კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კეთალონის გველები

კეთალონის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ მარკოპულოსთან ახლოს, ყოველადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების პატარა ეკლესია დგას. აქ უკვე დიდი ხანია, რაც ყოველწლიურად, მიძინების დღესასწაულის დროს, უჩვეულო რამ ხდება: ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ ეკლესიის შიგნით და გარეთ გველები ჩნდებიან. ადგილობრივი მცხოვრებნი მათ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გველებს ეძახიან.

გველების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და მიძინების წინ ირგვლივ ყველაფერს ავსებს. იმ დღეებში მარკოპულოს მცხოვრებნი ხევით მიდიან, რომლის კალთაზეც მდებარეობს ეკლესია და გზადაგზა  გველებს აგროვებენ, რათა ისინი ღვთისმშობელს მიჰგვარონ. არავინ იცის, საიდან ჩნდებიან გველები და დღესასწაულის შემდეგ სად ქრებიან ისინი – დღემდე ეს ყველასთვის დიდ საიდუმლოს წარმოადგენს.

მწუხრის ლოცვისას გველები თავისუფლად დახოხავენ ადამიანებს შორის, სტასიდებზე, ანალოღიაზე და შიშს არავისში იწვევენ.

– თუკი გველი უბეში ჩაგიძვრათ, – აფრთხილებენ მცხოვრებნი მომლოცველებსა და ტურისტებს, – ნუ შეგეშინდებათ! ყოვლადწმიდა დედოფლის, ღვთისმშობლის მადლით, გველები არაფერს დაგიშავებენ. აიყვანეთ ხელში და ისინი კნუტივით გაგილოკავენ თითებს.

მართლაც, ღვთისმსახურების დროს დაუჯერებელი ამბები ხდება: გველები სამაჯურებივით ეხვევიან მორწმუნეთა ხელებს; დახოხავენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე და ჯვარცმაზე; გველი, შესაძლოა, სახარებაზეც კი აცოცდეს, ლიტურგიაზე სახარების კითხვის დროს. ისინი, როგორც ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები, ქრისტიანებთან ერთად დღესასწაულობენ, რითაც ცდილობენ, ყველას მოაგონონ სამოთხის ბაღი, სადაც პირველქმნილი ადამიანები ცხოველებთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ გველებიც მიდიან.

გერმანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ეს გველები, მაგრამ, რომელიმე ცნობილ სახეობას ვერ მიაკუთვნეს. ისინი რუხი ფერის და ნატიფი აღნაგობის არიან. სიგრძით ერთ მეტრს არ აღემატებიან, ხოლო პერანგი ხავერდოვანი აქვთ. მათ თავზე ჯვარია გამოსახული, ისევე, როგორც ენის წვერზე.

თუკი რომელიმე წელს გველები არ ჩნდებიან, ეს ყოველთვის ცუდი ნიშანია. ასე იყო 1940 და 1953 წლებში, როცა კუნძულზე ძლიერი მიწისძვრები მოხდა.

скачать dle 11.3