კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაგნო გიორგი ჯაჯანიძემ უკვდავების რეცეპტს და ვინ აუფორიაქა მას ცხოვრება

გიორგი ჯაჯანიძეს ახალ სატელევიზიო სეზონზე  ტაიმაუტი აქვს – სიურპრიზად ინახავს სამომავლო გეგმებს. თუმცა, არ მალავს, რომ სამომავლოდ ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება.  ცხოვრების აქტიურ რეჟიმს შეჩვეულს დროებით ტელეეკრანიდან გაქრობა სულ არ ეტყობა – მისი თბილისში დაჭერა იოლი არ არის, მაგრამ როგორც ყოველთვის კომუნიკაციითა და გახსნილობით ცნობილი ტელესახე, ამჯერადაც გულწრფელად საუბრობს იმაზე,  რამაც ბოლო დროს ყველაზე მეტად  აუფორიაქა ცხოვრება. 

– გიორგი ახალ სატელევიზიო სეზონზე ჯერჯერობით არსად ჩანხარ. რომელ ტელევიზიაში  ვიხილავთ გიორგი ჯაჯანიძეს?

– მაქვს მოლაპარაკებები  ორ ტელევიზიასთან „იმედთან” და „TV3”-თან, არ ვიცი, სად და როგორ დავბრუნდები, მაგრამ ეს  ალბათ, უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამის გარდა ასევე ვმუშაობ სკანდალურ პროექტზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა განვახორციელო. ქართველი და უცხოელი მოდის ექსპერტები წარსდგებიან საზოგადოების წინაშე. საოცარი სანახაობა გელით. „ტანსაცმლის დიზაინი - ლეღვის ფოთლიდან დღემდე”; ,,სამკერვალოები თუ მოდის სახლები”; ,,ნამდვილი დიზაინერები თუ ბიზნესმენები”; „გემოვნება და ხარისხი” – მეტს აღარ მოვყვები. ბევრი სანახაობა გელით. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფინალი – „უშვი ქოჩორს ხელი”. რაც შეეხება სატელევიზიო სფეროს, ძალიან მინდა, გავაკეთო შემეცნებით-გასართობი შოუ, რომელიც იქნება დიდი აუდიტორიისთვის. ჩემი ყველა ნაბიჯი, ინტერვიუ, სტატია, პუბლიკაცია თუ წიგნი, უკავშირდება ადამიანებს, მათ, ვისაც გვერდში დგომა სჭირდება. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორგანულად ვეღარ ვიტან ეგრეთ წოდებულ „პერო” საზოგადოებას. სნობიზმის მწვერვალებზე ვართ ასული. წაგვლეკეს ერთი მხრივ სნობებმა,  მეორე მხრივ კი,  მართლმადიდებლობას ამოფარებულმა ეშმაკებმა. ხალხს რა? არც არაფერი. ბოლო პერიოდში იმდენ არაპროფესიონალთან  მომიხდა შეხება, ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ აქვს. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ  ერთ რამეში დავრწმუნდი – დღეს „სამადელკა” პროდიუსერების დროა. ეს გასაკვირი არც არის, ჩვენ არ გვქონია საპროდიუსერო სკოლა და ძალიან ბევრი ხელმოცარული ჟურნალისტი წავიდა პროდიუსინგში.     

 – ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.

– გაბრაზებული ვარ, მაგრამ არა ყველაზე და ყველაფერზე. ამ ბოლო დროს ძალიან ამიფორიაქა ცხოვრება იმან, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება.  51 წლის ვარ, არასდროს დამიმალავს ჩემი ასაკი და პირიქით, მიხარია კიდეც, რომ ამ ასაკშიც  ასე  კარგად ვარ.  ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის ჩემზე იმ საზოგადოების ნაწილიდან, ვისაც პატივს აღარ ვცემ.  ბაზარსა და  ავტოსადგურში ყველაზე კარგად ვხვდები, რომ  ჩვეულებრივ ხალხს ვუყვარვარ. ისინი ამას არც მალავენ და ხშირად სიყვარულსაც მიხსნიან. მთელი ცხოვრება ვმუშაობ, ერთდროულად სამ-ოთხ  სამსახურშიც კი მიმუშავია, ახლაც ორ ადგილზე ვმუშაობ. ყველაფრის ფასი ვიცი, „ა“ კლასშიც ვყოფილვარ და პოზიციებიც დამითმია, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ცხოვრება. როცა ჭიათურიდან ჩამოვედი და ამ ქალაქში კაციშვილი ნაცნობიც კი არ მყავდა, მაშინ დავდექი ფეხზე.  ძალიან კარგად მახსოვს, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი. კინოსარეჟისოროზე თუ სწავლობდი, აუცილებლად რომელიმე  „კლანის“ წევრი უნდა ყოფილიყავი. ეს კლანები იყოფოდა წარმომავლობის, გვარიშვილობის, სიმდიდრისა და რა ვიცი, ათასი უბედური ნიშნით. მე ვიყავი მუშურ-გლეხური კლანის წევრი, მგონი, მარტო მე ვიყავი კურსზე ასეთი (იცინის). ისეთ რამეებს ვხედავდი ირგვლივ, ცხოვრებაში რომ არ მენახა. პერანგის საყელო გადამიტრიალებია, ისეთი გახეხილი მქონდა.  ორი პერანგი მქონდა, ერთი შავი, მეორე – თეთრი. ერთ დღესაც შუაზე გავჭერი ორივე პერანგი და ერთმანეთზე მივაკერე. პირველად მაშინ ჩავიცვი ასე ორიგინალურად (იცინის). უფრო მეტსაც გეტყვით, მაშინ ინსტიტუტში ხუთმანეთიან ტალონებს გვირიგებდნენ, ბუფეტში რომ გვეჭამა.  ჩემს კურსელებს რაში სჭირდებოდათ კვების ტალონები, ყველას ჰქონდა საჭმელ-სასმელი.  თვის დადგომა მიხაროდა, რადგან ყველა მე მაძლევდა  თავის ტალონს და  იმდენი  მიგროვდებოდა, იმ ტალონებით ტომატს ვყიდულობდი და ჭიათურაში მიმქონდა დედაჩემისთვის. აი, ასეთი ბიზნესი  მქონდა. დღეს ჩემი ბიზნესი ჩემი ტვინია, რომელსაც ვყიდი, ვყიდი, მაგრამ იმდენია, არა და არ  დაილია (იცინის). ის იყო ერთადერთი  პერიოდი, როცა ფულს „ლევად” ვაკეთებდი. მე ისეთი კანონმორჩილი ვარ, ათი ლარი რომ ვიპოვო ქუჩაში, პოლიციაში ჩავაბარებ (იცინის).   

– ამ მდგომარეობიდან წარმატებამდე რთული გზა იყო?

– აბა, რა იყო, მაგრამ კეთილი ადამიანებისა და ჩემი შრომისმოყვარე ხასიათის წყალობით, ყველაფერს ჩემით მივაღწიე.  ტრანსპორტის ფული რომ არ მქონდა, ქალაქის ცენტრიდან მუხიანამდე ფეხითაც კი გავსულვარ.  ტაქსი რა იყო არ ვიცოდი. ავტობუსს ჩამოვეკიდებოდი ხოლმე და გზები რომ არ ვიცოდი, ხან სად ვხვდებოდი, ხან – სად.  გაჩერებაზე რა ნომერი ავტობუსიც მოდიოდა, იმაში ავდიოდი. სახლში მე არავინ მელოდებოდა, რომ მეჩქარა, ამიტომაც დავდიოდი აქეთ-იქით გზააბნეულივით. ასე გზებიც კი ვისწავლე. მახსოვს ემოცია, რომელიც მქონდა, როცა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ვხვდებოდი. პეკინზე რომ გავივლიდი, საწყლად ავხედავდი ხოლმე კორპუსებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ კორპუსების სადარბაზოებში შედიოდნენ. გავიდა დრო და ჩემი ერთ-ერთი კეთილი მეგობრის წყალობით, მეც ამ ქუჩაზე მეღირსა ბინა. ბინას თუ მაჩუქებდა ვინმე, ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩემთვის.          

– ბოლო დროს ძალიან გააქტიურდი სოციალურ ქსელში, რომელსაც ადრე არ წყალობდი. გულს ამით იოხებ?

– ეკა ბერიძემ დამღუპა და ჩამაგდო ამ დღეში (იცინის). მან განმაახლებინა ჩემი მიძინებული „ფეისბუქი.“ მას შემდეგ ვეღარ გავჩერდი, დღეში ორი-სამი საათი დოპინგივით მაქვს გამოწერილი. ჩემი პროფესიის ადამიანს  „ფეისბუქი“ საინტერესო მასალას გაძლევს ადამიანებზე. „ფეისბუქით“ მშვენივრად ხვდები ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობას, რაც ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის,  საინტერესოა. მაგრამ, ზოგიერთის მაინც ვერაფერი გავიგე. არ მესმის რატომ უნდა დადო „ფეისბუქზე“ ხატი წარწერით: „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი,“ რომლის ქვემოთ შეიძლება იდოს შიშველი ქალის ვიდეო, რომელიც ძუძუებს ატანტალებს. ეს არ არის აღმაშფოთებელი? ჩემი აზრით, ამაზრზენია. მეგობრები მეხუმრებიან, ნამდვილად  დაბერდიო, მაგრამ ასეც არაა საქმე.  იმას ვაღიარებ, რომ ცოტა გულჩვილი გავხდი და ადამიანების უბედურებაზე ცრემლს ვეღარ ვიკავებ, მაგრამ სიბერემდე ჯერ შორია.  

–  ჩამორჩი ცხოვრებას?

–  ცხოვრებას  არ ჩამოვრჩი, ყველაფერი მესმის. გავიგებ ნებისმიერ ემოციას, რაც შეიძლება, ჰქონდეს ადამიანს, პირიქით, მე ვარ 22-ე საუკუნის მოქალაქე. იმის მიუხედავად, რომ ტექნიკურ პროგრესთან მწყრალად ვარ და ჩემი ტექნიკური განვითარება ჯერ კიდევ არ გასცდენია პულტს, ნამდვილად არ ვარ ჩამორჩენილი. მაგრამ მეორედ მოსვლა რომ დაიწყო, ფაქტია. ოცდამეორე საუკუნეში იქნება ქვის ხანა, სწორედ ამ ხანისთვის ვემზადები.  ისეთი კატაკლიზმებია მოსალოდნელი, აღარც მობილური იქნება საჭირო და აღარც სხვა ტექნიკა. დავბრუნდები იმ ჩემს ჭიათურაში, ავიღებ თოხს, ბარს,  წალდს და ვიცხოვრებ მშვიდად.  უფრო მეტსაც გეტყვი, მე  ძალიან დიდხანს უნდა ვიცოცხლო. უკვდავების  რეცეპტი მაქვს ნაპოვნი, როგორც იქნა მივაგენი.   

– მოხარშული ყვავი არის მაგ რეცეპტში? 

– ამ რეცეპტში მოხარშული ყვავი არაა.   ათ-ათი ცალი ალუბლის, ბლის, კომშის, ატმის,  თუთის, დაფნის, მარწყვის,  ასკილის  ფოთოლი უნდა მოხარშოთ და  მიირთვათ დღეში ერთი ლიტრის ოდენობით.  აი, ესაა ჯანმრთელი ცხოვრების ყველაზე კარგი სტიმულატორი. თუმცა, 51 წლის ასაკში უკვე დამარწმუნა ცხოვრებამ, რომ უკვდავების მთავარი რეცეპტი სიკეთე და გულმოწყალებაა, რომელიც უნდა გასცე და მიიღო. დაუმსახურებლად მიღებული ყველაფერი ქარს მიაქვს, ამიტომაც  ცხოვრების ამ ეტაპზე ამ ყველაფერზე ძალიან ბევრს ვფიქრობ.   

скачать dle 11.3