოლი დარეკავდა სამსახურიდან, წუთით ადრე გრძნობდა ზარს. მივიდოდა ტელეფონის მაგიდასთან და იქ იწყებდა წრიალს. სახლში მის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ჯდებოდა, ჯიუტად გასცქეროდა კარს და ასე ელოდებოდა. მისი ეს საქციელი კარგა ხნის შემდეგ შევნიშნე და უფრო აქტიურად დავუწყე თვალყურის დევნება. წლების წინ, მიწისძვრა რომ იყო, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, გადარეულივით დაიწყო სირბილი სახლში, ჩვენც აგრესიულად შემოგვჩხაოდა. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება კატების წინათგრძნობაში. 

– მიწისძვრის მოახლოებას მხოლოდ კატები გრძნობენ წინასწარ?

– ზოგიერთ ცხოველს აქვს უნარი, იგრძნოს, თუ როდის მოხდება ის. მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე, ვირთაგვები, გველები, ცხენები და ფერმის ცხოველები მშობლიური ადგილებიდან გარბიან, ჩიტები კი დიდ გუნდებად იკვრებიან და ისე დაფრინავენ ზეცაში. ასე რომ, ისინი უცნაურად მაშინ იქცევიან, როცა რაიმე უნდა მოხდეს და, თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, როდის გელით საფრთხე და თავსაც ადვილად დაიცავთ.

– ისიც ამოვიკითხე ერთ წიგნში, რომ ფრინველები გადაფრენის დროს ინსტინქტს იშველიებენ, ცხოველები კი სუნით იკვლევენ იმ გზას, სადაც საფრთხე არ ემუქრებათ.  

– მართალია. ფრინველების ერთი და იმავე მარშრუტით გადაადგილებას ინსტინქტს უწოდებენ და, შესაძლოა, ისინი გზას დედამიწის მაგნიტური ველით, მზით, მთვარითა და ვარსკვლავების განლაგებით იკვლევენ, მაგრამ, ჯერ კიდევ ვერავინ ახსნა, როგორ აგნებს დაკარგული ცხოველი სახლს. ჩემი აზრით, ეს მიწიდან აღებული სუნით ხდება, მაგრამ, ამის დადასტურება ძნელია. სხვათა შორის, ცხოველები პატრონის მოსალოდნელ ავადმყოფობასაც გრძნობენ. ყველაზე უკეთ კი გრძნობენ, თუ როდის ეწყება პატრონს ეპილეფსიური შეტევა. ამის უნარი ყველაზე მეტად ძაღლებს, კატებსა და კურდღლებს აქვთ. დაკვირვებებით აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველები კარგად ხვდებიან, როდის უქვეითდება სისხლში შაქრის დონე დიაბეტით დაავადებულ პატრონს. ასევე, დიაგნოზის დასმამდე გაცილებით ადრე იგებენ პატრონის ორგანიზმში სიმსივნის არსებობას, და ასეთ დაავადებულებს ისინი ერიდებიან, ახლოს არ ეკარებიან და ცდილობენ მათგან შორს იყვნენ.

скачать dle 11.3